სანამ სამსახურის ძიებას დაიწყებ, აუცილებლად უნდა გადახედო შენს რეზიუმეს. რეზიუმეს ხშირი განახლება სჭირდება. სიხშირე დამოკიდებულია შენს კარიერაში ცვლილებების ინტენსიურობაზე. ამიტომ პერიოდულად რამდენიმე საათი გამოყავი რეზიუმეს გასაახლებლად. გაითვალისწინე, რომ რეზიუმეს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. როცა დამქირავებელი განსახილველად ასობით, ან ათასობით რეზიუმეს იღებს, ნებისმიერი კრიტერიუმი შეიძლება იყოს საკმარისი კანდიდატების გასაცხრილად, ამიტომ იზრუნე იმაზე,…