Tags
ოჯახი, სიყვარული

ქორწილის ფოტოგრაფის თვალით დანახული ემოციები 

ეს 18 კადრი ფოტოგრაფების არჩევანია და მათ მიერ გადაღებული საქორწილო ცერემონიალების ყველაზე გულწრფელ, ემოციურ წუთებს აღბეჭდავს. წყვილმა წლების წინ და-ძმა დაკარგა მათი ქორწილის დღეს, მზის ჩასვლისას ცაზე ცისარტყელა გამოჩნდა. სტუმრები ამ საოცრებას გარდაცვლილების იქ ყოფნით ხსნიდნენ და ახალდაქორწინებულებთან ერთად ტიროდნენ. ქორწილი ყველაზე ემოციური მეჯვარეებით კადრი, სადაც პატარძლის მეჯვარეები ცრემლებს ვერ…

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

დაქორწინებული ბავშვები საქართველოში, ანუ ქორწინება სექსუალური ცხოვრების დასაწყებად 

ჩვენს ქვეყანაში,  ამ დროებაშიც  კი ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვრების დაწყება დიდ და უპატიებელ დანაშაულად ითვლება. როგორც წესი ჩვენი მშობლების თაობა მკაცრი დოგმებით აღზრდილ ქალიშვილებს  უნერგავენ, რომ სექსი ქორწინებამდე დანაშაულია.  ჩემი აზრით ამ მოძველებულ ტრადიციას მიუძღვის უდიდესი წვლილი თანამედროვე სტატისტიკაში სადაც ნაადრევი ქორწინების და განქორწინების სკალა საკმაოდ მაღალია. რატომ თხოვდებიან გოგონები სკოლის…

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

ვინ დარეცხავს ჭურჭელს? 

ოდესღაც, როცა ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა, ოჯახური როლები მკაცრად იყო განაწილებული: მაშინ, როცა კაცი მესაქონლეობას მისდევდა/ნადირობდა/ომობდა, რათა საკვები მოეპოვებინა, ქალი ძირითადად ბავშვების აღზრდით, სახლის მოვლით იყო დაკავებული. ალბათ, გენდერული როლების ამგვარი განაწილება იმ პერიოდისთვის ბუნებრივი და მოხერხებული იყო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროებში ქალს უფრო დიდი როლი…

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

ქართული რეალობა: ოჯახში საქმის განაწილება 

2013 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულებების და მათი საოჯახო საქმეებში და ბავშვის აღზრდაში ჩართულობის გამოვლენა იყო. აღნიშნული კვლევა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით,…

ოჯახი, ფლირტი

5 მიზეზი თუ რატომ ღალატობენ კაცები 

ქალებს უმეტესობისთვის ღალატი გაუგონარი და უპატიებელი საქციელია… როდესაც მას ეუბნები, რომ გიყვარს, თვლი, რომ ყველაზე მცირე, რაც  შეუძლია საპასუხოდ გააკეთოს, ერთგულების შენარჩუნებაა. შენ შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო იმას, რომ: შეიძლება იტყუებოდეს (ხანდახან) ვერ ან არ გეხმარებოდეს საოჯახო საქმეებში ვერ ან არ იღებდეს მონაწილეობას ბავშვების აღზრდაში უთმობდეს დედას და მეგობრებს იმაზე ბევრად…

ოჯახი, სხეული

ორსულობის თანმდევი 10 უსიამოვნება, რის შესახებაც არავინ გაფრთხილებს 

რატომღაც არავინ ყვება (ან თუ ყვება, შელამაზებულად და ძალიან მსუბუქად) ორსულობის სიძნელეების შესახებ. ალბათ ბევრჯერ და ბევრისგან მოგისმენია და ბევრგან წაგიკითხავს, რომ შვილი ბედნიერებაა, ახალი სიცოცხლეა, რომ ამის გამო ღირს ცხოვრება, რომ ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული და საოცარი პერიოდია… და, რატომღაც, სიტყვასაც კი არ გადაგიკრავენ იმაზე, რომ ამ 9 თვის…

ოჯახი

მამების ემოციური ფოტოები ქალიშვილების ქორწილიდან 

ალბათ ყველას ჰგონია, რომ ქორწილი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა. გადის წლები, ზოგჯერ ძალიან ბევრი წელიც და საკუთარი შვილის ქორწილში ჩნდება ბედნიერების და სიხარულის კიდევ უფრო მძაფრი შეგრძნებები და ხვდები, რომ სწორედ ესაა ყველაზე ემოციური დღე, ღიმილით და ცრემლით სავსე. ადამიანების უმეტესობისთვის ემოციების შეკავება ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც…

1/0
ოჯახი, სიყვარული

პატარები და მამები – #hotdads 

ახალგაზრდა მამების მზრუნველობა ბოლო პერიოდში ჩვენს ყურადღებას იპყრობს. ტრადიციულად, ბავშვის აღზრდაში დედას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ, მამას კი მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა ევალებოდა. თუმცა დადგა დრო და მოვალეობები თანაბრად გაიყო, როგორც მატერიალური, ასევე მზრუნველობის თვალსაზრისით. გადახედე ჩვენს გალერეას და დატკბი იმით, თუ როგორ ზრუნავენ მამები პატარა გოგონებზე და ბიჭებზე. :)

1/0
ოჯახი, სიყვარული

Will You Marry Me? – ხელის თხოვნის ფოტოები 

შენ წარმოიდგინე, ხელის თხოვნის ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა კაცების უმრავლესობა ამას ყურადღებას არ აქცევს. ნუთუ ასეთი რთულია ჩართო ფანტაზია და შენი მეორე ნახევრის სიხარული გააორმაგო?! ცნობისთვის, რაც უფრო მრავალფეროვანი და ორიგინალური იქნება ხელის თხოვნა, მით უფრო მრავალფეროვანი იქნება თანაცხოვრებაც. ხშირად მამაკაცები ფანტაზიის არქონას მატერიალურ მხარეს აბრალებენ, მაგრამ კოლაჟში…

ოჯახი, ფლირტი

ფლირტის 3 ოქროს წესი დაოჯახებული გოგონებისთვის 

შეუძლია თუ არა გათხოვილ ქალს ფლირტი, ჩემი პასუხია – კი. თუკი ეს ურთიერთობა ისევ ქმართან/პარტნიორთან ურთიერთობას გამოაცოცხლებს, თუკი შენს პარტნიორს სხვა თვალით, ახლებურად შეხედავ, მე მგონია, რომ ძალიანაც ჯანსაღია. თანაც, ვინ დაასკვნა, რომ გათხოვების შემდეგ ყველა ქალი ბრმავდება და სიმპათიურ ტიპებს ვეღარ ამჩნევს?

ოჯახი, სტილი

ქორწილის ორგანიზების Do’s და Don’ts 

ქორწილისთვის მზადებისას არსებობს დეტალები, რომელიც შეგიძლია საკუთარ თავზე აიღო და თავად გააკეთო, მაგრამ არის პუნქტები, რომელიც ჯობია პროფესიონალებს მიანდო.

თვითგანვითარება, ოჯახი, წარმატება

ორსული და მეძუძური დედების უფლებები 

ორსულ და მეძუძურ დედას უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია ორსულობის, მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდში დაგეგმილი ნებისმიერი ჩარევის შემთვევაში, ნაყოფზე ან ახლადშობილზე შესაძლო პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედების, რისკების შესახებ. ინფორმაციის მიღება შეეხება ორსულობის ნებისმიერ სტადიას და გულისხმობს არა მხოლოდ ორსულის და ნაყოფის, ან…

1/0
დასვენება, სიყვარული

სიყვარულის 12 გაკვეთილი დისნეის პრინცესებისგან 

დისნეის ყველას პრინცესას ერთი რამ აერთიანებთ: მათ იციან სიყვარული. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მეგობრული სიყვარული, ოჯახის თუ თავიანთი პრინცების. მოდით, ჩვენც ვისწავლოთ ჩვენი საყვარელი პრინცესებისგან :)

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

“ნასკი გამხადე, კაცო!” 

ჯამპსტარტ ჯორჯიამ, რომელიც სოციალურ თემებზე დიდი ხანია ქმნის მონაცემების მარტივად აღსაქმელ ვიზუალურ რეპრეზენტაციებს, ეს საინტერესო ინფოგრაფიკა შემოგვთავაზა. აქ წარმოდგენილია ის წარმოსახვითი სიტუაციები, სადაც ქალებსა და კაცებს გენდერული როლები აქვთ გაცვლილი. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი და დავფიქრდეთ, რა ხდება ჩვენ გარშემო. ორგანიზაცია: JumpStart Georgia ჟურნალისტი: ჯეისონ ედდი, ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია) დიზაინერი: ია ნინოშვილი, მარიამ…

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

იცოდე შენი შვილის უფლებები: მამობის დადგენა 

დღესდღეობით, პრობლემა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, საკმაოდ მწვავედ დგას ქართველი დედების წინაშე. საჭიროა, დავიცვათ ჩვენი შვილების უფლებები. თუ როგორ, ამას მაშინ შეიტყობ, თუკი ამ სტატიის კითხვას განაგრძობ. ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში,…

ოჯახი

27 სტატია ქორწილის და ქორწინების შესახებ 

რადგან გაზაფხული სიყვარულის და ქორწილების პერიოდია, გადავწყვიტეთ ყველა სტატია, რაც კი ამ თემისთვის მიგვიძღვნია, ერთად შეგვეკრიბა. საქორწილო ცერემონიალი – დაგეგმვა: 50 საქორწილო კაბა საგაზაფხულო კოლექციებიდან 25 არასტანდარტული თაიგული პატარძლისთვის გაიფერადე ქორწილი – გაიზიარე რჩევები PINK–ისგან 15 საქორწინო კაბა მსოფლიო კინო ინდუსტრიაში მეჯვარის სახელმძღვანელო იდეები ნიშნობის ბეჭდისთვის 2013 წლის 10 საუკეთესო საქორწილო…

ოჯახი

ყველაფერი ქორწილის დასაგეგმად 

ქორწილი ნებისმიერი გოგოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც ყველა თავისებურად აღიქვამს და გეგმავს. თუმცა არსებობს რამდენიმე უნივერსალური პუნქტი, რომელიც დაგეხმარება ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ მოგესურვება. ბიუჯეტი და თარიღი ნიშნობის პერიოდი ფრიად ამაღელვებელია, თუმცა ძალიან მალე ორივეს მოგიწევთ ადვილი თუ რთული გადაწყვეტილებების მიღება და კომპრომისებზე წასვლა. რაც მალე დაიწყებ იმაზე ფიქრს,…

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

გენდერული სიბრმავე: ორმაგი სტანდარტი საქართველოში 

რა არის გენდერული თანასწორობა? გენდერული თანასწორობა არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი უნარების განვითარებაში და არჩევანის გაკეთებაში, მასზე არ მოქმედებს გენდერული როლების მიერ წამოყენებული შეზღუდვები. ქალთა და მამაკაცთა ქცევები, მისწრაფებები და სურვილები სრულიად თანასწორად განიხილება. უფრო მარტივად და მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, გენდერული თანასწორობაა სქესთა თანასწორობა ანუ თანაბარი უფლებები…