რაც მომწონს, იმას ვაკეთებ (ნაწილი 1)
დიდი ხანია ვგრძნობ, რომ მოვწონვარ. როგორ მიყურებს, პირდაპირ თვალებით მჭამს. მეც მომწონს, ვეპრანჭები რამაზიკოს და როცა მაშტერდება, მეც ვუღიმი, მერე სახეს მაცდურად ვატრიალებ. ერთ წრეში ვართ, ერთად დავდივართ აქეთ-იქით, ერთმანეთთან ვიკრიბებით ხოლმე, ხან კინოში დავდივართ, ხან კლუბში ვათენებთ ღამეებს.