ერთ საღამოს სახლში დაბრუნებულმა, სიხარულით აღვნიშნე, რომ ეზოში სკვერი გაუკეთებიათ. ოჯახის წევრებმა შეთქმულებივით გადახედეს ერთმანეთს და მორიდებულად მითხრეს, თუ სახლში ცოტა ადრე დავბრუნდები ხოლმე, მეტ სიახლეს შევამჩნევდი და ეს სკვერი უკვე თითქმის ნახევარი წელია გააშენეს. ჰო, მე იმ ახალგაზრდების კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც სახლში გვიან დაბრუნება მიყვარდა. უფრო სწორად სახლში ადრე…