ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ ნებისმიერი აქტივობა იმაზე მეტად სასარგებლო შეიძლება იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
მართალია, წონისა და სხეულის მასის კლება ადამიანის აგებულებასა და რიგ დეტალებზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც არსებობს სტანდარტული მაჩვენებლები იმისა, თუ რამდენ კალორიას მოიხმარს ჯამრთელი ორგანიმზმი კონკრეტული აქტივობით დაკავებისას სხვადასხვა ხანგრძლივობის შემთხვევაში.
მინდა რამდენიმე ასეთი მაჩვენებელი მოგიყვანო და შემდეგ შენ გადაწყვიტე, თუ რით ჯობია დაკავდე დღის განმავლობაში.
აქტივობის სახეობა |
ხანგრძლივობა (წუთები) |
დახარჯული კალორიები |
მსუბუქი აერობიკა |
30 |
123 |
საშუალო სირთულის აერობიკა |
30 |
198 |
ველოსიპედით სიარული |
30 |
185 |
ეზოს მოვლა |
30 |
173 |
საშუალო სისწრაფით სიარული |
30 |
135 |
სახლის მოვლა |
30 |
90 |
ძუნძული (ნელი სირბილი) |
30 |
441 |
სექსუალური პრელუდია |
30 |
45 |
სექსუალური აქტი |
30 |
135 |
”შოპინგი” |
30 |
75 |
ცურვა კროლით |
30 |
268 |
ჩოგბურთი |
30 |
190 |
სეირნობა |
30 |
156 |
იოგა |
30 |
103 |
ძირითადად, თითოეული ჩვენგანის დღის გრაფიკი ძალიან უმოძრაო და მდარეა, აქედან გამომდინარე, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, რათა კუნთები ტონუსში მოვიდნენ და თავი ბევრად უფრო მსუბუქად და ლაღად ვიგრძნოთ.
თანაც, ალბათ დამეთანხმები, ზოგიერთი პუნქტი ამ ცხრილში მეტად სასიამოვნო განსახორციელებელიც კია. ასე რომ ბევრს ნუ იფიქრებ – აარჩიეთ სასურველი ”სპორტი” და ყოველ დღე მისთვის მცირე დროის დათმობა დღეიდანვე დაიწყე.
ვიძუნძულოთ:) მე ძუნძულით ყოველ წელს 10 დღეში ( ზაფხულის სეზონის წინ:))ვიკლებ დაახლოებით 5-6 კილოგრამ ჭარბ წონას.
dilit ?
ashkarad undaa vishopingo xolmee :D bevr :D da ro davikleb bolos viydo viwro jinsi :D :D