ქალის გარდერობის ამ აუცილებელ ატრიბუტს, რომლის ფართო არჩევანია დღეს ფორმების, ზომების, ფერების მიხედვით, განვითარების ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა თანამედროვე სახით და სახელით სულ რაღაც ერთი საუკუნეა რაც არსებობს. ლიფის წინაპრების გამოსახულება ჯერ კიდევ ძველი რომის მოზაიკებზეა ნანახი, ეს არის უბრალო ნაჭერი, რომელსაც მკერდზე იკრავდნენ ქალები.