თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე სასქესო ორგანოს სიგრძეს მამაკაცები მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ქალები. ქალების დაახლოებით 90% მიიჩნევს, რომ მთავარია არა სიგრძე, არამედ სისქე, ამასთან 85%-სთვის თავისი პარტნიორისთვის სასქესო ორგანოს სიგრძე აბსოლუტურად მისაღებია, მაშინ როცა მამაკაცების მხოლოდ 55%-ია კმაყოფილი თავისი “სიამაყის” გაბარიტებით.

ყველას გვსმენია მოსაზრებები მამაკაცების სასქესო ორგანოს ზომის შესახებ კულტურის, წარმომავლობის, სხეულის სხვადასხვა ნაწილების ზომის მიხედვით. ბრიტანეთის უროლოგიის საერთაშორისო ჟურნალის მიხედვით, ერეგირებული პენისის საშუალო სიგრძე 14 – 16 სმ-ია.

Screen Shot 2013-04-23 at 3.35.26 PM

საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომა შეგვიძლია გამოვიცნოთ მისი ხელის მტევნის ზომის და ფეხის სიგრძის მიხედვით. თუმცა, თურმე მისი სიგრძის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა გენეტიკაა.

ცნობილ უროლოგს, დადლი დანოფს თუ დავუჯერებთ:

“ხშირად მეკითხებიან, როგორი იყო მეპატრონე ყველაზე დიდი სასქესო ორგანოსი, რომელიც ოდესმე მინახავს. მე ვპასუხობ, რომ, თქვენ წარმოიდგინეთ, ის არ ეკუთვნოდა პროფესიონალ ათლეტს, ან ჰოლივუდურ “სელებრითის”, არამედ საშუალო აღნაგობის მოხუც მამაკაცს. ეს იყო სასიამოვნო, მორიდებული, 80 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ერთ ქალთან გაატარა.”

დადლი დანოფი, უროლოგი

ასე რომ, ისევ დოქტორ დანოფის თქმით, “არ დაუჯეროთ მამაკაცს, რომელიც საკუთარი სასქესო ორგანოს ზომით ამაყობს და ამ ფაქტის საჯარო აფიშირებას არ ერიდება”.

აქვე, ხუთი რამ, რაზეც პენისის ზომა დამოკიდებული არ არის:

  1. ფეხის სიგრძე
  2. სიმაღლე
  3. ხმა
  4. ეროვნება
  5. ხელები

და ბოლოს, ცოტა გავერთოთ და შევხედოთ მსოფლიოს რუქას, რომელზეც არც მეტი, არც ნაკლები ქვეყნების მიხედვით მამაკაცების სასქესო ორგანოს საშუალო ზომაა მონიშნული.

ინტერაქტიული რუკის სანახავად დააკლიკეთ ფოტოზე.

როგორც ვხედავთ, ყველაზე დიდი ზომის: 16.1 – 17.93 სმ პენისით შეუძლიათ დაიკვეხნონ უნგრელებმა და აფრიკის და სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა.

მათ ბევრად არც შემდეგი ჯგუფი ჩამორჩება: 14.88 – 16.09, სადაც შედის სამხრეთ ამერიკის დიდი ნაწილი, მექსიკა, აფრიკის დიდი ნაწილი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

როგორც ჩანს, ამ მხრივ, ყველაზე “დაჩაგრული” სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიელები აღმოჩნდნენ.

და მაინც, მთავარია არა ზომა, არამედ ხარისხი :)

Cover Photo by Dainis Graveris on Unsplash