Tags

ურთიერთობები

საუზმე ორისთვის 

აეროპორტიდან ტაქსით წამოვედი. ჩემი ქუჩის დასაწყისში ტაქსიდან გადმოვედი, ნარინჯისფერკოპლებიანი თავსაფარი მოვიხვიე და საპირისპირო მიმართულებით წავედი, არ მინდოდა ცარიელ სახლში ასვლა.

გათენებამდე ვიხეტიალე და კაფეს შევეხიზნე. მიმტანს ვთხოვე, ორი ადამიანისთვის გაეწყო მაგიდა. ჩემთვის ლატე და ფრანგული ფუნთუშა, მისთვის – სენდვიჩი ლორითა და ყველით, ბერძნული სალათი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე.

სხეული, ფლირტი

7 ტაბუ საძინებელში 

ყველას აქვს მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრება და სიამოვნება, ხოლო იმისათვის რომ ჩვენი სიამოვნების განცდა არ მოგვიწიოს ეულად (ნუ თუ შეიძლება მაგ შემთხვევას ვუწოდოთ სასიამოვნო, მაშინ როცა ეულად ხარ) არ იქნებოდა ურიგო გავცნობოდით მეტ-ნაკლებად საზრიან და სანდო სტატიიას. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ეს წესები ყველა ქალმა იცის ქვეცნობიერად, არ იქნება ცუდი ამის შეხსენება არგუმენტირებულად.

ურთიერთობები

რჩევები – როდესაც ის მიდის 

ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამინი რომელიც ძალიან გვიყვარს, იხურავს კარებს და მიდის.. მიდის და თან მიაქვს მთელი ჩვენი სამყარო, რომელიც, რა თქმა უნდა, მის გარშემო ტრიალებდა.

რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? როგორ ვიცხოვროთ თუკი ყველაფერი, ყავის ჭიქაც კი მის შენთან ყოფნას გახსენებს (კი, კი, სწორედ ამ ჭიქიდან სვამდა ყავას და თან საყვარლად გიღიმოდა).

ურთიერთობები

1001 ვირტუალური ღამე 

ნოემბერში გაციებას ვერც მე გადავურჩი და ერთი კვირით საკუთარ ოთახში გამოვიკეტე. რამდენჯერმე გოგონები მეწვივნენ, დანარჩენ დროს კი კითხვასა და ვირტუალურ სივრცეში უგზო-უკვლოდ ხეტიალში ვატარებდი.

ადამიანთა იმ ტიპს მივეკუთნები, კვირაში ერთხელაც რომ არ ახსენდებათ სოციალურ ქსელებსა და ელ.ფოსტაზე მოსული შეტყობინებების შემოწმება. იმ კვირის განმავლობაში კი უეცრად რამდენიმე ვირტუალური ნაცნობი შევიძინე. მათ შორის აღმოჩნდა ბექაც.

ურთიერთობები

როგორ გამოვიცნოთ მამაკაცის გრძნობები მისი საჩუქრის მიხედვით? 

იმის მიხედვით თუ როგორ საჩუქრებს გჩუქნის შენი საყვარელი მამაკაცი, კარგად შეძლებ მისი სიყვარულის “გაზომვას”!

დასვენება

როგორ ავურჩიოთ საახალწლო საჩუქარი მამაკაცს? 

საჩუქრების მიღება ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, ხოლო ამას ისეთი კარგი მიზეზიც თუ აქვს როგორიც ახალი წელია – ამას არაფერი სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხშირად ამბობდნენ ფრაზებს: ”არ არის საჭირო”, ”ნუ იწვალებ ტყუილად” და სხვა მსგავს რაღაცეებს, მათ ისევე სიამოვნებთ საჩუქრები, როგორც ქალებს.

ურთიერთობები

როდის უყვარდებათ მამაკაცებს? 

ეს უპასუხო კითხვაა. არსებობს მომენტი, როცა მამაკაცი უეცრად ხვდება: “დიახ, მგონი მიყვარს”?! მამაკაცებს აქვს თანდაყოლილი მოთხოვნილებები, ე.წ სტანდარტები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ქალმა, რომელსაც ის შეიყვარებს. სინამდვილეში მათაც არ იციან ამ სტანდარტების არსებობის შესახებ. ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს ზოგადი წესები (თუ ეს შესაძლებელია): როგორი ქალები უყვარდებათ უფრო ხშირად მამაკაცებს?!

ურთიერთობები

მათემატიკის გაკვეთილი შეყვარებულებისთვის [გამოკითხვა] 

ის, რომ ამ საგანს სკოლაშიც ვერ იტანდი, გაკვეთილის გაცდენის საბაბად არ გამოგადგება: რის თქმასაც ახლა შენთვის ვაპირებ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველ პაემანზე დაუვიწყარი შთაბეჭდილების მოხდენა ან მამაკაცის გულისკენ მიმავალ ლაბირინთებში გზის გაკვლევა.

ურთიერთობები

ორმაგი სტანდარტი 

ჩემი დაქალის – ანანოს ზარმა გამომაღვიძა.

„მე და ლაშა დავშორდით!“ – ძილბურანში სასოწარკვეთილი ხმა ჩამესმა. ჩავიცვამ და ამოვალ-მეთქი, ჩავილუღლუღე, მაგრამ ჩამეძინა.

მეორედ გუგას ბუზღუნმა გამომაღვიძა. ფართხა–ფურთხით ჩავიცვი, გუგას დავპირდი, დღეს აუცილებლად გაგყვები შოპინგზე-მეთქი, მისი ფინჯნიდან მოსვი ჩაი და ანტრესკენ გავეშურე, სადაც თამო და ანანო უკვე მელოდნენ.

ურთიერთობები

20 სტატისტიკური განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის 

გაინტერესებს, რით განსხვავდები სქესის გარდა მამაკაცისგან? ეს ძალიან მარტივი და სახალისო სტატისტიკა ნამდვილად დაგეხმარება ამის გაგებაში.

ურთიერთობები

წარმატებული ქორწინების ინგრედიენტები 

გაცნობის ერთ-ერთი სოციალური ქსელის მესვეურებმა იმ მომხმარებლებს შორის გამოიკითხეს ქორწინების მიმართ დამოკიდებულება, ვინც თავის მეორე ნახევარს ეძებს.

აღმოჩნდა, რომ მამაკაცთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ იდეალურია მოწიფულ ასაკში შეგნებულად შერჩეულ პარტნიორთან შექმნილი ოჯახი. იმავეს ფიქრობს ქალთა უმრავლესობაც. სხვათა შორის, მამაკაცები ქალებზე უფრო რომანტიკულები აღმოჩნდნენ. საქმე ის არის, რომ მყარი ოჯახის საფუძვლად სიყვრულს ხმა მისცა მამაკაცთა 13%-მა, როცა იმავეს ქალთა მხოლოდ 9%-ი ფიქრობს.

სხეული, ფლირტი

მამაკაცის ეროგენული ზონები 

მამაკაცის სხეული საგანძურებით სავსე კუნძულს შეგვიძლია შევადაროთ, ყოველ ნაბიჯზე განსხვავებული ”საუნჯე” გვხვდება, თუმცა მიუხედავად ამხელა შესაძლებლობებისა – ქალების დიდ ნაწილს უჭირს კაცის ერთი ხელის მოსმით (ამის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით) ”მუშა” მდგომარეობაში მოყვანა.

ფლირტი

მანქანა – ადგილი ექსტრემალური სექსისთვის 

ალბათ ძალიან უადგილო არ იქნება თუ ვივარაუდებთ იმას, რომ ქართველი ახალგაზრდობის დიდი ნაწილისათვის ავტომანქანა ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია სექსუალური გამოცდილებისა და ცხოვრებისათვის.

ვფიქრობ, ნებისმიერისთვის ადვილი მისახვედრია (ან უკვე გასაგებია), რომ ავტომობილის სალონი არ ჰგავს დიდ საწოლს, რომელიც იძლევა საშუალებას ”გაშალო ფრთები”, ხოლო მანამდე სანამ ავტოტრანსპორტში სექსს გადაწყვეტთ დაფიქრება არ იქნება ურიგო.

ფლირტი

5 დაუჯერებელი ამბავი სექსზე 

ზოგიერთები სექსზე აუღელვებლად საუბრობენ, ვიღაცისთვის სექსი ეგზოტიკური ხილია და აღფრთოვანებას იწვევს, დანარჩენები კი ამ თემას ამრეზით უყურებენ.

როგორც არ უნდა იყოს ეს საკითხი მუდმივი განხილვის საგანია და მოგეხსენებათ უკვე ბევრჯერ ვახსენეთ სხვადასხვა მითები და ლეგენდები, რომლებიც გადაეცემა ყველა ქალს , ხოლო მათ სიმართლესთან შესაბამისობას არავინ არკვევს.

თვითსიყვარული, სხეული, ფლირტი

ორგაზმის იმიტაცია და მასტურბაცია 

ორგაზმი ყველაზე აღმატებული სიამოვნებაა, რომელსაც ადამიანი სექსის დროს განიცდის.

ქალის ორგაზმი სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს გამოხატული – ეს არის ძალიან მკვეთრი შეგრძნებების კასკადი, თუმცა შესაძლოა მსუბუქი მღელვარების მსგავსიც იყოს ზოგჯერ.

სხეული, ურთიერთობები

ფრიგიდულობა თუ ანორგაზმია? 

უდავოა, რომ ქალის ორგაზმი მამაკაცების სექსუალურ ფსიქოლოგიაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ქალი რომელიც განიცდის ორგაზმს პარტნიორთან, აძლევს მას შანსს მიიღოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიამოვნება და იმის დასტური, რომ ის ნამდვილი მაჩოა.