წინა პოსტებში ჩვენ ვისაუბრეთ ქორწინების შეწყვეტაზე და მის გზებზე. ალბათ, ყველამ არ იცის, რომ განქორწინების გარდა, შესაძლებელია ქორწინების ბათილად ცნობაც. ასეთ შემთხვევაში, ითვლება, რომ თქვენ არასდროს ყოფილხართ დაქორწინებული. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ, როცა დარღვეულია შეუღლების პირობები, კერძოდ, საქორწინო ასაკი, მშობელთა და კანონიერ წარმომადგენელთა თანხმობა, როდასაც ეს საჭიროა (დაწვრილებით წაიკითხეთ ჩვენი პოსტი ქორწინების რეგისტრაციის შესახებ). აგრეთვე, როდესაც მხარეებმა ან ერთ-ერთმა თქვენგანმა დაფარა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.