ფერადი მინის სანაპირო
ბუნება გენიოსია და დაუღალავი შემოქმედი. გაცვეთილი სიტყვებია, ხომ?
ჩვენ ვყრით ნაგავს იქ, სადაც არ დაგვეზარება, ვაბინძურებთ წყალს, ჰაერს, მიწას. ბუნება კიდევ, დაგვიგულებს თუ არა გვერდზე მიტრიალებულებს, აქტიურად იწყებს ჩვენი “შემოქმედების” განადგურებას.
ზუსტად ასე შეიქმნა ეს უნიკალური პლაჟი კალიფორნიის შტატში, აშშ-ში.
ზურმუხტისფერი სანაპირო
მოგწყინდათ ბანალური სანაპიროები ყვითელი, თეთრი და შავი ქვიშებით, ან/და ქვებით? მაშინ დროა, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს, მწვანე სანაპიროს ეწვიოთ. Papakolea Beach, პაპაკოლეას სანაპირო, ჰავაის კუნძულების ყველაზე დიდ კუნძულზე მდებარეობს, მის უკიდურეს სამხრეთ წერტილში (South point), მაჰანას ყურეში. მას სხვანაირად მწვანე სანაპიროსაც ეძახიან, რადგან შორიდან თუ გავხედავთ, ხასხასა მწვანე ფერი აქვს….
Shell Beach
Shell beach, ანუ ნიჟარების სანაპირო დასავლეთ ავსტრალიაში, ზვიგენის ყურეში მდებარეობს. აქ წელიწადის უმეტეს დროს თბილა და მზიანი ამინდია, სტანდარტული ყვითელი ქვიშის მაგიერ კი თვალისმომჭრელად თეთრი სანაპირო ესაზღვრება ოკეანეს. ამ სანაპიროზე ვერ შეხვდებით ფეშენებელურ ოტელებს, ბუნგალოებს, კლუბებს. აქ არც ოკეანის პირას შეზლონგზე წამოწოლა, გარუჯვა და კოქტეილის წრუპვაა შესაძლებელი. მიზეზი ძალიან მარტივია:…