დაძაბული გრაფიკი, ხანგრძლივი შეხვედრები, მუდმივად სადღაც  გვეჩქარება. თითქოს არასდროს მთავრდება!

ამ ტიპის გრაფიკმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და დაძაბულობა, ამიტომ ხანდახან პატარა განტვირთვა გჭირდება.

მეცნიერები გვირჩევენ გავჩერდეთ და ვარდის სურნელი შევისუნთქოთ.

საუკეთესო ვარიანტი იმისათვის, რომ ნათელი, ჯანსაღი კანი გვქონდეს და სტრესს ვებრძოლოთ, არის ის, რომ ვარდის წყალი შენი სახის კანის მოვლის ყოველდღიურ რეჟიმში ჩავრთოთ.

ვარდის სურნელი ნერვულ სისტემას ამშვიდებს და ანტიდეპრესანტივით მოქმედებს. პლიუს ამას, საოცარი საშუალებაა კანის გამოსაცოცხებლად.

ვარდის წყლის ერთ-ერთი  ძირითადი სარგებელი  არის ის, რომ მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო, გაღიზიანებული კანის დამამშვიდებელი საშუალება.  ძალიან მნიშვნელოვანია, ვარდის წყლის ყიდვისას დარწმუნებული იყო იმაში, რომ მასში გამოყენებულია 100% ნატურალური პროდუქტი.

ვარდის წლის დამზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

მოსამზადებლად სათბურის ვარდები არ გამოგადგებათ, ამიტომ, უნდა დაელოდოთ მაის-ივნისს, უფრო კარგი ხარისხის ტონიკი კი შემოდგომის ვარდის ფურცლებისგან მზადდება.

  • დილის 6-7 საათზე მოაგროვეთ შავი (მუქი ბორდოსფერი) ვარდის ფურცლები (ჯერ კიდევ ცვრიანი), ოღონდ, არც კოკორი იყოს და არც ძალიან გადაშლილი.
  • გააშრეთ ჩრდილში, შემდეგ ჩაპრესეთ მუქი ფერის მინის ჭურჭელში და დაასხით 90-გრადუსიანი სპირტი, ისე რომ ფურცლებს 1 სანტიმეტრით ასცდეს.
  • მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, თავი პლასტელინით მოულესეთ და 2 თვით დადგით ბნელ, გრილ ოთახში.
  • შემდეგ გადაწურეთ და მოათავსეთ ცალკე, ჰერმეტულად დაცულ მინის ჭურჭელში. მოხმარების წინ გააზავეთ შემდეგი პროპორციით: 1 ჩაის კოვზი ნაყენს + 1 ჩაის ჭიქა გადადუღებული წყალი და ვარდის წყალი მზად არის.