მუცლის წინა კედელს ქმნის კუნთები, რომელსაც მუცლის პრესს ვუწოდებთ. ზოგ ადამიანს პრესი კარგად აქვს განვითარებული, „კუბიკები“ ემჩნევათ, ზოგს უბრალოდ სწორი მუცელი აქვს, ზოგსაც კი ე.წ. ღიპი ამშვენებს. რომელ კატეგორიაში ყოფნას ვარჩევთ, დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული.