დახვეული თმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ადვილი საშუალებაა, ლამაზად და განსხვავებულად გამოიყურებოდე. ერთი შეხედვით ეს ძალიან ადვილია, წახვალ სალონში და სტილისტი ზუსტად ისეთ ვარცხნილობას გაგიკეთებს, როგორიც მოგესურვება. თუმცა ხანდახან ჩვენი სურვილები ჩვენსავე ფინანსურ თუ სხვა შესაძლებლობებს არ ემთხვევა. მაგრამ ეს იმის მიზეზი ნამდვილად არ უნდა გახდეს, რომ ლამაზები არ ვიყოთ.