ბევრ ჩვენგანს გვქონია შანსი წავსულიყავით სამოგზაუროდ ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ, მაგრამ ამ შესაძლებლობებისთვის არაერთხელ გვითქვამს უარი იმის გამო, რომ ვერავინ ავიყოლიეთ და დავიმგზავრეთ. ერთხელაც ჩემს მოუცლელ მეგობრებზე განაწყენებულმა გადავწყვიტე, რომ მარტო წავსულიყავი ექსკურსიაზე და მივხვდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. მას შემდეგ ჩემი ყოველი მარტო გასვლა…