ფრჩხილების მოწესრიგებულ მდგომარეობაში ყოფნა ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მაგალითად, თმის, ჩაცმულობის, ან ნებისმიერი სხვა დეტალის, რომელიც სარკეში პირველივე შეხედვისას თვალში გვხვდება.
ძალიან დიდი სიამოვნებით ვუთმობ დროს არა მარტო მოსაწესრიგებელ პროცედურებს და ჩვეულებრივი ფერის მანიკურის წასმას – არამედ ფრჩხილებზე სხვადასხვა პრინტების, ორნამენტების დახატვასაც, რაც გაცილებით დიდ დროს მოითხოვს. ეს უკანასკნელი კი ბოლო დროს ცოტა რაოდენობით მომეპოვება და სრულ ერთ საათს ვერ ვნახულობ ამეების ჩასადენად:
მოკლედ, ყველა მათგანს ზემოთ სურათზე, მინიმუმ 40 წუთი სჭირდება იმიტომ, რომ რაც არ უნდა ადვილად გამოგდიოდეს და გაწაფული გქონდეს ხელი, სუფთად გაკეთებას მაინც დიდი დრო მიაქვს.
სამსახურში გასვლამდე, ცოტა დრო მაქვს მოსამზადებლად. თან, მანიკური ისეთი რამეა, რომც წაისვა, მერე გაშრობაში დრო გჭირდება და სხვას ვერაფერს გააკეთებ. გაფორმებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია…
თუმცა, რამდენიმე დღის წინ, PSP-ს აფთიაქში ძალიან საინტერესო და გამოსადეგი მანიკური აღმოვაჩინე და ამხელა შესავლის შემდეგ, სწორედ მასზე მოგიყვებით ამ პოსტში.
აწარმოებს Alix Avien, რომელიც, როგორც მივხვდი, თურქული კომპანიაა.
ეს ლაკი დეკორატიულ ფუნქციას ატარებს და მოიხმარება შემდეგნაირად:
- ჯერ წაისვით ჩვეულებრივი ლაკი, რომელიც გინდათ, რომ თქვენი ფრჩხილების ძირითადი ტონი იყოს. დაელოდეთ 1-2 წუთის განმავლობაში, რომ გაშრეს.
- გადაისვით დეკორატიული მანიკური ერთი მოსმით და რამდენიმე წამში ის დაიწყებს დაყოფას/სკდომას.
- როცა დაასრულებს ორივე მანიკური თავის “პროცესს”, უფერული ლაკი გადაისვით.
მე თეთრი ვიყიდე საცდელად. ისე, არსებობს ლურჯი, შავი, ვარდისფერი და ა.შ. რადგანაც მომეწონა, ნელ-ნელა ყველას მოვაგროვებ.
ფასიც მისაღებია – 5,90 ლარი.
ძალიან მოსახერხებელია იმიტომ, რომ სულ 15 წუთია საჭირო ყველა პროცედურიანად – საბაზისო ფერი, დეკორატიული, უფერული. შედეგად არა მარტო მოვლივ, არამედ დეკორატიულად გაფორმებულ ფრჩხილებსაც ვიღებთ :) რაც მთავარია, ყველა ფორმის და სიგრძის ფრჩხილს უხდება.
ესეც ჩემი შედეგები:
პატარა რჩევები:
*თუ გინდათ, რომ მთავარ ტონს დეკორი ოდნავ შეერიოს, მთავარი ტონი სანამ ბოლომდე შეშრება, მეორე იქამდე გადაისვით.
*თუ გინდათ, რომ დეკორი უფრო მსხვილად დასკდეს, სქლად წაისვით.
შთაგონებისთვის:
ველოდებოდი ამ სტატიას ^^
ვიყიდი ამას <3
ვაიმე რა კარგი რამეაა მადლობა სტატიის ავტორს ყველაზე ძალიან მომეწონა :)
რომელ აფტიაქში იყიდე მითხარი რაა :(
ძალიან მომეწონა, ამის შესახებ ამ რამოდენიმე თვის წინ გავიგე Alex Avien-ს თუ იყო მართლა არ ვიცოდი. მერე ლაგოდეხში მოვხვდი ქორწილში და სალონში მანიკურშა გვეუბნებოდა ისეთი მანიკკური მაქვს ნანახი არ გექნებათ თავისით სკდებაო :D :D
კახეთის სალონებმა უნდა დაიკვეხნონ მომსახურება გვაქო:D
კი იკვეხნიდა :D :D
:D
მომეწონა დარა საინტერესოააა
ჰმმ… როგორ მოუხდებოდა ჩემს ბრჭყალებს
ძველია ეგ, რამდნი ხანია დევს ეგენი პსპ-ში.კოსმეტიკის კონსულტანტი ვარ მანდ და რომ ვეუბნევი მაგის შესახებ რამის თავსი მირტყან :D არ ჯერათ,ტურქული წარმოშობისაა მაგრამ საფრანგეთში მზადდება.
და საერთოდ მეზიზღება ყველაფერი რაც პსპ-ს უკავშირდება :@ :@ :@
tiny გაიხარე :) ხვალვე ვყიდულობ. გადავირიე ქალი:)))
originaluria da ubralo
au mec maqvs vardisfer shavshi :D ogond me eseti ar momwons :/ tan grdzeli prchxilebi ar maqvs, mokles ar uxdeba :D http://styletips101.com/wp-content/uploads/2011/06/Sally-Hansen-Salon-Effects.jpg ai eseni momwons :D
მეც ვნახე ასეთი ლაქი ჩემს მაღაზიაში, მაგრამ თავი შევიკავე ყიდვისგან, ვიფიქრე უხარისხო იქნება და არ გამოვა-მეთქი. ასე თუ ჯდება, როგორც სურათზეა, მაშინ მეც ვცდი.
ნებისმიერი მანიკურის წასმამდე აუცილებელია დამცავი მანიკურის წასმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრჩხილები ნელ-ნელა გაყვითლებას იწყებს, ასე რომ, ამ ეტაპს ჩავამატებდი სტატიაში :)))
aseti laqi orkides manikursac akvs cnobistvis tan shedarebit iapia
maaqvs ^_^