კავიტაცია – სხეულის კორექციის უახლესი მეთოდი
აკუსტიკური კავიტაცია – ესაა უახლესი მეთოდი ცხიმის მოსაშორებლად, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
მეთოდი 2006 წელს იტალიელების მიერ შემუშავდა. ქართული ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში კავიტაციის გამოყენება სხეულის კორექციისთვის დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყეს.