ქორწინების შეწყვეტა – განქორწინება
განასხვავებენ ქორწინების შეწყვეტასა და ქორწინების ბათილობას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი ისეთია, თითქოს არასდროს შეგექმნათ ოჯახი. აღნიშნული ფენომენის შესახებ მომავალ პოსტებში ვისაუბრებთ.
ქორწინების შეწყვეტის საფუძვლებია: ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება. აგრეთვე, განქორწინება.