ახალი სამსახური როგორი სასიამოვნო და სასიხარულოც არ უნდა იყოს, ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ ახალ გარემოსთან მოგიწევს ადაპტაცია და ახალ ხალხში თავის დამკვიდრება. ძალიან კარგია, თუ ახლობელი ან მეგობარი დაგხვდება, რომელიც ამაში დაგეხმარება, რჩევებს მოგცემს და ყველაფერს აგიხსნის. თუმცა არსებობს უნივერსალური რჩევებიც იმისათვის, რომ ახალ ადგილას ადაპტირება მაქსიმალურად ადვილი იყოს.