დაქორწინებული წყვილი მანქანაში – რა თქმა უნდა, მამაკაცი მართავს. ქალი პატარა, მყუდრო კაფეს შეამჩნევს და ხვდება, რომ შეყვარებულის როლში ყოფნა უფრო მოსწონდა – ქუჩაში ხელჩაკიდებული სიარული და კინოთეატრის ჩაბნელებული დარბაზის უკანა რიგში ჯდომა. ხვდება და მამაკაცს ეკითხება: ხომ არ შევსულიყავით?
მგონი არ ღირს – პასუხობს ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს.