ყველას გვინდა, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ, ვიყოთ მოვლილები და ჯანმრთელები, ვცდილობთ სხვადასხვაგვარად მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ კანს, თმას, ფრჩხილებს და სხეულს. ფეხებს კი რატომღაც ვივიწყებთ. არადა მათ ისევე სჭირდებათ მოვლა, როგორც სხეულის სხვა ნაწილებს, სასურველია ფეხების მოვლა ისეთივე ჩვევაში გადაგვივიდეს, როგორც კბილების გახეხვა ან თავის დაბანა.
საღამოობით, სამუშაო დღის ბოლოს ფეხები ძალიან გვეღლება, ამ დაღლილობის მოხსნა კი შემდეგ საშუალებებს შეუძლიათ:
კონტრასტული შხაპი
ამ პროცედურის ჩატარება ძალიან იოლია: ფეხებზე ცივი და ცხელი შხაპი მონაცვლეობით უნდა მიიღო მუხლიდან ტერფამდე. პროცედურა 5-10 წუთიანია და აუცილებლად ცივი შხაპით უნდა დასრულდეს. დაღლილობის მოხსნასთან ერთად ეს მანიპულაცია ფეხის სისხლძარღვებსაც ავარჯიშებს.
აბაზანები ზღვის მარილით
აბაზანაში გახსენი 2-3 სუფრის კოვზი ზღვის მარილი და ფეხები 15-20 წუთით ჩაალაგე. დროდადრო შეგიძლია ცხელი წყალი ჩაამატო, აბაზანა რომ არ გაგიცივდეს.
ასეთ აბაზანას მატონიზირებელი და დაღლილობის მომხსნელი ეფექტი ექნება.
კუნთების დაჭიმულობას მოგიხსნის და ქუსლებზე კანს დაგირბილებს კეფირის, სოდის, პიტნისა და სალბის (შალფეი) აბაზანები.
გაწმენდა
აბაზანები კარგია, მაგრამ მოვლა ამით არ სრულდება. აუცილებელია ქუსლების გაწმენდა გარქოვანებული კანისაგან, რაც შეგიძლია პემზით ან სპეციალური ჯაგრისით გააკეთო. ურიგო არ იქნება ფეხებისთვის განკუთვნილი სკრაბების გამოყენებაც, რომლის სარგებლობაც კვირაში ერთი-ორჯერ შეგიძლია.

ქუსლები მინიმუმ 3-4 წუთის განმავლობაში, წრიული მოძრაობებით უნდა გაიწმინდო.
მასაჟი
ფეხების მასაჟი არამხოლოდ კანს ამკვრივებს, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ფეხის მასაჟის მრავალი სახეობა არსებობს. ხელით ჩატარებული მასაჟი შეიძლება იყოს ზედაპირული, წერტილოვანი ან ღრმა. შესაძლებელია სხვადასხვა სახის ჯაგრისის გამოყენება, ხოლო სპეციალური მასაჟორის შეძენა კი საუკეთესო ვარიანტია, მითუმეტეს რომ მათი არჩევანი მრავალფეროვანია.
აჯობებს თუ მასაჟს სხვა გაგიკეთებს, მაგრამ არც აუტომასაჟი იქნება ცუდი.
რამდენიმე რჩევა მასაჟისათვის:
დაზელვა. ხელები მოათავზე წვივის უკანა ზედაპირზე. მარცხენა ფეხის მასაჟისას სასურველია მარცხენა ხელი იყოს ზემოთ, მარჯვენა – ქვემოთ, მარჯვენა ფეხისთვის კი პირიქით. ხელები უნდა მოძრაობდნენ ფეხის უკანა ზედაპირის ცენტრალურ ხაზზე დუნდულომდე.

შემდეგ წამყვანი ხელი (მარცხენა ფეხისთვის – მარცხენა) ფეხის შიგნითა ზედაპირზე ჩამოასრიალე ტერფამდე, ამავდროულად იგივეს აკეთებ მეორე ხელით, ოღონდ გარეთა ზედაპირზე.
ფეხების დრენაჟი. ამ ილეთის ჩატარებისას ძლიერდება სისხლის მიდინება გულისაკენ. მასაჟი იწყება ცერა თითების ძლიერი დაჭერით კოჭიდან ზევით. მუხლის არეში დაწოლას ამცირებ, რათა ტკივილი არ გამოიწვიო. ბარძაყის არეში კი მასაჟს ხელისგულებით აკეთებ.
კუნთების მოთელვა. მოთელვისას ფეხის კუნთებს ხელები უნდა მოუჭირო რიგ-რიგობით. ჩამოხვალ ზემოდან ქვემოთ, კოჭ-წვივის სახსრამდე, შემდეგ ერთი ხელით აფიქსირებ აღნიშნულ სახსარს, მეორე ხელით კი მის ირგვლივ ამასაჟებ ცერა თითით.
კოჭის ბრუნვა. ერთი ხელით დაიჭერ და დააფიქსირებ კოჭ-წვივის სახსარს, მეორე ხელით კი ტერფს და ასეთ პოზიციაში იწყებ ტერფის ბრუნვას ხელით, ისე, რომ ფეხის დიდმა თითმა წრე მოხაზოს. ჯერ აკეთებ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ საწინააღმდეგო მხარეს, ან პირიქით.
ფეხის გულების მასაჟი ცერებით. ერთი ხელით დაიჭერ ტერფს, მეორე ხელის ცერით კი ძლიერი წრიული მოძრაობით ამასაჟებ მთლიან ფეხის გულს. იწყება კოჭიდან და თითების ქვემოთ არსებულ ბალიშებთან ასრულებ.

ეს მასაჟები გაგიუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მოგიხსნის სიმძიმის შეგრძნებას და დაჭიმულობას.
დატენიანება და კვება
რბილი და ნაზი კანი ტერფებზე და ქუსლებზე ძალიან მიმზიდველია, ამ ეფექტის მისაღებას მისი დატენიანება და კვებაა საჭირო.
ფეხის კანის დასარბილებლად შესანიშნავი საშუალებაა მცენარეული ზეთი, მაგალითად აბუსალათინის („კასტორკა“). ტერფებში ძილის წინ შეიზილე ზეთი და წინდები ამოიცვი, დილისათვის კანი შესამჩნევად რბილი იქნება, ასეთივე პროცედურის ჩატარება შეგიძლია თაფლით ან ცისფერი თიხით.

სუნისაგან გათავისუფლება
ტერფებზე მრავალი საოფლე ჯირკვალია განლაგებული, რასაც ფეხების ძლიერ ოფლიანობამდე მივყავართ (განსაკუთრებით ცივ ამინდებში, როცა თბილი წინდები და ფეხსაცმელი გვაცვია). ოფლიანობას თავისთავად უსიამოვნო სუნიც ახლავს, რომლისგან განთავისუფლებაც აბაზანებით შეგვიძლია:
მუხის ქერქის აბაზანის გაკეთება მიზანშეწონილია ყოველდღიურად. ამისათვის საჭიროა 70-100 გრამი მუხის ქერქი, რომელსაც 3 ლ. წყალი უნდა დაასხა და 20-30 წთ ადუღო. ფეხები ნახარშში უნდა მოათავსო დაახლოებით 20 წუთიით.
ოფლიანობისგან განთავისუფლებას შავი ჩაის აბაზანებიც ეხმარება.
ამ მანიპულაციების შედეგად იგრძნობ სიმსუბუქეს, მოგემატება ტონუსი, განთავისუფლდები უსიამოვნო შეგრძნებებისგან და სუნისგან, მოგეხსნება დაღლილობა. მოვლილი სხეული თავდაჯერებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია!
fexze kapilarebs ra eshveleba?
http://pink.ge/articles/beauty-health/teleangiectasia/
ჩვენი იუ თუბიდან მემოწონა.აღარ შემიძლია სხვა ენებზე მუდამ მოსმენა და ყურება.
es ki kargia magram iqneb damexmarot sad ar vkitxulob magram sachiro informacias ver vpoulob:( tviton fexis kanis gaumjobeseba riti sheidzleba tundac xalxuri metodebit.ikneb damexmarot
anie,ra problema gaqvs?
pexis kanis simshrales ra vushveli wvivis areshiii..qavili maq sashineli
სიმშრალე და ქავილი ატოპიურ დერმატიტს და სოკოსაც შეიძლება ახასიათებდეს, აჯობებს დერმატოლოგს მიმართოთ და თუ რომელიმე დადასტურდა, შესაბამისი მკურნალობა დაინიშნება, თუ არადა დამატენიანებელს შეგირჩევენ :)
mec zustad egre mchris ukve daaxloebit 1 welia da ver mshvelian dermatologebi ra ar daminishnes mainc esevar
xo da eg damatenianebeli mteli cxoveba rom ar visva ar sheidzleba ikurnebodes mkurnalobit..vitaminebis migebit an rame egetit (((..(madlob aleqsandra:))
wadit kurort nunisShi yvelaferi gagiqrebat yvela tipis alergia iq iseti kargi bunebrivi wylebia
gamarjoba…me mtkiva muxlebi .. magram arvici ritia gamovelu shesadzloa gadagliloba…rit vushvelo?nabijsac ver vadgam es grdzeldeba ukve 4 dgea