Tags
სტიგმა & უფლებები

გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან ერთად საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებისა და პრიორიტეტების კვლევა ჩაატარა. კვლევა მიმოიხილავს იმ სირთულეებს რასაც ქალები აწყდებიან დასაქმების, ჯანდაცვისა თუ სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, ასევე შეეხება გენდერთან შეჭიდულ დამოკიდებულებებსა და ნორმებს, როგორებიცაა ქალთა…

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

ბავშვთა და ადრეული ქორწინების შედეგები ქალებისთვის ქვემო ქართლში 

2013 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ (ISSA) თანამშრომლობით, ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობის ქალების საჭიროებების და პრიორიტეტების კვლევა განახორციელა. აღნიშნული კვლევა იმ გამოწვევებს და ბარიერებს მიმოიხილავს, რაც ეთნიკური უმცირესობის ქალებს ხელს უშლის, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღონ. ჯამპსტარტ ჯორჯიამ ვიზუალურად…

წარმატება

რატომ არ აფასებენ ქალები თავიანთ შრომას სათანადოდ? 

ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში ქალები ყოველთვიურად საშუალოდ 318 ლარით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ქალებსა და კაცებს თანაბრად არ მოსწონთ თავიანთი ანაზღაურება, ქალები ნაკლებად გამოხატავენ სამსახურით უკმაყოფილებას, ვიდრე კაცები. ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ საზოგადოებას ქალებისგან განსხვავებული მოლოდინები აქვს: ქართველების 74% იზიარებს აზრს, რომ ქალი…