Tags

ოჯახი, წარმატება

კარიერა და ოჯახი 

არსებობს ქალთა რამდენიმე კატეგორია, მე ორ ნაწილად გავყოფდი. კარიერისტები და მეოჯახეები. არსებობს ქვეკატეგორიები, მაგ: ქალი კარიერისტი, რომელიც ახერხებს ოჯახის ყოლასაც ან მეოჯახე, რომელიც ცდილობს კარიერის გაკეთებას. რა თქმა უნდა, არის ორივე ვარიანტის შეთავსების და წარმატების შანსები – გააჩნია ქალის მონდომებას, მონაცემებს და მიზანსწრაფულობას. კარიერისტები ჩემი მეგობარი ნათია უნივერსიტეტის დამთავრებამდე მოეწყო…

განშორება, ოჯახი

საქორწინო კონტრაქტი 

თითოეული ადამიანისთვის, ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები, მთელი მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, აუცილებელია, ყველა იცნობდეს იმ სამართლებრივ ნორმებსა და რეჟიმს, რასაც სახელმწიფო ადგენს ჩვენი ცხოვრების ამ სფეროში იმისთვის, რომ ოჯახური ცხოვრების სამართლებრივი აქტები იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული და დაბალანსებული.

ოჯახი

შევქმნათ ოჯახი? (სარკასტული სტატია) 

სიყვარული, სიყვარული, სიყვარული და კიდევ და ყველგან და მარად სიყვარული. მოკლედ ყველას, დიდსა თუ პატარას პირზე აკერია სიტყვა სიყვარული. უყვარდებათ, ხდებიან შეყვარებულები და მერე მიდიან დასკვნამდე, რომ უნდა იქორწინონ. რატომღაც სიტყვა ერთად ყოფნა, ან სიყვარული აუცილებლად იგივდება ქორწინებასთან.

ოჯახი

ხელის “თხოვნა” ქართულად [გამოკითხვა] 

„მოტაცებული ქალის“ სახელი საზოგადოების მიერ პიროვნებისთვის მიკერებული, ის დამამცირებელი იარლიყია, რომელსააც დღემდე უფრთხიან ქალიშვილები და, დასამალი არ არის, რომ სწორედ ამ საფრთხის შიშით ხდებიან არასასურველი მამაკაცის ცოლები, არასასურველი ბავშვის დედები, არასასურველი ოჯახის წევრები…

მკითხველის ისტორიები, ოჯახი

ერთი ჩვეულებრივი ისტორია 

თეოს და გიგას ურთიერთობა წლებია გრძელდება, იყო დრო გიგას ძალიან მოსწონდა თეოსთან გატარებული ყოველი წამი, კარგად გძნობდა მასთან თავს და მეტი არაფერი, გიგა მამაკაცთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება რომელიც არ ფიქრობს დაოჯახებას, ვერ წარმოედგინა თავი დაქორწინებული და უღელში თავგაყოფილი მამაკაცის ამპლუაში.

ოჯახი, ურთიერთობები

ნაადრევი ქორწინება 

როგორც იქნა ახდა შენი ოცნებები, ულამაზესი კაბა გაცვია და საყვარელ ადამიანზე ქორწინდები. მერე რა, რომ ჯერ თავადაც ბავშვი ხარ, სიყვარულმა ხომ ასაკი არ იცის? ხან 18 წლისას მოგიკაკუნებს გულის კარზე და ხანაც ძალიან გვიან.

ალბათ გიფიქრია ოჯახურ თანაცხოვრებაზე – ეს ხომ მოვალეობათა ერთი გრძელი ჯაჭვია – და ზუსტად იცი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ადრე დგამ ამ ფრიად საპასუხისმგებლო ნაბიჯს, შენ მზად ხარ ამისათვის.

ოჯახი, ურთიერთობები

რა სურთ ქალებს? 

ამასწინად დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი. სალაპარაკოდ ბევრი თემა დაგვიგროვდა და ქალების ფსიქოლოგიასაც გადავწვდით. მან, როგორც მამაკაცმა მკითხა, რა სურთო ქალებს? აღმოჩნდა, რომ პასუხი არ მქონდა…

ოჯახი, სილამაზე, ფლირტი

როგორ მოვხიბლოთ მეუღლე! 

რამდენიც გინდა იმდენი ქალი ან თუნდაც გოგონა მინახავს გათხოვების შემდეგ სახლში ჩამჯდარი, მხოლოდ ბავშვების მოვლით, საჭმელების კეთებით, სარეცხის რეცხვით და სახლის დალაგებით რომ ირთობს თავს. პრობლემებიც არ აყოვნებს: მეუღლე უფრო და უფრო გვიან მოდის სახლში ან თუ მოდის ყოველგვარი ინტერესი დაკარგული აქვს და დაძინების გარდა საძინებელში არაფერი არ სურს!!! ვერც გაამტყუნებ, შოკოლადიც ყველას ლამაზად შეფუთული უყვარს!

მკითხველის ისტორიები, ოჯახი, ურთიერთობები

ჩვენ გვწერენ… 

წერილი ერთი გოგონასგან, რომელიც თქვენს მხარდაჭერას საჭიროებს:

“სასაცილოა და მონატაცები გოგოს მოწონება ან სიყვარული ხომ დღევანდელ საქართველოში ‘გრეხია’!”

რას ურჩევდით?

ოჯახი, ურთიერთობები

ქალი, რომელსაც სიყვარული შეუძლია 

მაინც რამდენჯერ მოდის ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული? ერთხელ? ბევრჯერ? მგონი, იმდენჯერ, რამდენჯერაც შეგიძლია. აი, მაგალითად, ჩემი ახლობელი… თუმცა ამ ამბავს, მოდი, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით:

ოჯახი, ურთიერთობები

უნამუსო ქალებისა და ცელქი მამაკაცების შესახებ 

უკვე დიდი ხანია, მამაკაცის ნამუსის საზომად ულვაშს აღარავინ იყენებს, თუმცა მათი ქართველი უმრავლესობა ჯიუტად და შეუვალად მისდევს რწმენას, რომ ქალის სინდისი და პატიოსნება ერთი პატარა ანატომიური წარმონაქმნის… მიხვდით, არა?.. დიახ, დიახ, საქალწულე აპკის არსებობაზეა დამოკიდებული.
მსგავს მიდგომას რაღაც ახსნას კიდევ მოუძებნი, როცა საუბარი 16-17 წლის მოზარდებს ეხება, მაგრამ როცა საზოგადოება 30-40 წლის პიროვნებასაც იგივე მოთხოვნას უყენებს, სიტუაცია წარმოუდგენელ აბსურდამდე მიდის.

ოჯახი, სტიგმა & უფლებები, წარმატება

მაშ, რა ქნას… ჭრელმა პეპელამ?! 

სხვათაშორის, ამას წინათ, ერთ-ერთ უცხოურ ტელეარხზე მოვისმინე: ქალი მდიდარი მეუღლისგან მოითხოვდა, სათანადოდ აენაზღაურებინა ყოველგვარი მომსახურება, რასაც იგი ოჯახს უწევდა და ყველაფერი რომ დაიანგარიშეს, აღმოჩნდა – ამ მომსახურების ფულადი ექვივალენტი ლამის აღემატებოდა ქმრის შემოსავალს. ჭკუის სასწავლი ისტორიაა? ალბათ, თუკი ფართოდ გავრცელებული მამაკაცური შეხედულების საწინააღმდეგოდ, ქალს ეს უკანასკნელი ნამდვილად გააჩნია.