ბევრს ვსაუბრობთ SPF – ს შესახებ (sun protect factor), რაც მზისგან დაცვის ფაქტორს ნიშნავს UV( ultraviolet light – ულტრაიისფერი სხვებისგან). ის საჭიროა ღრუბლიან დღეებში და ზამთარშიც კი. შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მზის სხივების მავნე ზემოქმედება ნებისმიერ ამინდში ვრცელდება.

მზის აბაზანების მნიშვნელობა

მზის აბაზანები ნიშნავს მზის ქვეშ ჯდომას ან წოლას, რასაც გარკვეული ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ჩვენს სხეულსა და ჯანმრთელობაზე, როგორც დადებითის, ასევე უარყოფითის. არსებობს დიდი განსხვავება მზისგან დამცავის გარეშე 10 წუთით მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ნებივრობას და უსაფრთხოების ზომების გარეშე რეგულარულად შეზლონგზე კოტრიალს შორის.

მზის ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული მიღება, სამომავლოდ, სავალალო შედეგებს გვაძლევს. ეს უამრავი დოკუმენტური მასალით არის დადასტურებული. SPF -ის გარეშე მზეზე ჭარბი დროის გატარება მელანომის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორია. მეორეს მხრივ, მზის აბაზანების სწორი და გონივრული მიღება გვაძლევს D ვიტამინის იმ აუცილებელ რესურსს, რომელსაც საკვებით ვერ მივიღებთ.

მზის აბაზანის სარგებელი(ან სასარგებლო თვისებები)

მზის სხივების ზემოქმედება ეხმარება სხეულს D ვიტამინის დამოუკიდებლად გამომუშავებაში. D ვიტამინი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ჩვენი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის. საკვებით მისი საჭირო რაოდენობის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.

რეგულარულად მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებს, დეპრესიის უფრო ნაკლები სიმპტომები აღენიშნებათ. მზის სხივები ააქტიურებს ჰორმონ სეროტონინის მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს გუნება-განწყობის გაუმჯობესებას. დეპრესიის გარეშეც, მზის გულზე გარკვეული დროის გატარება აუმჯობესებს განწყობილებას, არეგულირებს ძილის პრობლემას, აძლიერებს ძვლებს.

ვიტამინი D ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში. ხელს უწყობს ოსტეოპოროზის და ართრიტის თავიდან აცილებას, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლაში, როგორიცაა გულის დაავადებები, სკლეროზი, გრიპი და სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებები.

რამდენად საშიშია მზის აბაზანები?

მზის აბაზანების მიღება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. დიდხანს უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლად მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა მზის დამწვრობას, მზის დაკვრას და მზის ალერგიას იწვევს. ეს უკანასკნელნი კი საკმაოდ მტკივნეული და ხანგრძლივი პროცესია. მზის დამწვრობის ხშირი მიღება კი მომავალში მელანომის – კანის კიბოს რისკს ზრდის.

რამდენი ხანი გავჩერდეთ მზეზე?

ზოგიერთი დერმატოლოგი გვარწმუნებს, რომ მზის აბაზანების მიღება მანამდეა შესაძლებელი, სანამ ამას გართულებები არ მოჰყვება (მზის დაკვრა, დამწვრობა) . ჩვეულებრივ, მზის დამცავის გარეშე, ეს დრო დღის განმავლობაში 20 წუთამდეა.

იმისთვის რომ მზის დამწვრობის რისკი შევამციროთ, სასურველია 5 – 10 წუთიდან დავიწყოთ, საბოლოოდ კი არ გადავაჭარბოთ 20 წუთს.

საგულისხმოა ისიც, რომ მზისგან დამცავის გარეშე, მზეზე უსაფრთხოდ ყოფნის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხვა რამდენიმე ფაქტორზე. ლოკაციაზე, თუ რამდენად ახლოს ხარ ეკვატორთან და ჰაერის დაბინძურების ნიშნულზეც. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჰაერის დაბინძურების ფაქტორი, ხშირად ბლოკავს ულტრაიისფერი სხივების მოქმედებას.

მზის აბაზანები ორსულობისას

მზის აბაზანების მიღებამ ორსულობისას შესაძლოა დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. ასევე, შესაძლოა, გაზარდოს ორსულის საერთო ტემპერატურა, რაც ბუნებრივია გამოიწვევს ნაყოფის ტემპერატურის გაზრდას. ამის მიუხედავად, საგულისხმოა ფაქტი, რომ D ვიტამინი ძალზედ მნიშვნელოვანია ორსულობაში. საჭიროა ზედმეტი რისკების თავიდან ასაცილებლად მიმართო ექიმს და მისგან მიიღო რეკომენდაცია მზის აბაზანების საშუალებით, D ვიტამინის საჭირო დოზის უსაფრთხოდ მისაღებად.

უსაფრთხოება

• წაისვით მზისგან დამცავი მინიმუმ 30 SPF
• არ დაგავიწყდეთ თავსაბურავით თავის კანის დაცვა, რადგან თმის საფარი არც თუ ისე საიმედო დამცავია
• დრო და დრო შეეფარეთ ჩრდილს
• მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი
• მზის სხივების ზემოქმედება არ არის მავნებელი დღის 11 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ

მზის აბაზანების ალტერნატივა D ვიტამინის მისაღებად

მზის აბაზანები არ არის ერთადერთი გზა მზის დადებითი თვისებების მისაღებად. თუ თქვენ არ გაქვთ სურვილი ან საშუალება მზის ტრადიციული აბაზანების მისაღებად მაშინ გთავაზობთ ალტერნატიულ გზებს ამისთვის
• ივარჯიშე გარეთ
• ისეირნე 30 წუთი
• გააღე ფანჯარა მანქანის მართვისას
• მიირთვი საჭმელი ღია ცის ქვეშ
• მიიღე D ვიტამინი აბების სახით
• მიირთვი D ვიტამინით მდიდარი საკვები
• შეიძინე სანათი ულტრაიისფერი სხივებით

გახსოვდეს

მზის სხივებს შეუძლია დიდი სარგებელი მოგიტანოს, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ უსაფრთხოების ყველა ზომას დაიცავ. საუკეთესო წამლის გადაჭარბებული მიღებაც კი უკუჩვენებებს იწვევს.

ასეა მზის აბაზანების შემთხვევაშიც, მისი უკუჩვენებები შესაძლოა საკმაოდ სავალალო აღმოჩნდეს შენი ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, გამოიყენე მზისგან დამცავი მინიმუმ 30 SPF-ით და მკაცრად აკონტროლე დრო, რომელსაც მზის გულზე გაატარებ.