სექსუალური ორიენტაცია ფრიად საინტერესო საკითხია. ცხოვრობ ადამიანთან, გგონია იცნობ და უეცრად აღმოაჩენ, რომ ის ნამდვილი გასტროსექსუალია, რეტროსექსუალურობის აქცენტით. ვინ არის?! იკითხავ შენ და გადაშლი უცხო სიტყვათა ლექსიკონს. მეტროსექსუალები ოფიციალური ვერსია: მამაკაცები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას და ჩაცმულობას. განმასხვავებელი ნიშან-თვისებები: ისინი არაჩვეულებრივად გამოიყურებიან, იყენებენ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებს, სტუმრობენ სალონებს, იკეთებენ…