Tags

სხეული

სირბილი დამწყებთათვის: ვიმეორებთ ძველ კვირას 

წინა კვირაში გიყვებოდი, PMS-მა როგორ შემაფერხა. ჰოდა ამ კვირაში წინა კვირის რეჟიმის გამეორება დავიწყე, რადგანაც სრულად ვერ ვირბინე 3 დღე, თანაც აშკარად ვგრძნობდი, საკმარისი არ იყო და არც შევმცდარვარ.

სხეული

სირბილი დამწყებთათვის: პირველი კვირა 

პირველი დღე ალბათ ჩემი წინა პოსტი უკვე ნახე ამ ბლოგის შესახებ და გაეცანი სირბილის ჩემეულ გეგმას. ნახევარი საათის წინ დავბრუნდი პირველი გარბენიდან. რა გითხრა, ვერ გეტყვი, რომ ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. მეგონა, უფრო გამიჭირდებოდა სუნთქვა შუა სირბილში, მაგრამ, როგორც ხედავ, გადავრჩი. სარბენად დარბაზს ქუჩა ვარჩიე: უფრო იაფიცაა, სეირნობაც გამოდის და…

სხეული

ბლოგი: სირბილი დამწყებთათვის 

გამარჯობა. მე თამრი ვარ  და ვიწყებ ბლოგს იმ ადამიანებისთვის, ვინც სირბილს იწყებს ან, სულაც, პირადი ამბების კითხვა უყვარს. გაზაფხული გავიდა და ზაფხულიც ლამისაა ხელში შემოგვადნეს. ჩემი ნაცნობების დიდი არმია ელოდებოდა ზამთრის შემდეგ ამინდების გამოსვლას სირბილის დასაწყებად. არ ვიცი, მათგან რამდენმა დაიწყო ან დაიწყებს მართლაც სირბილს, თუმცა, შენ თუ იმ მცირე…

თავის მოვლა, სილამაზე, სხეული

7 მარტივი და სასარგებლო პოზა იოგაში 

ძალიან დიდი ხანი შორიდან შევტრფოდი იოგის მეთოდით ვარჯიშს, მეგონა რომ ძალიან რთული და ჩემთვის მიუღწეველი ვარჯიშები იყო, თუმცა გამოხდა ხანი და ერთმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა იოგის საიდუმლოს მაზიარა. რა თქმა უნდა რთულია რიგი პოზების შესრულება, თუმცა მიუღწეველი ნამდვილად არაფერია. რომ დავწერო დიდი იოგი ვარ მეთქი, ნამდვილად არ ვიქნები გულწრფელი, თუმცა…

დასვენება, ოჯახი, სიყვარული

მეუღლესთან ერთად გართობის 88 საშუალება, ტელევიზორის ყურების მაგივრად 

წარმოიდგინე სტანდარტული სიტუაცია: პარასკევი საღამო, შენ, ის და… არა, რომანტიკული ვახშამი და ვარდის ფურცლები კი არა, ტელევიზორი… შენ კი ზიხარ და ფიქრობ: მაინც, როდის მიხვედით აქამდე? რატომ ატარებთ პარასკევ საღამოს უქმად, მოსაწყენად, უკვე ყელში ამოსულ დივანზე? გინდა, ასეთი დღეები სახალისოდ და დაუვიწყარად გადაიქცეს? მაშინ წაიკითხე ჩვენი რჩევები. 88 რამ, რაც…

სხეული

3 აპლიკაცია, რომელიც წონის კლებაში დაგეხმარება 

დამეთანხმებით ალბათ, რომ დიეტის დაცვა ბევრად უფრო მარტივია მაშინ, როცა ამას მეგობართან ერთად აკეთებ.   მეგობარს შეგიძლია გაუზიარო შენი წარმატებები, შესჩივლო წარუმატებლობაზე და მეტი მოტივაციისთვის მინი შეჯიბრებებიც მოაწყოთ. და რას ვაკეთებთ მაშინ, როცა ჩვენს გარშემო არავინ არაა დიეტაზე და წონასთან ბრძოლა მარტოებს გვიწევს? რა და, ვტვირთავთ მობილურ აპლიკაციას, ვაყენებთ და ვიწყებთ…

სხეული

როგორ მოვიწესრიგოთ ძილი 

იმისათვის, რომ საყვარელი საქმე ხალისიანად ვაკეთოთ, ჯანმრთელობა, კარგი განწყობა  და ენერგია შევინარჩუნოთ, საჭიროა ვიძინოთ. იმდენი მაინც, რომ მთელი დღე რბილ ლეიბზე და ბალიშზე არ ვიოცნებოთ. ამასთან, ძილი ხარისხიანი უნდა იყოს. მე სადმე ლაშქრობაში 6-საათიანი ძილი თუ მყოფნის, თბილისში მინიმუმ 8-9 საათი მჭირდება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ძილის ხარისხზე ძალიან ბევრი…

სტილი, სხეული

როგორ უნდა აარჩიო სპორტული ბიუსტჰალტერი 

ვარჯიში, სირბილი, ფიტნესი ძალიან კარგია ფიგურისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ სპეციალური ბიუსტჰალტერის გარეშე მკერდს შეიძლება ზიანი მიაყენო. ჩვეულებრივი ლიფები როგორც წესი, უხეშია და  აქტიურ მოძრაობაზე არაა გათვლილი. ვერც მკერდს აფიქსირებს კარგად და მიკროტრავმების მიღების შანსიც საკმაოდ მაღალია. მართალია, სპორტული  ბიუსტჰალტერი ჩვეულებრივზე ცოტა უფრო ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ მიღებული  კომფორტი ნამდვილად…

სილამაზე, სხეული

4 რჩევა დეკოლტესა და ყელის კანის მოვლისათვის 

ყელისა და დეკოლტეს კანი ქალის ნატურასავით პრეტენზიული გახლავთ; როგორც კი ყურადღება მოაკლდებათ, შედეგიც მაშინვე სახეზეა: წვრილი ნაოჭები, დრო და გადაღლილობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შენს სილამაზეს… როგორ მოიქცე? თუ გინდა, შენი დეკოლტე მუდამ მიზიდველად გამოიყურებოდეს და ყელის კანსაც ხანგრძლივად გაუგრძელდეს ახალგაზრდობა, ეს სტატია სწორედ შენთვისაა. მთავარი შეცდომა ისაა, რომ ქალები ნაკლებ…

კვება, სხეული

როგორ მივიღოთ ლამაზი, სექსუალური მუცელი! 

ბავშვობაში პუტკუნა ვიყავი. დაახლოებით 15-16 წლის ასაკში, თავისთავად მოხდა ისე, რომ გავხდი და მას შემდეგ წონის პრობლემა არასოდეს მქონია. ყოველთვის, ან ძალიან გამხდარი ვიყავი ან საშუალო წონის. ახლაც გამხდარი უფრო მეთქმის, ვიდრე საშუალო. სიმართლე გითხრა, ჩემი სხეულის უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ, ბავშვის გაჩენის შემდეგ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი. პირველ ეტაპზე,…

სხეული

იოგა თუ პილატესი? 

„Mens sana in corpore sano“ (ლათ. “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”)

ეს ფრთიანი გამოთქმა საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის სინონიმია. თუმცა ის მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას არ გულისხმობს. ჯანმრთელი ცხოვრების წესი ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ სიჯანსაღე არის. როდესაც ფიზიკურ და გონებრივ სიჯანსაღეზეა საუბარი, მე პირადად იოგას ვანიჭებ უპირატესობას. იმიტომ კი არა რომ გადასარევად ვასრულებ ასანებს, უბრალოდ ბავშვობიდან ასე დამამახსოვრდა, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრები წიგნიდან ხათხა იოგას ვვარჯიშობთ.

სილამაზე, სხეული

ზაფხული მოდის, ფორმაში ჩადგომის დროა! 

ზაფხული მოდის… მოკლე ქვედაბოლოები, შორტები, კაბები და სხვა უამრავი ტანსაცმელი, რომელიც ლამაზ სხეულს მოითხოვს. ლამაზი სხეულის მისაღებად კი რამდენიმე ვარჯიშს შემოგთავაზებ:

კვება, სხეული

როგორ დავიკლოთ და აღარ დავაგროვოთ კილოგრამები 

გასკვირი არაა, რომ გახდომის მსურველთთათვის დიეტები ასეთი პოპულარობით სარგებლობს. დიახ, ბევრი წამოეგება ანკესზე, რადგან იმედოვნებს, რომ მისი სამეგობროს ან სამეზობლოს ფართოდ რეკლამირებული, სწრაფად წონის დასაკლები დიეტებით გადაწყვეტს სიმსუქნის პრობლემას. თუმცა სამწუხარო სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არასწორი დიეტებით ადამიანთა ძალისხმევა ხშირად ფუჭია.

კვება, სხეული

ვარჯიში და სწორი კვება – თიდანი (XIV ნაწილი) 

აუ თქვენ არ იცით რა სასიამოვნო გრძნობაა როდესაც გასახდელში ახალშემოსული ადამიანი გესალმება და გეუბნება, რომ მან შენი სტატიები წაიკითხა და ამის შემდეგ გადაწყვიტა რაღაცის გაკეთება. იმ დღეს ფაქტიურად დავფრინავ, დავფარფატებ და ვსხივოსნდები ♥

კვება, სხეული

ვარჯიში და სწორი კვება – თიდანი (XIII ნაწილი) 

კარგი ძილი და საუზმე არის ის ორი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა შესრულდეს.

კვება, სხეული

ვარჯიში და სწორი კვება – თიდანი (XII ნაწილი) 

დღეს რიგ მიზეზთა გამო ვერ მოვახერხე ფუტნეს ცენტრში წასვლა, მაგრამ როგორც კი შანსი მომეცა სახლში ვივარჯიშე.

ვარჯიშის გაცდენა არ ნიშნავს იმას, რომ იმ დღეს არ უნდა გავინძრე, პირიქით აუცილებლად უნდა გავაკეთო ყველაფერი ფორმის შესანარჩუნებლად.

კვება, სხეული

ვარჯიში და სწორი კვება – თიდანი (XI ნაწილი) 

ზუსტად 6 თებერვალია, მე ვარჯიში თიდანში 6 იანვარს დავიწყე – გამოდის, რომ ერთი თვეა უკვე ვვარჯიშობ. სამწუხაროდ რამდენჯერმე მომიწია ვარჯიშის გაცდენა რიგი მიზეზების და გამო, თუმცა ფაქტია, რომ ამას არ შეუშლია ხელი ჩემთვის, მიმეღო ენით აუწერელი შედეგი.