თმის შეღებვისას, როცა ფერის არჩევაზე მიდგება საქმე, ბევრ ჩვენგანს ავიწყდება იმის გათვალისწინება, როგორი ტონალობის კანი აქვს.
სპეციალისტები ფერის არჩევისას როგორც წესი, კანის ტონალობას ითვალისწინებენ. მაგალითად, პლატინისფერი ქერა, რომელიც შენს ნაცრისფერ თვალებიან მეგობარს ძალიან უხდება, შენს თაფლისფერ თვალებს შეიძლება საერთოდ არ მოუხდეს.
როგორ უნდა მიხვდე, როგორი ტონალობის კანი გაქვს?
არსებობს ორი ტიპის კანი, თბილი და ცივი ტონალობის. როგორც წესი, ცივი ტონალობის კანის მქონე ადამიანებს ნაცრისფერი, ლურჯი, შავი ან მუქი ყავისფერი თვალები აქვთ, თბილი ტონალობის კანის მქონე ადამიანებს კი მწვანე, ჭაობისფერი, ღია ყავისფერი ან თაფლისფერი.
– მეტი ინფორმაციისთვის გადახედე ამ სტატიას!
ახლა ვნახოთ, რომელი ტიპის კანს რომელი ფერის თმა მოუხდება:
ცივი ტონალობის კანისათვის
პლატინისფერი ქერა
ეს ფერი იმ ქალებს უხდებათ, რომელთაც ცივი ტონალობის კანი/თვალები აქვთ. ასეთი ფერის მიღება სახლში როგორც წესი, ძალიან რთულია, ამიტომ სპეციალისტს უნდა მიმართო. გარდა ამისა, გაითვალისწინე, რომ ასეთ ღია ფერის თმაზე წამოზრდილი მუქი თმის ძირები ძალიან შესამჩნევია და ხშირად მოგიწევს განმეორებითი ვიზიტები, ახალამოსული თმის შესაღებად.

ღია, ფერფლისფერ-ყავისფერი
ამ ფერის უპირატესობა ისაა, რომ ოქროსფერ და მოყვითალო ტონალობებს არ შეიცავს. სახლის პირობებში ამ ფერის მიღება საკმაოდ მარტივია, თუ შენი ნატურალური თმა ქერა ან ყავისფერია.
მუქი ყავისფერი
ძალიან მუქი ყავისფერი, ოქროსფერი და მოყვითალო ტონალობების გარეშე იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც ძალიან მუქი თმა უნდათ, მაგრამ არა შავად შეღებვა.
თბილი ტონალობის კანისათვის
ოქროსფერი ქერა
მდიდრული, მბრწყინავი ფერი, რომელიც, როგორც წესი, სახის კანის ფერს ძალიან აცოცხლებს. ამ ფერის მისაღებად უმჯობესია, სალონს ეწვიო.
მარწყვისფერი ქერა
მათთვის, ვისაც თბილი ტონალობის კანი აქვს, უნდა წითლად შეღებვა, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია, ეს ფერი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია იმის მოსასინჯად, ნამდვილად უნდა თუ არა წითელი თმა.
კარამელი
მათთვის, ვისაც მუქი ყავისფერი ან შავი თმის გაღიავება უნდა ისე, რომ თმას დიდი ზიანი არ მიაყენოს. ეს ფერი ღია ტონალობის მქონე ადამიანებს მოუხდებათ.
სპილენძისფერი
ჟღალის ერთ-ერთი ყველაზე მბზინავი, მდიდრული და თვალშისაცემი ტონალობა. თუმცა, მისი მოვლა საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
ძალიან მუქი ყავისფერი
იმდენად მუქი, რომ ერთი შეხედვით შავი გეგონება. ეს ფერი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ნამდვილი შავი, რომლის სხვა ფერად შეღებვა მრავალეტაპიანი პროცესია.
ორივე ტონალობის კანისათვის
წაბლისფერი
წაბლისფერი საღებავი ერთნაირად უხდება როგორც თბილი, ასე ცივი ტონალობის კანის მქონე ადამიანებს. სხვადასხვა მწარმოებელს სხვადასხვა ფერის “წაბლისფერი” აქვს, ზოგს “ფერფლისფერი” ტონალობებით, ზოგს “ოქროსფერი” ტონალობებით. ამიტომ ამ ფერის არჩევისას ყურადღებით დააკვირდი კატალოგში მოცემულ ფერს. მაგალითად, თუ შენ ღია ტონალობის კანი გაქვს, ოქროსფერი ტონებით უნდა აარჩიო.
მაჰაგონი
საშუალო ტონალობის ყავისფერი წითელი ტონალობებით.
მუქი შოკოლადისფერი
ასეთი ფერის ტარებისას თმა ზოგჯერ ზედმეტად უფერული და ჩვეულებრივი ჩანს, ამიტომ აუცილებლად ჭირდება მუდმივი ყურადღება და მოვლა .
მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და თუ შენ მთელი გულით გინდა რომელიმე ფერის მოსინჯვა, თამამად გარისკე, ვინ იცის, იქნებ შენ ზუსტად ის გამონაკლისი ხარ, რომელსაც ეს ფერი კანის ტონალობის მიუხედავად, ძალიან უხდება!
მომეწონა
ყოჩაღ, პერწკლი, ნამდვილი ექსპერტი ხარ :*
მადლობა :*
მარწყვისფერი ქერა ან მაჰაგონი უნდა ვცადო ჩემს თავზე
კარამელი_ თბილი და ტკბილი!
საოცრად მინდა წითელი თმა :D
witeli
yvela feris tma mqonda rac chamotvalet :D kargi statiaa, momewona : ))
civi tonalobis tmas shavi uxdeba?
witeli da wablisferi :* :* ^_^
saocrad minda qera tmaaa, iseti daaxloebit peris hiltons rom aqvsss, var shavgvremani da dzz meshhinia :( ra vqnaa…? :(
ღია, ფერფლისფერ-ყავისფერი
witeli tma mindaaaa
kargi statiaa..momewona yoshag..
რა საღებავით შეიძლება მივიღო პირველ ფოტოზე მოცემული ფერი თუ იცით,???
Platiniumi qera mindaa
meec minda mahagonisfraad da aucileblad shevigebaav roca dzalian gamezrdeba cisfer linzebsac daviyeneeb exla gavikete qera melireba da dzalian momixdaa da jer es minda mqondes
zalian mindaa qeraa tmaa arc ise zaliann yvitelii maqvs shavad shenagebi da zalian mainteresebs tu momixdeba an tu damachndeba eg ferii…
Statia super.Spilenzisperi me ybelaze metad momcons da maqvs kidec sulac araa pretenziuli peri,magram amboben,rom ishviatad ixdenen qalebi am pers…carmatebebi qalbatonebo.
თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ძალიან მაგრად მინდა კარამელის ფერი მივიღო და თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რა ნომერი ვიყიდო რო კარამელის ფერი დამიჯდეს?მუქი ფერის თმა მაქვს და დაჭირდება თუ არა გაუფერულება?
ra feris tvali maq azrze ar var sashinlad ucnauri rogor gavigo?
dzalian minda chemi feri vipovo.ra feri ar mqona dA arcerti ar mixdeba
გამარჯობათ ….დზაან მომეწონა მარწყვისფერი ქეარ მაგრამ ვერცერთკატალოგში ვერ ვიპოვე მსგავსი ფერი…თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ :))
VAR SHAVGREMANI MAQ SHAVI PERIS TMA MINDA GAVIGIAVO DA SXVA PERZE SHEVIGEBO MAGRAM ARVICI ROMELI PERI MOMIXDEBA. GTXOVT DAMEXMAROT.
Kavisperi tvalebi da aseve kanic makvs rujis peri raa… anu tetri ar var magram cota muki peris kani makvs ra peris tma momixdeba mirchiey raaa
Tbili tonalobis kanistvis,taplisper tvalebs,Ra peris tma mouxdebaa?damexmareet
მუქი ყავისფერი, თითქმის შავი თვალები მაქვს მაგრამ ძალიანაც მიხდებოდა პლატინისფერი ქერა თმა. ერთი ეგაა, რომ ვერ შევინარჩუნე, შავ თმას ამდენი ღებვა საშინლად წვავს და არჩევანი უნდა გამეკეთებინა მუქ თმასა და გამელოტებას შორის.
მე მაქვს წითელი მწვანე თვალები მაქვს მიხდება მაგრამ მომწყინდა და შეცვლა მინდა ვერ გადამიწყ ეტია