ჩვენს კლასში გუგა იყო გამორჩეული. ის, ვინც ყველა კაი ბიჭს ძმობდა და პატრონობდა. ის, ვინც ბას–გიტარას აჟღარუნებდა. ის, ვინც ყველა კითხვაზე პოულობდა პასუხს. და ა.შ.

მე ორი რამ მომწონდა მასში – მაისურები და ფარული გატაცება ლიტერატურით.

ჩვენი ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ამიტომ, ჩემ გარდა არავინ იცოდა, რომ ეს „ზარმაცი, მაგრამ უზომოდ ნიჭიერი“ მოსწავლე საკუთარ ოთახში გამოკეტილი გათენებამდე კითხულობდა თომას მანსა თუ ხულიო კორტასარს.