სამსახურში ურთიერთობები თანატოლ თუ ზემდგომ კოლეგებთან მნიშვნელოვანია. ბიზნეს ეთიკის ცოდნა და დაცვა კი – აუცილებელი. უფროსთან ნორმალური, საქმიანი ურთიერთობის დამყარება ფაქტობრივად სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია, რადგან თქვენ ორნი უშუალო კონტაქტში იმყოფებით ერთმანეთთან დღის უმეტესი ნაწილის განმავლობაში და თანაარსებობის გამარტივება ორივესთვის მომგებიანია იმიტომ, რომ ხშირად სამსახურებრივი პრობლემები სახლში მოგვყვება და არასასიამოვნო ნალექად რჩება…