ბიკინის ეპილაციაზე (იქნება ეს ცვილით, ელექტრო თუ ლაზერული) მისულს შეიძლება ექიმმა უბრალოდ გითხრას “არაფერია სანერვიულო”, მაგრამ ეს არასდროს არის საკმარისი. უფრო დამაჯერებელი და სასარგებლო იქნებოდა ეს ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები რომ მოეცა. მოკლედ, შემდეგზე, როცა ბიკინის ეპილაციაზე წახვალ აუცილებლად გაითვალისწინე შემდეგი:
1. შეამსუბუქე ტკივილი
დალიე ერთი ტაბლეტი ტკივილგამაყუჩებელი აბი ვიზიტამდე 45 წუთით ადრე. მშვენივრად შეამსუბუქებს ეპილაციისგან გამოწვეულ ტკივილს. ასპირინი ან რამე სხვა მარტივი ტკივილგამაყუჩებელი არამხოლოდ ტკივილს მოგიხსნის, არამედ ზოგში ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებიც შედის.
2. არ დაგეგმო ეპილაცია ზუსტად მენსტრუაციის წინ
ამ დროს შენი კანი მეტისმეტად მგრძნობიარეა, ამიტომ შეეცადე მინიმუმ 4 დღით ადრე მაინც გაიკეთო ეპილაცია. არც კი იფიქრო მენსტრუაციის დროს გაკეთება. არათუ ექიმისთვის იქნება არასასიამოვნო, არამედ გარკვეულ ადგილებში უბრალოდ არ შეიძლება ამ დროს თმის მოცილება.
3. მოერიდე მაშინვე ვარჯიშს და მოტკეცილ ტანსაცმელს
არაფერი “ამახინჯებს” უთმო კანს ისე, როგორც გამონაყარი. სწორედ ეს შეიძლება დაგემართოს, თუკი თმის მოცილებიდან 48 საათის განმავლობაში ივარჯიშებ. რადგან შენი “ახალშობილი” კანი ზედმეტად მგრძნობიარეა ოფლის, ბაქტერიებისა და ტანსაცმელთან ხახუნის მიმართ. ამას გარდა მოტკეცილი ტანსაცმლის (მაგალითად ლეგინსების და ჯეგინსების) ტარება ჩაბრუნებული თმების გაჩენის შანსს ზრდის. მოტკეცილი ტანსაცმლის გამო, შესაძლოა თმის ზრდა უფრო კანისკენ მიიმართოს ვიდრე ხელი შეუწყოს მათ კანს ზემოთ ამოზრდას. ზოგიერთმა დერმატოლოგმა ჩაბრუნებული თმების ტენდენციის ზრდაც კი აღნიშნა, მას შემდეგ რაც ლეგინსები მოდაში შემოვიდა.
4. დაგეგმე ვიზიტი 3–იდან 5 საათამდე
ტკივილის ზღვარი ყველაზე მაღალია დღის ამ მონაკვეთში. ის რამაც შეიძლება დილის 10 საათზე ცხარე ცრემლით გატიროს, ამ დროს უბრალოდ ოდნავ შეგაკრთობს.

შემიძლია კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გაგიზიაროთ
გაგვიზიარეთ <3 მხოლოდ გაგვიხარდება!
ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, სტატიებიც შემოგვთავაზოთ, ქულები დააგროვოთ და საჩუქრებიც მიიღოთ. :)
არცერთ პუნქტს არ ვეთანხმები, ჩემი აზრით, ამ საკითხში ძალიან არაკომპეტენტური პირის დაწერილი პოსტია! ჩემი რჩევა იქნებოდა ნებისმიერ ესთეტიკური მედიცინის ცენტრში დაგერეკათ კონსულტაციისთვის და თემის ირგვლივ დაგესვათ კითხვები , ბევრად უფრო საიტერესო და უტყუარი ინფორმაციით დატვირთული პოსტი იქნებოდა.
პირველ რიგში გააჩნია ეპილაციის სახეს, ლაზერულ ეპილაციას სხვა მომზადების სტადიები აქვს,დიოდურ ლაზერსა და ფოტოეპილაციას სხვა… ან იქნებ დეპილაციას გულისხმობდით, ან ბიოეპილაციას… ხოლო ეპილატორის და ე.წ. "ბრიტვას" მგონი დიდი მომზადება არ სჭირდება :)))))
1.ტკივილგამაყუჩებელი აბი საერთოდ რა შუაშია, თუ ლაზერულ ეპილაციას გულისხმობდით მაშინ "ემლა" უნად გერჩიათ ეპილაციამდე საათნახევარი ან ორი საათით ადრე…
2. მენსტრუალური ციკლის დროს ბიკინის ეპილაცია არც ალექსანდრიტის ლაზერით, არც დიოდური ლაზერითა და ფოტოეპილაციით შეზღუდული არ არის, უბრალოდ მგრძნობელობა ოდნავ მეტია და დაგეთანხმებით, რომ არასასიამოვნოა სპეციალისტისთვის….
3. თმის ჩაბრუნებასთან დაკავშირებით ვერ დაგეთანხმებით, რადგან ეს ინდივიდუალირია, ყველას ერთნაირად არ აქვს მიდრეკილება, ზოგს, მაგალითად, ეპილატორის გამოყენებისას უბრუნდება თმაზოგს – არა, ხოლო ალექსანდრიტის ლაზერული ეპილაციის, ფოტოეპილაციისა და დიოდური ლაზერით ეპილაციის დროს თმის ჩაბრუნება გამორიცხულია 99% შემთხვევაში.
4. აქაც გააჩნია ეპილაციას, ფოტოეპილაციის შემთხვევაში მგრძნობელობა მინიმუმამდეა დაყვანილი ყველა ზონაზე – დღის, თვის და წლის ნებისმიერ დროს :)))) ხოლო ლაზერული ეპილაციის დროს ყოველთვის არის მტკივნეული ბიკინის ეპილაცია, მითუმეტეს ღმა ბიკინი :)))))
ტკივილ გამაყუჩებელი აბი იმ შუაშია რომ მგრძნობელობას შეამცირებს.
მეორე პუნქტში რო მეთანხმები ეგეც კარგია.
თმის ჩაბრუნებას რაც შეეხება, მიწერია – "შანსს ზრდის" და არა აუცილებლად ჩაგიბრუნდება.
ფოტო ეპილაცია სადმე ვახსენე?
კარგი და საინტერესო რჩევებია ნამდვილად გასათვალისწინებელი
ბავშვებო, გთხოვთ მითხრათ რომელ საიტზე ხდება ფულადი ანაზღაურება სტატების წერის სანაცვლოდ. ახლა ძალიან მჭირდება. ihow.ge ზე დავრეგისტრირდი მაგრამ ვერაფერი გავიგე. ადმინისტაციას 5 ჯერ მაინც მივწერე და პასუხი ვერ მივიღე… იქნებ დამეხმაროთ. გმადლობთ
რაღაცეები არ ვიცოდი(( ეხლა მეცოდინება და გავითვალისწინებ . მადლობა ავტორს :*
საინტერესო სტატიაა!
კარგი რჩევებია, მადლობა ავტორს!
GAVITVALISCINEB
გამარჯობა, მაინტერესებს დიოდურ ლაზერსა და ალექსანდრიტის ლაზერს შორის რა განსხვავებაა და რომელი უფრო ეფექტურია?
Diodis lazeri moqmedebs yvela feris tmaze(garujul kanzec shegidzlia gaketeba), aleqsandritis lazeri mxolod shav tmaze.
დიოდი უფრო ეფექტურია ჩემი პირადი გამოცდილებით. :) თუმცა ფოტო ჯობია ყველას.
gamarjoba, orsulobis mere damrcha marjvena loyaze sicitle. vimkurnale dermtologis mier danishnuli mazit, magram arafrei mshvelis. ras mirchevt?
ვისაც გაქვთ ამის გამოცდილება, რომელით ჯობს გაკეთება? დიოდურით თუ ალექსანდრიტის ლაზერით?? მეშინიაააა :(( ტუჩზე რომ ვიკეთებ მაშჳნ მტკივა და ბიკინზე რა იქნება
ალექსანდრიტს დიოდი ჯობია მაგრამ ფოტო ეპილაციაც ცადე და ყურადღება მიაქციე ვინ როგორ გიკეთებს. რც უფრო ზერელედ გაგიკეთებენ მით უფრო ცუდი შედეგი ექნება. გულდასმით ჭირდება დიოდსაც და ფოტოეპილაციასაც გაკეთება. მე ძალიან მაწუხებდა ეგ პრობლემა და ბევრგან ვიყავი ძალიან. მედიშიც და ბოდილაინშიც საშინელებაა. არ გირჩევთ არავის. ლოტუსი შედარებით კარგია მაგრამ კატასტროფულ ფასები აქვთ.
მე დიოდს ვიკეთებ ფეხებზე და ძალიან კმაყოფილი ვარ, კანი საოცრად დამირბილდა და არც ჩაბრუნებები მაქვს. ალექსანდრიტიც ვცადე თავიდან მაგრამ დიოდი ბევრად მირჩევნია.
დავამატებ მხოლოდ იმას რომ ალექსანდრიტის ლაზერს ვიკეთებ ყველგან და ძალიან კმაყოპილი ვარ,მხოლოდ სახეზე არანაირი ლაზერი გარდა ელექტრო ნემსის გარდა……….
ეპილაციის გაკეთება მინდა მაგრამ არ ვიცი რომელი უკეთესია. მინდა გარკვეულ დროში საერთოდ გამიქრეს არასასურველი თმა. ტკივილს გავუძლებ მთავარია შედეგი იყოს კარგი, და კმაყოფილი დავრჩე. გთხოვთ მხოლოდ გამოცდილმა პირებმა მიპასუხეთ
სოფო მე გირჩევ ფოტო ეპილაციაზე მიხვიდე. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან იკეთებ. მე ისანში დავდივარ და მანამდე ნაცად ყველა აპარატს მირჩევნია ეს. ნემსითაც გაკეთებული მაქვს ალექსანდრიტითაც და დიოდითაც. თუ ისანი გაწყობს ზუსტად გეტყვი სად და ვისთან უნდა მიხვიდე. მე ძალიან კმაყოფილი ვარ.
ძალიან კარგია ახალი ფოტო ეპილაცია (elos) როგორც ამიხსნეს. 3 ჯერ გავიკეთე უკვე მთლიანი სხეული და გასოცარი შედეგი აქვს. მანამდე ყველა მეთოდი გამოვცადე და არვერთმა მომცა ასეთი ეფექტი. soprano ice-ით ვიკეთებდი ბოლოს და შედარებით უკეთესი იყო თუმცა ძლიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გიკეთებს ყველაფერთან ერთად. ერთ სალონს მივაგენი ბოლო ხანებში და ძლიან მომწონს ფასებიც მისაღები აქვთ და ხარისხით ძლიან კმაყოფილი ვარ. 2 თვეში ერთხელ მიწევს ახლა უკვე მისვლა. ^_^
უკაცრავად მისამართს ვერ მიმასწავლით?
ისანში შეგიძლიათ მისამართი მომცეთ სადაც დადიხართ? )))
ძალიან გთხოვთ მითხრათ სახლის პირობებში რომელი ეპილატორი გამომადგება ბიკინის არეში და სხვა ადგილებზე?მეუღლეს მინდა საჩუქარი გაუკეთო მადლობა წინასწარ