ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ ნებისმიერი აქტივობა იმაზე მეტად სასარგებლო შეიძლება იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მართალია, წონისა და სხეულის მასის კლება ადამიანის აგებულებასა და რიგ დეტალებზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც არსებობს სტანდარტული მაჩვენებლები იმისა, თუ რამდენ კალორიას მოიხმარს ჯამრთელი ორგანიმზმი კონკრეტული აქტივობით დაკავებისას სხვადასხვა ხანგრძლივობის შემთხვევაში.

მინდა რამდენიმე ასეთი მაჩვენებელი მოგიყვანო და შემდეგ შენ გადაწყვიტე, თუ რით ჯობია დაკავდე დღის განმავლობაში.

აქტივობის სახეობა

ხანგრძლივობა (წუთები)

დახარჯული კალორიები

მსუბუქი აერობიკა

30

123

საშუალო სირთულის აერობიკა

30

198

ველოსიპედით სიარული

30

185

ეზოს მოვლა

30

173

საშუალო სისწრაფით სიარული

30

135

სახლის მოვლა

30

90

ძუნძული (ნელი სირბილი)

30

441

სექსუალური პრელუდია

30

45

სექსუალური აქტი

30

135

”შოპინგი”

30

75

ცურვა კროლით

30

268

ჩოგბურთი

30

190

სეირნობა

30

156

იოგა

30

103

ძირითადად, თითოეული ჩვენგანის დღის გრაფიკი ძალიან უმოძრაო და მდარეა, აქედან გამომდინარე, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, რათა კუნთები ტონუსში მოვიდნენ და თავი ბევრად უფრო მსუბუქად და ლაღად ვიგრძნოთ.

თანაც, ალბათ დამეთანხმები, ზოგიერთი პუნქტი ამ ცხრილში მეტად სასიამოვნო განსახორციელებელიც კია. ასე რომ ბევრს ნუ იფიქრებ – აარჩიეთ სასურველი ”სპორტი” და ყოველ დღე მისთვის მცირე დროის დათმობა დღეიდანვე დაიწყე.