სქესთა შორის უთანასწორობა კადრში და კადრს მიღმა
კადრს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში ქალებს რომ მამაკაცებთან შედარებით ბევრად ნაკლებად უკავიათ წამყვანი პოზიციები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ბიზნესი, სამეცნიერო სფერო და ა.შ., არავისთვისაა ახალი ამბავი. სამწუხაროდ, არც “კადრშია” განსხვავებული მდგომარეობა: სან-დიეგოს სახელმწიფო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2013 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებში მთავარი გმირების მხოლოდ 15%-ია ქალი. ამ ფილმების მხოლოდ…