Tags
კვება, სხეული

რატომ უნდა ვსვათ წყალი? წყალი და მისი სასარგებლო თვისებები 

წყლის გარეშე ადამიანი ერთ კვირასაც ვერ გაძლებს. სხეულის მიერ წყლის მინიმალური ყოველდღიური მოთხოვნა 1700 მლ-ია – დაახლოებით, 2 ლიტრამდე ან 8 ჭიქა წყალი, როგორც ამას ხშირად გვირჩევენ დიეტოლოგები, კოსმეტოლოგები, ექიმები. წლის ცხელ დროს გაცილებით მეტ სითხეს ვკარგავთ და შესაბამისად წყლის რაოდენობაც უნდა გაიზარდოს და რადგან ამასთანავე, ოფლის გამოყოფის გამო, იკარგება…

ოჯახი, სხეული

ორსულობის თანმდევი 10 უსიამოვნება, რის შესახებაც არავინ გაფრთხილებს 

რატომღაც არავინ ყვება (ან თუ ყვება, შელამაზებულად და ძალიან მსუბუქად) ორსულობის სიძნელეების შესახებ. ალბათ ბევრჯერ და ბევრისგან მოგისმენია და ბევრგან წაგიკითხავს, რომ შვილი ბედნიერებაა, ახალი სიცოცხლეა, რომ ამის გამო ღირს ცხოვრება, რომ ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული და საოცარი პერიოდია… და, რატომღაც, სიტყვასაც კი არ გადაგიკრავენ იმაზე, რომ ამ 9 თვის…

სილამაზე

როგორ დავამზადოთ იდეალური სკრაბი ტუჩებისთვის? 

გინდა რბილი ტუჩები მკვდარი უჯრედების გარეშე? ამისთვის (კბილის ჯაგრისით “ტუჩების აფუმფულების” გარდა) შეგიძლია სპეციალური სკრაბები გამოიყენო, რომლის დამზადებაც თავად შეგიძლია ძალიან მარტივად! pink.ge გასწავლის რამდენიმე მარტივ რეცეპტს. მარწყვის სკრაბი პირველ რიგში გააკეთე შაქრის, ზეითუნის ზეთის და თაფლის მიქსი, აურიე ერთმანეთში ფაფისებრი მასის მიღებამდე ბოლოს კი, დაუმატე დაჭყლეტილი მარწყვი. ეს მიქსი…

სილამაზე

ყველაფერი პლაზმოლიფტინგის შესახებ 

პლაზმოლიფტინგი – კანის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც გამოიყენება პაციენტის სისხლი. ამის გამო მას სახის “ვამპირულ” ლიფტინგსაც უწოდებენ. პროცედურას მიმართავენ ხოლმე ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ანჯელინა ჯოლი, კიმ კარდაშიანი, ბარ რაფაელი … პლაზმოლიფტინგი შემდეგში მდგომარეობს – პაციენტის ვენიდან იღებენ სისხლს და ცენტრიფუგის მეშვეობით ამუშავებენ. შედეგად პლაზმა სისხლისგან ცალკევდება. მიღებული პლაზმა კანში შეყავთ მცირე…

სილამაზე

კრემი vs შრატი: რომელი გჭირდება შენ? 

ბოლო დროს სახის კანის მოვლის პროდუქტებში პოპულარული გახდა შრატი, რომელიც კრემის მსგავსად კვებავს, ატენიანებს და ვიტამინებით ამდიდრებს კანს. რა განსხვავებაა კრემსა და შრატს შორის და რომელი უფრო ეფექტურია? არჩევანი კრემსა და შრატს შორის დამოკიდებულია შენი კანის ტიპზე, ამინდსა და გარემო პირობებზე. კრემი უფრო მეტად უხდება მშრალი კანის მქონე ადამიანებს. ის ხელს…

სილამაზე

ხშირად დასმული კითხვები სილამაზის შესახებ (ნაწილი 1) 

კანის მოვლის შესახებ კითხვებს ხშირად ვიღებთ: მკითხველს აინტერესებს როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ნაოჭებზე ზრუნვა, როგორ გაუმკლავდეს კანის კონკრეტულ პრობლემას, ამიტომ გადავწყვიტეთ ხშირად დასმული შეკითხვები შეგვეგროვებინა და განგვეხილა ყველაზე საინტერესო საკითხები. გადახედე პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე და თუ მათ შორის შენი კითხვა არ აღმოჩნდა, მოგვწერე.

სილამაზე, სხეული

ებრძოლე ცელულიტს! 

ცელულიტის სამკურნალოდ უნივერსალური მეთოდი არაა ცნობილი, მისგან საბოლოოდ განკურნების გზაც არავის აღმოუჩენია, მაგრამ არსებობს საშუალებები, რომლებიც დროებით შეუმჩნეველს ან ნაკლებად შესამჩნევს ხდის ცელულიტის არსებობას.

დასვენება, სილამაზე, სტილი

მაკიაჟის 8 შეცდომა, რომელიც დაღლილს გაჩენს 

ძნელია გამოიყურებოდა კარგად, როცა ცუდად გეძინა, მაგრამ თუ მაკიაჟსაც არასწორად იკეთებ, ეს კიდევ უარესია! შეიძლება ვერც კი აცნობიერებ, რომ ზოგიერთი შენი გადაწყვეტილება უფრო დაღლილს გაჩენს, ვიდრე გგონია. მაშ ასე: შეცდომა 1 – არ იყენებ დამატენიანებელს არასდროს! არასდროს! არასდროს! წაისვა ტონალური კრემი მშრალ კანზე. ბონუს ქულა – თუ შენი დამატენიანებელი SPF-საც შეიცავს!…

სილამაზე, სხეული

თმის და კანის მოვლა: რას უნდა მოერიდო? 

დამღლელი დღის ბოლოს სახის კანის მოვლაზე უარის თქმა შესაძლოა იმაზე საზიანო იყოს, ვიდრე გგონია. მაგალითად, თვალის ქუთუთოების მოვლა აუცილებელია, რადგან სახის ამ ნაწილში არსებობს ინფექციის საშიშროება. იმისთვის, რომ თავიდან აიცილო საკუთარი სხეულისთვის უნებლიედ მიყენებული ზიანი, აუცილებელია იცოდე, რას უნდა მოერიდო: კანის მოვლა „ფრთხილად იყავი საკუთარ კანთან ახლა, რადგან დღეს შენი…

სილამაზე

მარტივი ნიღბები სახის კანისთვის 

გსურს უფრო ნაზი და უპრობლემო სახის კანი გქონდეს? სცადე ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნიღბები, მათი დამზადება საკმაოდ მარტივია და სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ამასთან, გარდა იმისა, რომ შინ დამზადებული ნიღბები უფრო ნატურალურია და ხშირად უფრო ეფექტურიც, ასევე ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დროს შეგიძლია მათი გამოყენება. კენკრა და იოგურტი ამ ნიღბისთვის მარწყვი და ჟოლო…

სილამაზე, სხეული

როგორ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი ლაზერული ეპილაციისას 

თუ თმის მოცილების ხერხებიდან უპირატესობას ლაზერულ ეპილაციას ანიჭებ, ჩვენ გირჩევთ როგორ მიიღო მაქიმალური ეფექტი. გაითვალისწინე, რომ ლაზერული ეპილაცია განსაკუთრებით ეფექტურია ღია ფერის კანსა და მუქ თმაზე. ღია ფერის თმა შესაძლოა ჯერ შეიღებოს შავად და შემდგომ გაკეთდეს ეპილაცია. ლაზერულ ეპილაციამდე 6 თვის განმავლობაში ეცადე მოერიდო თმის ძირიანად ამოღებას (მაგალითად პინცეტი, ეპილატორი და ა.შ.). გამოიყენე საპარსი…

თავის მოვლა, სხეული

პრობლემა – ჩაბრუნებული თმა 

ამ თემაზე ქართულად საკმაოდ მწირი ინფორმაციაა, პრობლემა კი არცთუ იშვიათია. დაგვეთანხმები, რომ ძალიან ცუდად ჩანს ამობურცული ადგილები, მუქი ლაქები ფეხებზე ან თმა კანქვეშ. პილინგი დღეში ორჯერ პილინგით კარგად დაიმუშავე ის ადგილი, სადაც ხშირად ხდება თმის ჩაბრუნება. ამით მოიცილებ მკვდარ უჯრედებს, ჭუჭყს და ცხიმს, რომელიც თმის ჩაბრუნების ძირითადი მიზეზია. პილინგისთვის შეგიძლია გამოიყენო სპეციალური ხელთათმანი,…

სხეული

სირბილი დამწყებთათვის: 10 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს 

წინა კვირას შეგპირდი, ისეთ რამეებზე მოგიყები, რაც არ იცი და აუცილებლად გამოგდგება მეთქი. ჰოდა, პირობას ვასრულებ. დღევანდელი თემა იქნება 10 ფაქტი სირბილზე, რაც შეიძლება არ იცოდე. თუმცა, თუ იცი, შეხსენებაც არ გაწყენს.

თავის მოვლა, სილამაზე

სახის კანის მოვლა ზაფხულში 

დაკვირვებიხარ, სახის კანი სიცხეში როგორ იცვლება? ტემპერატურის მატებასთან ერთად ფორები ფართოვდება, საღამოს კი ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს, ტალახის აბაზანები მიიღე და არ ჩამოგიბანია. ყველას ერთნაირი სახის კანი რომ არ აქვს, ეს ისედაც იცი, მაგრამ თუ ზაფხულის და მისი თანმხლები სიცხის გამო შენს კომბინირებულ და სუფთა კანსაც მსგავსი პრობლემა ექმნება, მოდი,...
სილამაზე, სხეული

4 რჩევა დეკოლტესა და ყელის კანის მოვლისათვის 

ყელისა და დეკოლტეს კანი ქალის ნატურასავით პრეტენზიული გახლავთ; როგორც კი ყურადღება მოაკლდებათ, შედეგიც მაშინვე სახეზეა: წვრილი ნაოჭები, დრო და გადაღლილობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შენს სილამაზეს… როგორ მოიქცე? თუ გინდა, შენი დეკოლტე მუდამ მიზიდველად გამოიყურებოდეს და ყელის კანსაც ხანგრძლივად გაუგრძელდეს ახალგაზრდობა, ეს სტატია სწორედ შენთვისაა. მთავარი შეცდომა ისაა, რომ ქალები ნაკლებ…

სილამაზე, სხეული

კანის მოვლა ზამთარში 

ყველამ უნდა გაითვალისწონოს, რომ ზამთარში  კანს ცოტა განსხვავებული მოვლა ესაჭიროება, რომ თავიდან ავიცილოთ გამოშრობა და ჯანმრთელი იერიც შევინარჩუნოთ. სახის კანი საუკეთესო გამოსავალი ამ დროს საცხის ან სპეციალური სპრეის გამოყენებაა. გაითვალისწინე, რომ საცხი სახლიდან გასვლანდე 40 წუთით ან 1 საათით ადრე მაინც უნდა გამოიყენო. სხვა შემთხვევაში კანი უფრო მეტად დაზიანდება, ვიდრე…

სხეული

ტანორექსია – გარუჯვით გატაცება 

რუჯის თემა განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის პერიოდში: ზოგი სოლარიუმს მიმართავს, ზოგი ავტორუჯს, ზოგი მზეს ეფიცხება. ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს: კანმა მიიღოს მუქი ფერი. თუმცა არსებობენ რუჯის მიყვარულები, რომლებიც არასდროს კმაყოფილდებიან ნამზეურის ფერით და აქვთ პათოლოგიური დამოკიდებულება გარუჯვის მიმართ. ტანორექსია – ამ ტერმინით აღინიშნება გარუჯვის მიმართ გადაჭარბებული “სიყვარული”. ტანორექსიას განიხილავენ ისეთივე სერიოზულ პრობლემად, როგორიცაა…

სხეული

მელანომის 7 ნიშანი 

იცოდით, რომ ადამიანის კანი მთლიანობაში დაახლოებით 4 კილოგრამს იწონის? დღევანდელ პირობებში, როცა მზის რადიაცია და ზოგადი ეკოლოგიური ფონიც მთლად სახარბიელო არაა,  იგი მოფრთხილებას საჭიროებს. კანის მელანომა საკმაოდ გავრცელებული და რთული დაავადებაა. მისი განვითარების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს ულტრაიისფერი დასხივების დიდი დოზები, ნევუსების ტრამვები, ოჯახური წინასწარგანწყობა და სხვადასხვა  კანის დაავადება. უმეტესად ვლინდება 30…