იცოდი, რომ ქალების 80%-ზე მეტი არასწორი ზომის ბიუსტჰალტერს ატარებს? (70% მეტისმეტად პატარა ზომა აცვია, 10% კი – მეტისმეტად დიდი) ის მაინც თუ იცოდი, რომ არასწორი ზომის ბიუსტჰალტერს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის გამოწვევა შეუძლია?
სანამ კითხვას გააგრძელებ, მოდი, რამდენიმე ტერმინს განვმარტავ, რომელსაც ქვემოთ გამოვიყენებ:
- დუგმა (closure) – ლიფის შესაკრავი
- სარტყელი (band) – ლიფის ბრტყელი ნაწილი, რომელიც ზურგს უკან დუგმით იკვრება
- თეფში (cup) – ლიფის მომრგვალებული ნაწილი, რომელიც უშუალოდ იჭერს მკერდს.
- ზორტი (strap) – ლიფის წვრილი, ბრტყელი ნაწილი, რომელიც მხრების საშუალებით იჭერს ლიფს.
- მავთული (underwire) – ლიფის შიგნით, ქვედა მხარეს მოთავსებული ნახევარმთვარის ფორმის მტკიცე მავთული, რომელიც თეფშებს ფორმას უნარჩუნებს.

როგორ მოქმედებს არასწორი ზომის ლიფი ჯანმრთელობაზე?
ქალების უმეტესობა რატომღაც დიდ სარტყელს და პატარა თეფშებს ირჩევს. ასეთ შემთხვევაში მკერდს მხოლოდ ზორტებიღა იჭერს, რაც არასაჭირო ზეწოლას ახდენს მხრებზე. არასწორი ზომის ლიფმა შეიძლება გამოიწვიოს თავის და კისრის ტკივილი.
იდეალურად მორგებული ლიფის შემთხვევაში, მკერდს ზორტები კი არა სარტყელი და თეფშები იჭერს. ამ დროს მხრები არ იღლება.
არასწორი ზომის ლიფთან შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის მიმოქცევის და კანის პრობლემებიც. ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი, ცუდად მორგებული ლიფი სუნთქვის გაუარესებასაც იწვევს.
ცუდად მორგებული ლიფი შენს გარეგნობაზეც მოქმედებს!
გარდა ჯანმრთელობის გაუარესებისა, არასწორი ბიუსტჰალტერი შენს გარეგნობაზეც მოახდენს გავლენას. ამ დროს მკერდი უცნაურად გამოიყურება, დგომის მანერა გეცვლება, შეიძლება უფრო მსუქანიც კი გამოჩნდე. მაშინ როდესაც სწორად შერჩეული ლიფი უფრო ტანადს გამოგაჩენს და ტანსაცმელსაც უკეთ მოირგებ.
როგორ გავიგოთ რა ზომის ლიფი გვჭირდება?

ეს მარტივად ხდება. ამისათვის დაგჭირდება რბილი სანტიმეტრი. სასურველია, სპეციალური ფიტნეს სანტიმეტრი შეიძინოთ, რომელიც დიეტების და ფიტნეს აქტივობების დროსაც გამოგადგებათ, თუმცა ჩვეულებრივიც მისაღებია:
1. გაიგე სარტყლის ზომა
პირველ რიგში გაზომე გარშემოწერილობა ზუსტად ბიუსტის ქვეშ (როგორც სურათზეა მოცემული) და მოძებნე მიღებული რიცხვი ქვემოთ მოცემული ცხრილის პირველ სვეტში.
2. გაიგე თეფშის ზომა
ამისათვის გაზომე მკერდის გარშემოწერილობა ყველაზე სავსე რაიონში. მიღებული რიცხვი მოძებნე ცხრილში წინა პასუხის გასწვრივ და შეუსაბამე ზემოთ მოცემული თეფშის ზომას: AA, A, B, C, D, DD, E ან F
მაგალითად:
თუ შენი სარტყელის შემოწერილობაში მიიღე 85 სმ, ხოლო შენი მკერდის სრული შემოწერილობაა 102, მაშინ შენი ლიფის ზომაა – 85C (ან ამერიკული ზომებით – 38C. ამერიკული ზომები მეორე სვეტშია მოცემული).

როგორ უნდა მიხვდე, სწორად არის თუ არა ლიფი მორგებული?
ბიუსტჰალტერის ზომა არასწორად არის შერჩეული, თუ:
1. ის ზევით-ქვევით მოძრაობს.
თუ ლიფი ზურგზე ოდნავ ზემოთ ადის, ესე იგი, ის არასწორად არის მორგებული. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. სარტყელი ჰორიზონტალურად უნდა იყოს შემოვლებული მთელი ბიუსტის გარშემო, არსად არ უნდა ადიოდეს ან ჩადიოდეს. ამის აღმოსაჩენად უბრალოდ საკმარისია, სარკეში გვერდულად ჩაიხედო ან მეორე სარკე მოიმარჯვო და საკუთარ ზურგს ისე შეხედო.

როგორ მოვიქცეთ?
ეს ის შემთხვევაა, როდესაც სარტყელი მეტისმეტად დიდია (და როგორც წესი, თეფშის ზომა – პატარაა). სცადე სარტყელის შეკვრა ერთით მჭიდრო დუგმით (წესით, ბიუსტჰალტერს 2 ან 3 დუგმა უნდა ჰქონდეს) და ზორტები ოდნავ მოუშვი. თუ ეს სიტუაციას არ შველის, ახალი ლიფის ყიდვა მოგიწევს შედარებით მცირე ზომის სარტყელით.
დაიმახსოვრე: თეფშის ზომა დამოკიდებულია სარტყელის ზომაზე, ამიტომ როდესაც სარტყელის 1 ზომით შემცირებას გადაწყვეტ, თეფშის ზომა ერთით უნდა გაზარდო და პირიქით!
2. მკერდი თეფშებიდან ვარდება
კლასიკური სიმპტომია. თუ მკერდი თეფშებზე ზემოდან ან გვერდიდან (!) გადმოდის, ეს ნიშნავს, რომ თეფშის ზომაა გასაზრდელი. ამ ნიშნის ამოსაცნობად ლიფზე ჩაიცვი ძალიან მოტკეცილი, ღია ფერის მაისური. თუ მაისურში გეტყობა რომ “მკერდი ამოხტომას ცდილობს”, ესე იგი სიმპტომი სახეზეა.

როგორ მოვიქცეთ?
სცადე თეფშის (მინიმუმ) ერთი ზომით გაზრდა, ხოლო სარტყელის ზომის ერთით შემცირება.
3. თეფშები ნაოჭდება ან პატარა ორმოები უჩნდება
ეს ნიშნავს რომ თეფშები ძალიან დიდია.

როგორ მოვიქცეთ?
სცადე თეფშის ზომის ერთით შემცირება და შესაბამისად სარტყელის ერთი ზომით გაზრდა.
4. სარტყელი ძალიან მოშვებულია
სარტყელი მჭიდროდ უნდა გქონდეს მორგებული. თუ ზურგის მიდამოებში სარტყელის 5 სანტიმეტრზე ან მეტით გამოწელვაა შესაძლებელი, ესე იგი სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

როგორ მოვიქცეთ?
სარტყელის ზომა შეამცირე, ხოლო თეფშების ზომა იმდენივეთი გაზარდე (თუ, რა თქმა უნდა, თეფშები მორგებული გქონდა).
5. სარტყელიდან “ხორცებია ამოყრილი”
მართალია სარტყელი მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული, მაგრამ თუ ლიფის გამო მკერდის მიდამოებში muffin top-ს ხედავ, ესე იგი არასწორი ზომის ლიფი გაცვია.

როგორ მოვიქცეთ?
სარტყელის ზომა გაზარდე, ხოლო თეფშების ზომა იმდენივეთი შეამცირე (თუ თეფშები მორგებული გქონდა).
6. ზორტები მხრებზე ძალიან გიჭერს
ეს ძირითადად პატარა თეფშების გამო ხდება, მაგრამ ხანდახან პატარა სარტყელიცაა დამნაშავე.
როგორ მოვიქცეთ?
ნელ-ნელა გაზარდე თეფშის ზომა სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევ. არ დაგავიწყდეს სარტყელის იმდენივეთი შემცირება. ეს პრობლემა ხანდახან პატარა სარტყელის გამოც ხდება, ამიტომ თუ თეფშის ზომის გაზრდამ არ გიშველა, სარტყელის ზომის გაზრდა სცადე.
დაიმახსოვრე: პირველ რიგში ყოველთვის თეფშის ზომა გაზარდე ხოლმე!
7. მავთული მკერდში გერჭობა (იღლიის მიდამოებში)
ამ შემთხვევაში თეფშის ზომაა პატარა.
როგორ მოვიქცეთ?
სცადე უფრო დიდი თეფში და პატარა სარტყელი.
8. ძუძუებს შორის მავთული სხეულიდან დაშორებულია
თუ მავთულსა და სხეულს შორის ამ ადგილას სიცარიელეს ხედავ, მაშინ შენს ლიფს პატარა თეფშები აქვს.
როგორ მოვიქცეთ?
გაზარდე თეფშის ზომა. ლიფი მჯდომარემ მოიზომე, ასე უკეთ აღმოაჩენ სიცარიელეს.
როდის უნდა ავიღოთ ზომები?
წონის ცვლილება ლიფის ზომაზეც აისახება. ყოველთვის შეამოწმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები წონის მომატების ან დაკლების შემთხვევაში. ასევე მკერდის ფორმასა და ზომაზე დიდ გავლენას ახდენს ორსულობა და ძუძუთი კვება. ხშირია შემთხვევა, როდესაც ამ დროს თეფშის ზომა ორი (ზოგ შემთხვევაში მეტითაც) იზრდება.
მკერდი ზომაში ოდნავ იმატებს მენსტრუაციის დროსაც. შეიძინე ერთი ან ორი ისეთი ლიფი, რომელსაც კრიტიკულ დღეებში ჩაიცვამ.
მკერდის ზომაზე შეიძლება გავლენა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმაც მოახდინოს. ეს ინდივიდუალურია, თუმცა არის შემთხვვები, როდესაც მკერდი ამ დროს დიდდება. ამიტომ თუ თავდაცვის ამ საშუალებას მიმართავ, ზომების განახლებაც არ დაივიწყო.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, ლიფის სწორად შერჩევა საერთოდ აღარ გაგიჭირდება. მით უმეტეს, შეძლებ ისინი ონლაინ მაღაზიებიდანაც გამოიწერო ან შენი ზომა უთხრა საყვარელ მამაკაცს და სრულად მიანდო შერჩევის პროცესი. ;)


ეს არის სტატია სერიიდან ლიფების შესახებ:
საჭირო რჩევებია, მადლობა…
ნამდვილად გასათვალისწინებელია!
გმადლობთ.დღეს ლიფის ლექსიკა შევიძინე.
შენიშვნა : სილიკონიან ლიფებზე იგივე პრონციპეპი მოქმედებს ? :::Д:Д:Д:Д:Д:Д ratom ar aris aq saubari silikonian lifebze. vaprotesteeeeeeeeeeeeeeeb :):):):)
და მავთული რომ საერთოდ არ შეიძლება
სხვა ზომის აირჩიეთ. თეფში ძირითადად რვა ზომის არსებობს – AA, A, B C, D, DD, E ან F
კი იგივე პრინციპი მოქმედებს.
უბრალოდ თუ უსილიკონოს ხმარობდით აქამდე გარკვეულ ზომისას და შემდეგ სილიკონიანს მოირგებთ, სხვა ზომა იქნება.
კარგი და ინფორმატული პოსტია ;) მადლობთ ;)
sainteresoa,,,,,,,,,
საინტერესოა … :))
მე არასტანდარტული მკერდი მაქვს. გარსემოწერილობა 90 სმ და მკერდი F ან ზოგჯერ E-ც კარგად მაქვს. ფირმას გააჩნია. ასეთი კი იშვიათდ იშოვება :)
ისე, ონლაინ ტანსაცმლის გამოწერაზეც რომ მოგვაწვდიდეთ ინფორმაციას კარგი იქნებოდა, ისეთი საიტების შესახებ რომელთა ნდობაც შეიძლება და ხარისხიც კარგია :)
u sure, რომ ეს ამერიკულ-ევროპული ზომების ჩარტი სწორია? თან ევროპულიც რამდენიმეა, გერმანული, ფრანგული და იტალიური, ყველა თავისას უბერავს.
ფრანგულზე მე მაცვია 85D და ამერიკულზე 34C. ამიტომ, დავეჭვდი, რომ 85 იგივე ამერიკული 38-ია.
dzalian kargi rchevebia
ჩემი თეფშის გარშემოწერილობა 81, სარტყლის 79 და რა ზომა უნდა ვიყიდო, ვერ მივხვდი .. ? ?
:)
უკვე ვიცი რამდენიმე ლიფი რატო მიქმნიდი დისკომფორტს :))
76D / 34D მქონია მკერდის ზომა. ძლივს არ გავიგეე?! )))))))))))
კი მაგრამ, ერთი ზომით თუ შევამცირებ სარტყელს, თეფში როგორღა გავზარდო. ერთდროულად როგორ? თუ სარტყელი შემცირდა, ესე იგი ერთი ზომით პატარა ლიფი უნდა ვიყიდო და ადეკვატურად თეფშის ზომაც მცირდება. მე მაგალითად, ვერაფრით ვიყიდე ჩემი სარგო ლიფი, სუულ პრობლემა მაქვს. ძირითადად სარტყელი აქეთ-იქით დაცოცავს და მკერდი თეფშებიდან ვარდება, თუ სარტყელს ვამცირებ, უფრო პატარ ბიუსჰალტერს ვყიდულობ, მკერდი უფრო ვარდება. აიი, დამტანჯა ამ პრობლემამ :(
dzalian patara mkerdi maqvs,tanac gverdebshi ufroa gasuli.vkompleqsdebi ,silikonian lifs vxmarob magram tavs vitkueb meti araferi.minda cota didi mqondes meshveleba rame?qmartanac vkompleqsdei
\
მადლობთ
lifze aweria 42/85 da meti araferi da anu ra zomaa? ver gavige :/
რა საჭიროა ამდენი გაზომვები..მოირგე და ეგაა,,:დ არასდროს გამიზომავს, თუ ლიფი კომფორტულად მადგას და მკერდიც შესანიშნავად გამოიყურება, ე.ი ჩემი ზომაა )
ძალიან საინტერესოა, ახლა ვნახე ეს სტატია, მაგრამ გაურკვევლობაში ვარ მაინც. ჩემს ამჟამინდელ ლიფს, რომელიც სილიკონის გარეშეა, აწერია 42/95. ამ გამოთვების მიხედვით კი მქონია 36B ზომა. როგორ შევარჩიო თუ სილიკონით მინდა?აქამდე რაც სილიკონიანი მქონდა არცერთი გამომადგა.