მენსტრუალურმა პერიოდმა შესაძლობა სამუშაოზე, ცხოვრების წესზე, სასიყვარულო ურთიერთობებზე იქონიოს გავლენა და ყველაფერი უკუღმა წავიდეს.

მძიმე და ძალიან უხვგამონადენიანი მენსტრუაციის შესამსუბუქებლად არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც გარანტირებულ შვებას მოგგვრის.

მოდი, მივყვეთ და ყველა საფეხური გავიაროთ:

მიზანი 1. მართე ცხოვრების წესით

თავი აარიდე თეთრ ფქვილს, შაქარს და ნახევარფაბრიკატებს. გასაგებია, რომ ზოგჯერ პმს-ის დროს მთელი შეკვრა ნაყინი ან ერთი ფილა შოკოლადი ძალიან გვინდა, თუმცა ენდოკრინოლოგები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ ასეთი პროდუქტების მიღებისგან. პმს-ის და ციკლის პერიოდში სწორი კვება თავიდან აგარიდებს შებერილობას და მუცლის ღრუში უსიამოვნო შეგრძნებებს. ამასთანავე, თუ ტკბილი ძალიან მოგინდება, სჯობს თაფლი, ჩირი ან შინ დამზადებული დაბალკალორიული სასუსნავი მიირთვა.

მენსტრუაციისას სწორად კვების შესახებ,  ჩვენს სტატიას გადახედე.

ნაბიჯი 1. ეცადე დაიცვა დიეტა

მენსტრუაციის პერიოდში სასურველია ისეთი პროდუქტების მიღებისგან შეიკავო თავი, რომელიც ორგანიზმში სითხეს აკავებს და შებერილობას იწვევს. ამისთვის გირჩევთ დიდი რაოდენობით ხილი, მსუბუქად დამუშავებული ბოსტნეული და თევზი მიიღო.

ეცადე თავი აარიდო სახამებლით გაჯერებულ და ცხიმიან საკვებს: რძის პროდუქტები, ხორცი და კვერცხი მინიმუმამდე დაიყვანე.

670px-Make-Your-Period-Lighter-Step-2

ნაბიჯი 2. შეინარჩუნე კალიუმის დონე

კალიუმის ნაკლებობა უხვ გამონადენს და მენსტრუალურ ტკივილებს იწვევს. შესაბამისად, ეცადე მთელი თვის განმავლობაში კალიუმით გაჯერებული პროდუქტების მიღება აკონტროლო, ხოლო ციკლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ბანანი, ტკბილი კარტოფილი, ოსპი, ქიშმიში და ორაგული მიიღო.

ხარშვა კალიუმს ანადგურებს, ამიტომ ამ პროდუქტების ორთქლზე ან გაზქურაში მომზადებას გირჩევთ.

ყველაფერთან ერთად არ დაგავიწყდეს, რომ ქალის ორგანიზმისთვის და ზოგადად გულსისხლძარღვთა სისტემისთვის ვიტამინი C და რკინა აუცილებელია !

670px-Make-Your-Period-Lighter-Step-3

ნაბიჯი 3. ივარჯიშე სტაბილურად და მსუბუქად

აუცილებელია, ორგანიზმი სულ ტონუსში იყოს. მარტივი და ყოველდღიური ვარჯიშები არ მისცემს ორგანიზმს ცხიმოვანი ნაწილის გაზრდის საშუალებას და შესაბამისად, მენსტრუაციაც ნაკლებად მტკივნეული და ნორმალური იქნება.

ქალების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ იოგა, ცურვა და სწრაფი სიარული მათ მენსტრუალურ ციკლს გაცილებით მსუბუქს და ასატანს ხდის. ეცადე, ორგანიზმი მინიმუმ 30 წუთით დატვირთო კვირაში 5-6-ჯერ.

მიზანი 2. მართე კონტრაცეპტივით

ნაბიჯი 1. გაესაუბრე ექიმს

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შეიცავს დიდი რაოდენობით პროგესტერონს და ესტროგენს, რაც ძალიან დადებითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე და არეგულირებს ციკლს და სხვა პროცესებს.

აუცილებლად გაესაუბრე ექიმს გამონადენის ოდენობასა და სხვა შეგრძნებებზე. თუ უხვგამონადენიანი მტკივნეული ციკლი გაქვს, შესაძლოა, ეს ზუსტად საჭირო გამოსავალი იყოს.

670px-Make-Your-Period-Lighter-Step-5

ნაბიჯი 2. ალტერნატივა

თუაბების მიღება არ გინდა და თვლი, რომ შესაძლოა ინსტრუქციით გათვალისწინებული რეგულარულობის დაცვა ვერ მოახერხო, არსებობს სხვა სახის კონტრაცეპტივებიც, რომლებსაც იგივე ეფექტი აქვთ (იქნება ეს პლასტირი თუ სპეციალური რგოლი).

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონტრაცეპტივის შესარჩევად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია!

მიზანი 3. მენსტრუაციის შემსუბუქება

ნაბიჯი 1. გამოიკვლიე უხვი და მტკივნეული მენსტრუაციის მიზეზები

  • თუ გარდატეხის ასაკი გაქვს, შესაძლოა გამონადენი უხვი იყოს, მენსტრუაცია კი – მტკივნეული, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი შეიცვლება.
  • უხვი გამონადენის მიზეზი შესაძლოა აბების მიტოვებია ან კონტრაცეპტივის შეცვლა იყოს.
  • კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი მშობიარობაა, რომლის ქალის ორგანიზმში ძლიერი ჰორმონალური ცვილებები მიმდინარეობს, ამიტომ ნუ იდარდებ და დაელოდე.
670px-Make-Your-Period-Lighter-Step-10

ნაბიჯი 2. დახვდი მომზადებული

შესაძლოა, მენსტრუაციის დროს ტკივილები, შებერილობა ან ფაღარათი გქონდეს. ასეთი სიმპტომებისთვის წინასწარ მოემზადე: გაიარე კონსულტაცია ექიმთან და ყველა საჭირო მედიკამენტი იყიდე.

ამასთანავე, არ დაგავიწყდეს ჰიგიენისთვის აუცილებელი ყველა საშუალება მოამზადო – სველი ხელსახოცები, სპეციალური საპნები და რა თქმა უნდა, საფენები ან/და ტამპონები.

ნაბიჯი 3. გაუთვალისწინებელი სიტუაციისგან თავდაცვა

ხანდახან ხდება, რომ ქალებს რომლებსაც ძალიან უხვი გამონადენი აქვთ (ციკლის პირველ დღეებში) ჰიგიენური საშუალების დაცვის ხარისხი არ ჰყოფნით და შესაძლოა გამონადენმა ტანსაცმელზე გამოჟონოს.

ამაში არაფერია სასირცხვილო, უბრალოდ აუცილებლად ატარე თან გამოსავლელი ტრუსი და ჰიგიენური საშუალებები სწრაფი რეაგირებისთვის.

670px-Make-Your-Period-Lighter-Step-12

ზოგადი რჩევები:

  • სტრესი მენსტრუაციას უფრო მტკივნეულს და უხვგამონადენიანს ხდის. კარგი იქნება, თუ ციკლის დროს მოდუნებას და დასვენებას შეძლებ
  • მენსტრუაციის დროს იკვებე პროდუქტებით, რომლებიც ვიტამინ K-ს შეიცავს (მაგალითად კომბოსტო)
  • მცენარეული ნაყენი და ჩაი სპაზმების და ტკივილების მოხსნაში დაგეხმარება
  • ნუ ჩაიცვამ ძალიან მომდგარ ტანსაცმელს
  • მოსადუნებლად სცადე არომათერაპია
  • გამოიყენე რამდენიმე წვეთი ვარდის, გვირილის, სალბის და მაიორანის ზეთის ნაზავი. მიღებული ნარევი შეიზილე მუცლის არეში მთელი ციკლის განმავლობაში

არ დაგავიწყდეს:

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა უნივერსალურია, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ პირადად გაესაუბრები ექიმს.

თუ გამონადენი ზედმეტად ჭარბია, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და სისხლში რკინის დონის შემოწმება, რათა ანემია თავიდან აიცილო.

Photo by Kinga Cichewicz on Unsplash