Tags

სტიგმა & უფლებები, სხეული

როგორ ჩავიტაროთ ტესტირება აივ-ინფექციაზე? 

პატარა შესავალი მისთვის, ვინც ეს სტატია გუგლის მეშვეობით იპოვა: მისთვის, ვისაც ეშინია ტესტის გაკეთების, რადგან შესაძლოა აივ-დადებითი აღმოჩნდეს და არ იცის როგორ მოიქცეს. სანამ გზას გასწავლიდე, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ აივ ინფექცია დიაგნოზია და არა განაჩენი. აივ-დადებითი პირები ჩვენს გარშემო სამწუხაროდ უჩუმრად, მაგრამ თავისუფლად ცხოვრობენ, თითქმის ჩვეულებრივ. ამ დიაგნოზით ცხოვრება…

სხეული

პრობლემა: გახშირებული შარდვა 

ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანის თირკმელები დღე-ღამეში საშუალოდ 1.5 ლიტრ შარდს გამოიმუშავებს და რადგანაც შარდის ბუშტის მოცულობა დაახლოებით 250-300 მლ-ს უტოლდება, შესაბამისად მოშარდვის მოთხოვნილება დღის განმავლობაში 4-5-ჯერ ჩნდება, ხოლო ღამეში ერთხელ – ნორმის მიხედვით. თუმცა ეს ციფრები მკაცრად განსაზღვრულ ნორმას არ წარმოადგენს.

სხეული

კონტრაცეპტივები და მათი მოქმედება 

ნებისმიერი ქალი (და კაციც!) უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ თავი აარიდოს არასასურველ ორსულობას, ეს კი კონტრაცეფციის სწორად შერჩევის საფუძველზე უნდა მოხდეს. არჩევანში კარგი იქნება თუ კაციც მიიღებს მონაწილეობას. კონტრაცეფცია – ეს არის თავდაცვა არასასურველი ორსულობისაგან, და ზოგ შემთხვევაში, სგგდ-სგანაც შემთხვევითი კონტაქტების დროს, შეუმოწმებელ პარტნიორთან. ამაზე ზრუნვა მხოლოდ ქალს არ უნდა უწევდეს,…

ოჯახი, სხეული

ორსულობის ადრეული სიმპტომები 

თუ ეჭვობ, რომ ორსულად ხარ, ზუსტი პასუხის მიღება მხოლოდ ტესტით ან სისხლის ანალიზით (ქორიონული გონადოტროპინის დონის განსაზღვრით) შეგიძლია. თუმცა, არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ორსულობის ადრეულ ეტაპზე ხდება შესამჩნევი. ორსულობის ადრეული სიმპტომები ძალიან ჰგავს პმს-ის (პრემენსტრუალური სინდრომი) სიმპტომებს, ამიტომ მათი გამოცნობა ხშირად რთულდება. 1. გამონადენი და ტკივილი მუცლის არეში ჩასახვიდან რამდენიმე…

თვითსიყვარული, სხეული

ექვსი მცდარი შეხედულება ორსულების შესახებ 

აღმოვაჩინე, რომ ორსულობა ბევრ სტერეოტიპთან და მცდარ შეხედულებასთანაა დაკავშირებული, არა მხოლოდ ჩვენში, არამედ ზოგადად, მსოფლიოშიც. ნაწილი შესაძლოა, სიმართლეც იყოს (მაგალითად, ყველა ორსულს ბოლო თვეში როკენროლის ცეკვა ნამდვილად არ შეუძლია. რა ვიცი, ალბათ), მაგრამ არსებობს სტერეოტიპები, რომლებიც ნამდვილად და 100%-ით მცდარია (თუ მოგინდება, უარი არაფერზე უნდა თქვა, მათ შორის, ღვინოზეც კი). ცოტა ხნის წინ ვწერდი რა…

ოჯახი, სხეული

ორსულობის თანმდევი 10 უსიამოვნება, რის შესახებაც არავინ გაფრთხილებს 

რატომღაც არავინ ყვება (ან თუ ყვება, შელამაზებულად და ძალიან მსუბუქად) ორსულობის სიძნელეების შესახებ. ალბათ ბევრჯერ და ბევრისგან მოგისმენია და ბევრგან წაგიკითხავს, რომ შვილი ბედნიერებაა, ახალი სიცოცხლეა, რომ ამის გამო ღირს ცხოვრება, რომ ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული და საოცარი პერიოდია… და, რატომღაც, სიტყვასაც კი არ გადაგიკრავენ იმაზე, რომ ამ 9 თვის…

ოჯახი, სხეული

რას გიფინანსებს სახელმწიფო ორსულობისა და მშობიარობისას 

სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული ძირეული ცვლილებებით უკეთ სარგებლობისთვის, აუცილებელია, კარგად იცნობდე შენს უფლებებს.

სილამაზე

ხშირად დასმული კითხვები სილამაზის შესახებ (ნაწილი 2) 

წინა სტატიაში შემოგთავაზეთ პასუხი რამდენიმე კითხვაზე, რომელიც ხშირად ჩნდება კანის მოვლასთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას. თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ აღმოაჩინეთ, მოგვწერეთ და უახლოეს მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ რჩევას.

თვითგანვითარება, ოჯახი, წარმატება

ორსული და მეძუძური დედების უფლებები 

ორსულ და მეძუძურ დედას უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია ორსულობის, მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდში დაგეგმილი ნებისმიერი ჩარევის შემთვევაში, ნაყოფზე ან ახლადშობილზე შესაძლო პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედების, რისკების შესახებ. ინფორმაციის მიღება შეეხება ორსულობის ნებისმიერ სტადიას და გულისხმობს არა მხოლოდ ორსულის და ნაყოფის, ან…

სხეული

ფოტოებით ასახული ორსულობა 

ორსულობის პერიოდი და შვილის დაბადების მოლოდინი, მომავალი მშობლებისთვის ისეთ ემოციებთანაა დაკავშირებული, რომლის სხვებისთვის გაზიარების სურვილიც მათ ხშირად უჩნდებათ. ამას ხან ახლობლების მცირე წრეში გამოხატავენ, ხან სოციალური ქსელში. არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც შვილის მოლოდინი შემოქმედებითი საქმიანობის წყარო ხდება. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე საყვარელ, ხალისიან და ლამაზ ფოტოისტორიას, თუ როგორ ელოდებიან მშობლები შვილების დაბადებას….

ოჯახი, წარმატება

3 მითი საქმიანი ქალების შესახებ 

სიტყვა “წარმატებული”-ს გაგონებაზე რატომღაც მამრობითი სქესი ახსენდებათ, რატომ ხდება ასე? ჩვენ შეგახსენებთ რამდენიმე მითს ქალებსა და მათ კარიერაზე და ვეცდებით, დაგანახოთ პრობლემის გადაჭრის გზა. მითი #1: ქალები და კაცები ყველაფერში თანასწორი არიან სიმართლე: სტატისტიკის მიხედვით ქალებს უფრო დაბალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. 2012 წლის მონაცემებით მამაკაცების საშუალო ხელფასი 859.6 ლარია,…

სხეული, ფლირტი

როგორ ამოვიცნოთ ტრიქომონიაზი 

ტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა (სგგდ), რომლის მეტი შემთხვევა ქალებში გვხვდება, თუმცა მამაკაცები ხშირად ხდებიან ინფექციის გადამტანი. ტრიქომონიაზი გადამდები, თუმცა განკურნებადი ინფექციაა. ტრიქომონიაზის სიმპტომები მამაკაცებში პირველ ეტაპზე სიმპტომები არ არის გამოხატული. ქალებში ინფექციას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: მომწვანო-მოყვითალო ვაგინალური გამონადენი ძლიერი სუნით მტკივნეული შარდვა ვაგინალური ქავილი და გაღიზიანება დისკომფორტი სექსუალური კონტაქტისას…

სხეული, ფლირტი

რა უნდა იცოდე პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის შესახებ 

პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი (Morning-After Pill) გამოიყენება როგორც არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალება. პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი დაუცველი კავშირის შემდეგ თავის დაცვის ეფექტური საშუალებაა. გადაუდებელი კონტრაცეპტივის გამოყენება, როგორც წესი, ეფექტურია დაუცველი სექსუალური კონტაქტიდან 72-120 საათის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში. პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის გამოყენების საჭიროება დგება, როცა: სექსუალური კონტაქტის დროს არ გამოგიყენებია სხვა ტიპის კონტრაცეპტივი; გამოგრჩა…

წარმატება

შვებულება, მისი ხანგრძლივობა და გაცემის წესი 

ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი შრომითი ხელშეკრულების არსებით – ძირითად პირობას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტით ან შრომის შინაგანაწესით არ არის განსაზღვრული შვებულების შესახებ ნორმები, მოქმედებს კოდექსით გათვალისწინებული წესები, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ. ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე: დამსაქმებელს არ შეუძლია უარესი პირობები შემოგთავაზოს, ვიდრე შრომითი…

სხეული

სირბილი დამწყებთათვის: 10 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს 

წინა კვირას შეგპირდი, ისეთ რამეებზე მოგიყები, რაც არ იცი და აუცილებლად გამოგდგება მეთქი. ჰოდა, პირობას ვასრულებ. დღევანდელი თემა იქნება 10 ფაქტი სირბილზე, რაც შეიძლება არ იცოდე. თუმცა, თუ იცი, შეხსენებაც არ გაწყენს.

ოჯახი, სხეული

მითები ორსულობისა და მშობიარობის შესახებ 

თუ უკვე იმდენად დიდი გოგო ხარ, რომ დანამდვილებით იცი: ბავშვებს კომბოსტოში არ პოულობენ, არც სუპერმარკეტში ყიდულობენ და არც წეროებს მოჰყავთ, დროა, კიდევ რამდენიმე ფართოდ გავრცელებული მითი გამოააშკარავო ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით. ქვემოთ ყველა ის ძირითადი „გამოგონება“ ჩამოვთვალე, რის შესახებაც თვითონ მსმენია. გადახედე და თუ გეცნობა, იჩქარე, ეს მითები რეალური წარმოდგენებით…

სხეული

ზარმაცი, მძინარა, მაგრამ საშიში… ვირუსი! 

გსმენია ციტომეგალოვირუსის შესახებ? დღეისათვის უკვე არც ისე უცხოდ ხვდება ყურს ეს სიტყვა. თავად თუ არ ჩაგიტარებია გამოკვლევა, ახლობლებისგან მაინც გექნება გაგონილი, მაგრამ ზუსტად შეიძლება არ იცოდე რას წარმოადგენს და რატომ არის აუცილებელი ამ „პოპულარული“ ვირუსის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ორსულობას გეგმავ ახლო მომავალში. ამიტომ, მოდი, უფრო ახლოს…

ოჯახი, სტიგმა & უფლებები, სხეული

4 შეკითხვა აბორტის შესახებ [+გამოკითხვა] 

აბორტზე, როგორც სამედიცინო პროცედურასა და მის შესაძლო გართულებებზე წინა სტატიაში ვისაუბრეთ. ახლა კი, მოდი, ორსულობის შეწყვეტის იურიდიულ და ეთიკურ მხარეებს შევეხოთ, ხოლო მანამდე გავარკვიოთ, რა აიძულებს ქალს აბორტის გაკეთებას. უმეტეს შემთხვევაში, ესაა: დაუგეგმავი და არასასურველი ორსულობა ან სოციალურ-ეკონომიკური დაუცველობა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სიტუაცია, თავისი სიმძიმიდან გამომდინარე, მეტისმეტად პრობლემური და დამთრგუნველია,  ქალს სხვა გზა…