ყელსახვევი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი აქსესუარია ქალის გარდერობში. მნიშვნელოვანია, რა სტილის ტანსაცმელს უხამებ ყელსახვევს და როგორ ატარებ მას. შეგიძლია ეს აქსესუარი მთელი წლის განმავლობაში სულ სხვადასხვა სტილით გქონდეს ყელს მოხვეული და გარშემომყოფების მოწონებაც დაიმსახურო. გთავაზობთ ყელსახვევის (თავსაფრის) გაკეთების რამდენიმე საინტერესო და ექსტრავაგანტურ ხერხს.