სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები/ინფექციები (სგგდ, სგგი) ის ინფექციური დაავადებებია, რომლებიც ყველაზე ხშირად სქესობრივი გზით გადაეცემიან. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იყოფა ჯგუფებად:
- კლასიკური ვენერიული დაავადებები (სიფილისი (იგივე ათაშანგი, ანუ ლუესი), გონორეა (იგივე ტრიპერი), რბილი შანკრი);
- ახალი ვენერიული დაავადებები (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გენიტალური ჰერპესი, მახვილწვერიანი კონდილომები);
- სხვა დაავადებები, რომელთა გადაცემის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს სქესობრივი კავშირი (მუნი, გენიტალური კონტაგიოზური მოლუსკი, აივ, ბოქვენის ტილი (ტკიპა), B ჰეპატიტი, ციტომეგალოვირუსი, ლამბლიოზი, ამებიაზი);
- პირობით პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც შეიძლება სქესობრივი გზით გავრცელდეს (ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, გარდნელა, კანდიდა).
აღნიშნული დაავადებების გავრცელებისათვის აუცილებელია კანისა და ლორწოვანი ზედაპირების მჭიდრო კონტაქტი. ისინი ვრცელდება როგორც კლასიკური, ასევე ორალური ანალური სქესობრივი აქტის დროს, ზოგჯერ კი უბრალო შეხებითაც. ზოგი მათგანი შესაძლოა საყოფაცხოვრებო კონტაქტითაც გავრცელდეს, მაგალითად: სიფილისი, მუნი, ფტირიაზი (ბოქვენის ტილი). ხოლო აივ და B ჰეპატიტი ვრცელდება სისხლითაც.
სგგდ-ების დიაგნოსტიკა და მკურნალობა თითოეული ინფექციისათვის ინდივიდუალურია, ამიტომ ქვემოთ განვიხილავ რამდენიმე მეტად გავრცელებულ დაავადებას.
გონორეა (ტრიპერი)
გამომწვევია გონოკოკი, რომელსაც შარდსადენის, საშოს, სწორი ნაწლავის და იშვიათ შემთხვევებში თვალებისა და ყელის ლორწოვანის დაზიანება შეუძლია. დაავადების წყარო ავადმყოფი ადამიანია, გადაცემის გზა სქესობრივი, თუმცა თეორიულად შესაძლებელია საყოფაცხოვრებო კონტაქტით დასნებოვნებაც. ინფიცირდებიან ახალშობილებიც რომელთა დედას აქვს გონორეა, სწორედ ამ შემთხვევაში ზიანდება ხოლმე თვალის ლორწოვანი.
გონორეა შეიძლება მწვავედ ან ქრონიკულად მიმდინარეობდეს. ქრონიკული პროცესი შეიძლება მწვავეს მოსდევდეს ან დამოუკიდებლად განვითარდეს. მწვავე მიმდინარეობა მამაკაცებში უფროა დამახასიათებელი, ქრონიკული – ქალებში, ასეთი ფორმა მინიმალური გამოვლინებებით მიმდინარეობს, შეიძლება საერთოდაც შეუმჩნევლად.
გონორეა მამაკაცებში:
- ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი შარდსადენიდან;
- დისკომფორტი, წვა და ტკივილი როგორც შარდვისას, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში;
- გახშირებული შარდვა მცირე ულუფებით
- სასქესო ასოზე ეროზიები.
გონორეა ქალებში:
- ჩირქოვანი გამონადენი საშოდან;
- შიგნითა და გარეთა სასქესო ორგანოების ტკივილი და ქავილი;
- საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილების დაზიანებისას ვლინდება საერთო ინტოქსიკაციის ნიშნები (სისუსტე, მაღალი ტემპერატურა და ა.შ.)
გონორეა რთულდება შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების ანთებითი დაავადებებით, ქალებში უშვილობით.
დიაგნოზის დასმა ჩივილებისა და ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ხდება.
მკურნალობა – ანტიბიოტიკოთერაპიით.
სიფილისი (ლუესი, ათაშანგი)
სიფილისის გამომწვევია მკრთალი ტრეპონემა. გადაცემის გზები სქესობრივის გარდა შეიძლება იყოს: ტრანსპლაცენტური (ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე), სისხლით, საყოფაცხოვრებო კონტაქტი და ძუძუთი კვება. დასაავადებლად საკმარისია მინიმუმ 2 მკრთალი ტრეპონემის მოხვედრა კანის ან ლორწოვანის მიკრონახეთქიდან. რამდენიმე დღეში, შეჭრის ადგილზე, ჩნდება მაგარი შანკრი – უმტკივნეულო წყლული. მაგარი შანკრი თავისით ქრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ უმკურნალებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ავადმყოფი განიკურნა. ამ პერიოდს პირველადი სიფილისი ჰქვია.
რამდენიმე დღეში ან კვირაში დიდდება ლიმფური კვანძები, ადგილობრივი გამოვლინებები გამქრალია, გამომწვევი სისხლის ნაკადით ვრცელდება ორგანიზმში და სხვადასხვა ქსოვილებს აზიანებს, ჩნდება ანთებითი კერები, გამონაყარი. ამას მეორეული სიფილისი ჰქვია.
მეორეული პერიოდის შემდეგ ფარული სიფილისის ხანა დგება, შემდეგ მეორეული რეციდიული სიფილისი, რომელიც მოგვიანებით ფარულში ან მესამეულ სიფილისში გადადის, ზიანდება შინაგანი ორგანოები, ვითარდება ქსოვილების სპეციფიური ანთებები, შემდეგ ეს უბნები იშლება, ჩნდება გუმები.
სიფილისის ადრეული გართულებები:
- პენისის განგრენა;
- ადრეული ნეიროსიფილისი;
- შინაგანი ორგანოების სიფილისური დაზიანება;
- ფიმოზი, პარაფიმოზი, ორქიტი, ეპიდიდიმიტი_მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის ორგანოთა სიფილისური ანთება.
სიფილისის მოგვიანებითი გართულებები:
- აორტის ანევრიზმა;
- პნევმოსკლეროზი_ფილტვის ქსოვილის სკლეროზული დაზიანება;
- ბრონქოექტაზები;
- ძვლებისა და სახსრების სიფილისური დაზიანება;
- გვიანი ნეიროსიფილისი.
დიაგნოზის დასმა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე ხდება, შემდეგ კი იწყება მკურნალობა გამომწვევის წინააღმდეგ ბრძოლით, პენიცილინოთერაპიით. პარალელურად შეიძლება სიმპტომური მკურნალობის ჩატარებაც.
გენიტალური ჰერპესი
გენიტალური ჰერპესის გამომწვევია მარტივი ჰერპეს ვირუსის I და II ტიპები. სწორედ ეს ტიპები იწვევენ ტუჩების ჰერპესსაც. ჰერპეს ვირუსის განვითარების რისკ ფაქტორია იმუნური სისტემის დასუსტება, რაც გადაციებით, გადაღლით, ჰიპოვიტამინოზით, პირველადი იმუნოდეფიციტით ან შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით შეიძლება იყოს განპირობებული.
ჰერპესით ინფიცირება შეიძლება იყოს პირველადი, ან მეორადი. თუკი ადამიანის ორგანიზმი მანამდე არ შეხვედრია ამ ვირუსს და მტარებელი არ არის, მასთან სიმპტომები მეტად მწვავედ ვლინდება, ძლიერი საერთო სისუსტითა და ცხელებით. ძველი პროცესის გამწვავებისას კი მხოლოდ ადგილობრივი ნიშნები ვლინდება. კანზე და ლორწოვან გარსებზე ჩნდება წვრილი ბუშტუკოვანი გამონაყარი, ბუშტუკები პროცესის პროგრესირებასთან ერთად ჯერ ერთდებიან, შემდეგ კი სკდებიან და მათ ადგილას ზედაპირული წყლულები ჩნდება.
გენიტალური ჰერპესისას ავადმყოფს გენიტალიების ტკივილი და ქავილი აწუხებს.
როგორც წესი ჰერპესის გამოვლინებები თავისით ქრება, თუკი მძიმე იმუნოდეფიციტთან არ გვაქვს საქმე.
დიაგნოზის დასმა ექიმისათვის გამონაყარის დანახვისთანავე ადვილია. მკურნალობა აციკლოვირით და მისი რიგის პრეპარატებით ხდება, იმირს გამო, რომ ჰერპესი იმუნოდეფიციტის მდგომარეობაში იჩენს თავს, სასურველია ზოგად-გამაჯანსაღებელი თერაპიაც.
ქლამიდიოზი
ქლამიდიოზის გამომწვევი ბაქტერია ქლამიდიაა, რომელიც ძირითადად სქესობრივი გზით ხვდება ორგანიზმში, დაავადების სიმპტომები ორგანიზმში მიკრობის მოხვედრიდან 2-4 კვირაში ვლინდება.
ქალებში ქლამიდიოზი უსიამოვნო სუნის მქონე ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით ხასიათდება. ასევე შესაძლო სიმპტომებია ტკივილი, ქავილი და დისკომფორტი გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების მიდამოში.
მამაკაცებში ქლამიდიოზი საშარდე გზების მსუბუქი ანთების სახით ვლინდება, რომელიც დროში გახანგრძლივებულია და იშვიათად ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი და დისკომფორტიც შეიძლება ახლდეს თან.
ქლამიდიოზის გართულებები:
- რეიტერის დაავადება – ქლამიდიამ სასქესო ორგანოებთან ერთად შეიძლება კონიუნქტივა და სახსრებიც დააზიანოს. შესაბამისად იქნება ტრიადა: ურეთრიტი (შარდსადენის ანთება), კონიუნქტივიტი და ართრიტი.
- შარდსადენის სტრიქტურა – შევიწროება, რომელიც შარდსადენში ანთებადი უბნების არსებობითაა გამოწვეული;
- ქრონიკული პროსტატიტი;
- მცირე მენჯის ორგანოთა ანთებები;
- ქალთა და მამაკაცთა უშვილობა.
ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა ლაბორატორიულად, თანამედროვე მეთოდებით ხდება.
ვინაიდან ქლამიდია ბაქტერიაა, მისი მკურნალობის მეთოდი ანტიბიოტიკოთერაპიაა.
ტრიქომონიაზი
პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ერთუჯრედიანი პარაზიტი, ვაგინალური ტრიქომონა (Trichomonas Vaginalis) იწვევს.
უხშირესად აზიანებს საშოს და შარდსადენს, იშვიათად შარდის ბუშტს და საშვილოსნოს. ვლინდება ვაგინიტის სახით, რომელსაც ურეთრიტიც შეიძლდება ახლდეს. ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მწვავე მიმდინარეობისას აღინიშნება უხვი მომწვანო-მოყვითალო გამონადენი, რომელიც ქაფდება, აირწარმომქმნელი ბაქტერიების თანდართვის გამო. გამონადენმა შეიძლება გამოიწვიოს ირგვლივ კანის გაღიზიანება, რომელიც ქავილით და წვის შეგრძნებით გამოვლიდება.
მამაკაცებში 40%-ში იწვევს პროსტატიტს, ურეთრიტს იწვევს მცირე ხნით, ვინაიდან შარდსადენი არასასურველი გარემოა ტრიქომონასათვის. ინკუბაციური პერიოდი (დრო ინფიცირებიდან დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე) 3 დღიდან 4 კვირამდე და მეტია, ძირითადად 10-14 დღე. დაავადება იწყება ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით, მცირედი ქავილით, ზოგჯერ მიდის უსიმპტომოდაც.
დიაგნოსტიკა გართულებულია იმის გამო, რომ სიმპტომები სუსტად ვლინდება. მისი დადგენა ქალებში უფრო ადვილია.
მკურნალობა კომპლექსურია, წამყვანი საშუალება ანტიპარაზიტული მედიკამენტებია(მეტრონიდაზოლი, ორნიდაზოლი). მკურნალობა ორივე სქესობრივმა პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს.
მახვილწვერიანი კონდილომები
მახვილწვერიანი კონდილომები კანისა და ლორწოვანის სიმსივნის მაგვარი წარმონაქმნებია, რომელიც ადამიანის პაპილომა ვირუსითაა (HPV-Human papilloma virus) გამოწვეული. მის განვითარებას ხელს სუსტი იმუნიტეტი, ადგილობრივად კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანება, მაცერაცია, ტრავმირებაა, რისი მიზეზიც მექანიკური დაზიანება, ასევე სასქესო ორგანოებიდან გამონადენით კანის გაღიზიანება შეიძლება იყოს.
მახვილწვერიანი კონდილომები ვლინდება მეჭეჭისებრი გამონაყრის სახით, რომელიც თვიდან ერთეულია, შემდეგ მრავლდება და კონდილომები ერთდებიან, საბოლოოდ გენიტალიები შეიძლება ყვავილოვან კომბოსტოსებრი წარმონაქმნით მთლიანად დაიფაროს.
დაავადების გამოსავალი:
- თვითგანკურნება;
- კანისა და ლორწოვანის კიბოსწინარე დაავადებების განვითარება;
- გაავთვისებიანება – კარცინომის განვითარება.
დიაგნოზის დასმა ადვილია შეხედვითაც, დასადასტურებლად კი ხდება პაპილომა ვირუსის აღმოჩენა. ვირუსისაგან განსაკურნებელი საშუალება არ არსებობს. კონდილომების მოშორება ხდება ისევე, როგორც სხვა მეჭეჭების: კრიოდესტრუქცია, ელექტრორეზექცია, ქიმიური მეთოდი, ლაზერული რეზექცია.
გაითვალისწინეთ! სგგდ-ს თვითმკურნალობას არასდროს მოაქვს კარგი შედეგი! მათგან თავის დაზღვევა ხდება ასე.
საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!

კარგი სტატიაა ძალიან.
აუცილებელი საკითხავია, რომელიც ყველას გამოადგება
ეს ყველამ უნდა წაიკითხოს!
am temis gadmowera ar sheidleba?
რას გულისხმობთ გადმოწერაში?
nacxis analizshi gamomichnda anteba da ra sheidzleba iyos es ?
es skolashic unda iscavlebodes, aucilebelia kvela axalgazrdam icodes,rom tavi ar d a i g u p o n da sxvac ar d a g u p o n ……………..
erti kitxva maq da tus heileba davsvaa… amas cinat davakvirdii daes ereti cai mechehcivit maq gamosuli sasqeso organozee.. erti caia daver vxdebi es ari tu araa.. dzaan sashiashia tu ra arii??
თუ მამაკაცი ხართ, უროლოგს აჩვენეთ, თუ ქალბატონი – გინეკოლოგს. ზეპირად და დისტანციურად ვერ გეტყვით, კონკრეტულად თქვენი მეჭეჭი თუა საშიში. თავის დაზღვევის მიზნით, გირჩევთ რომ გაესინჯოთ ექიმს.
მაინტერესებს ორგაზმის გარეშე ტრიპერი ქალიდან თუ არის გადამდები ან სხვა დაავადებები?
გამარჯობა მოკლედ მქონდა სექსი ვარ მეზღვაური მერე დამეწყო 15 დგის მერე ანუ გავცივდი ესე ვიტყვი ჩამოვედი საქართველოსი მივედი ექმითან და მითხრა პროსტატა და ვმკურნალობ ანუ ვაკვირდები სექსის დროს აღზნებულზე მაქვს მცირე გამონადენი წებოვანი ფერი არ აქ შარდის ფერზეა ეს რას მივაწერო ?
auu damexmaret raa zustad amixsenit triperze ra rogora ramdenxanshi vlindeba triperi ra sashualebit sheidzleba vimkurnalo da ase shemdeg gtxovt.. :XX
ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში ვლინდება და მკურნალობას ნიშნავს უროლოგი ან გინეკოლოგი შესაბამისად.
sasqeso organos chuchu maqvs gacitlebuli da meqaveba xval mivdivar eqimtan magram motxarit gtxovt sashishi xo ar iqneba rame
ვარ უკვე 22 კვირის ორსული. დამიდგინდა ქლამიდია. მკურნალი ექიმმა უნდა დამინიშნოს ანტიბიოტიკები, ამასთან სხვა გინეკოლოგებთანაც გავიარე კონსულტაცია, რომლებმაც მიტხრეს, რომ ჩვენ არ ვნიშნავთ ორსულობისას ხლამიდიაზე მკურნალობასო, რადგან შეიძლება ნაყოფი დააზიანოსო, ამასთან ჩემს მეუგლეს არ აღმოაჩნდა ხლამიდია, რომელიც, როგორც ვიცით სქესობრივი გზით გადადის, ვფიქრობ რაგაც გაურკვევლობაშია საქმე, არ ვიცი როგორ მოვიქცე, გთხოვთ მირჩიოთ რამე.
დაგვიანებით გპასუხობთ:
არაა გამორიცხული რომ მეუღლესაც ჰქონდეს, უბრალოდ ყველა ანალიზში და ყველა ეტაპზე არ ჩანს ქლამიდია, ამიტომ პროფილაქტიკისთვის ალბათ აჯობებს მანაც მიაკითხოს სპეციალისტს. მართალია ორსულობის დროს ერიდებიან მსგავსი მკურნალობის ჩატარებას, მაგრამ ყველა პაციენტი ინდივიდუალურია, ამაზე პასუხს თქვენი მკურნალი ექიმი უკეთ გაგცემთ,
sxs rodesac momindeba da ar davksvdebi maqvs ubralod gamonadeni sitxis saxit aris wepovani . xomar metyvit ra aris?
გამარჯობათ,
შარდ სასქესო გზების ჰერპესი სრულად განკურნებადია?
არა, არცერთი ჰერპეს ვირუსის ბოლომდე განკურნება არ ხდება, ვირუსი რჩება სისხლში “მიძინებულ” მდგომარეობაში და ხელსაყრელ პირობებს ელოდება რათა გააქტიურდეს და გამონაყარი გამოიწვიოს. გამონაყრის არსებობისას, მისი მკურნალობა ხდება მხოლოდ, დროული და ადეკვატური მკურნალობით,საკმაოდ სწრაფად ხდება ალაგება და როცა გამონაყარი არ აღინიშნება, თვითონ ვირუსი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს არც მტარებლის ორგანიზმისთვის და არც გადამდებია ასეთ დროს.
gamarjoobat ragaciis kitxvaa mindaa . chems meuugles shardvis droooss aaqvs sashinlad sasqeso organos
taaviis cvaa da shemdeg 2 3 cuuutiit diiskomfortii sxvaa aarraanaairii simptoomi ar aaqvss, risii brali sheiizleba iyooos ?? boodishii da madlobaa cinascar
მეტად სავარაუდოა შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია. აუცილებლად უნდა მიმართოს უროლოგს, დააზუსტებენ რა ინფექციაა დაინიშნება შესაბამისი მკურნალობა.
gamarcobat erti kitxva makvs bicas agmoacnda sipilisi ogond gamovlinda ukve dagvianebul pasasi gonebasec imokmeda unda cavitarot tu ara ocaxis cevrebmac gamokvlevebi an kocnit xom ar gadadis ukve vian pasashi mesinia bavsvebi mkavs da gtxovt mipasuxot didi madloba
gamarjobat medicinashi ramden isantimetri penisi itvleba didad?
sasqeso organoze problema maqvs vis mivmarto
ექიმს :)
shardvis dros maqvs sashineli wva da tkivilebi sqesobrivi kontaqti mqonda 3 dgis win da imis mere itanjeba agar icis ra qnas ganadgurebulia faqtiurad da ra vqna rit vushvelo tavis tavs agar gavs :/
მიმართეთ უროლოგს, დაგჭირდებათ ნაცხის გაკეთებაც.
var 2 tvis gatxovili, 27 wlis, mivmartle ginekologs mqonda qavili sashoshi da wva urtiertobis dros, mitxres rom mqonda ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, aris shansi rom ar davrche orsulad?
თუ არ იმკურნალებთ თქვენც და მეუღლეც, ამის შანსი ნამდვილად არის.
var 3 tvis orsuli,shardva maqvs gaxshirebuli,gacivebis brali iqnebaa? … madloba
გამარჯობა, ლაშა :) ორსულობის დროს შარდვის გახშირება ნორმალურია, ვინაიდან ხდება შარდის ბუშტზე ნაყოფის ზეწოლა და მისი მოცულობა მცირდება. თუმცა გაციება და რომელიმე ინფექცია შეიძლება იყოს ამის მიზეზი. აუცილებლად ჩააბარეთ შარდის საერთო ანალიზი.
გამარჯობათ, მაქვს ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, სოკოც, :(( მითხრეს რომ მოლისალით გავიკეთო გამორეცხვები, თვენ რას მირჩევდით
gtxovt gamarkviot ra gzit inkyrneba kondilomata.wvelis ty ara mokinva.aycilebelia operacia. es igive simsivneaa?
anastasia dolidze
romelime seqsualuri davadebianis dagechili kevi sxvam ro dagechos gadava maszec ?
asoze maq lorwovanivit da meqneba gonerea?
asoze maq lorwovanivit da gonereas nishnebia?
Gasagebia ro gadamdebia sqesobrivi gzit uriaplazma, mikroplazma, kandida, magram sacyis etapze rogor carmoiqmnrba
ჰერპესი მაქვს და არმაქ გამონაყარი.. რატო?
Gamarjoba mainteresebs
Mokled maqvs qavili odnav shesiebac da gamonadeni xshiri siwitlec.urtiertobis shemdgom ginekologs mivmarte .vimkurnale magram 6tvis shemdgom isev gamirtulda amjerad uaresad .. Maineteresebs santeli romeli gaviketo yvela danarcheni maxosv mxolod santlis saxelwodeba ar maxsendeba tu shegidLiat mirchiot infeqciis dros romeli uketesia madlobt.
Gamarjobat. Var 14kvitis orsuli da agmomachnda soko da trixamona mainteresebs es bavshvze xo ar imoqmedebs an saidan chndeba da rohor movuaro tavs gtxovt mipasuxet
gamarjoba,mshobiarobis shemdeg gavida 3weli da exla agmomachnda rom turme maqvs triqomona da sashishia dzalian es daavadeba? an xalxuri metodbeit tu inkurneba..
More dgea RAC sasqeso organos tavi gare nacini sasqe bushtivit gamisivda vis sheudzlia miaxlovebit amixsnas risi nishania
/?
gamarjobat…gamonadeni maq arc shewitlebuli maq ar shardvaze mishlis xels da saertot araperze arc sxva peris arari ..ubralod gamonadeni maq da sheidzleba iyos..arc urtiertoba mqonia qaltan ro gadamdeboda rame
gonorea tu ikurneba bolomde?
Gamarjobat mainteresebs triqomoniazi saidan gadadis ?ramdeni gza arsebovs gadadebis
Gamarjobat maqvs herpes da cito megalo virusi mizinebuli momeshala muceli.axla meored gavtxovdi da chem meuglesac gadaedeboda?an saidan chndeba es virusi.didi madloba winaswar.
gamarjobat var 17wlis bichi mqonda seqsi da argamomikenebia prezervativi da rom mivedisaxlshi vibanave da meore dges pennisis garshemi gamomakara tetri patara burtebivit.da mismere gavida 2tve da arvkofilvar eqimtan da argamiara isev makria da rame sashihsi xom araa? ??
აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
Gamarjobat moklet yviteli sheferilobis gamonadeni maqvs 2 dgea , da seqsis shemdeg witeli feri miigo gamonadenma , anu evropashi var ki mividodi eqimtan mara ,ra vici dazgvevaa sachiro , samogzauro dazgvevit aravin momxedavs,
გამარჯობა მქონდა გონორია და ვიკეთებ პეოს ნემსებს ექიმა დამინიშნა და ეგ მიშველის
Gamarjoba. Damidginda rom maqvs trixamona. Es ausileblaf qmris siurprizia tu sheizleba sxva gzit shemxvda? Madloba