ვფიქრობ, გარეგნობაზე ჩატარებული ექსპერიმენტები ყველა ქალის დიდი სისუსტეა. მეც ზუსტად ასეთი ქალების რიცხვს მივეკუთვნები. ცოტათი ყოველთვის მეშინია, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მძლევს და მაინც ვაკეთებ ბევრ სისულელეს.
ასეთი ექსპერიმენტების რიგში არის თმის ქიმიურად დახვევა, დრედები და მოკლედ, ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ამ სტატიაში იმ ურყოფით დეტალებ გამოვყოფ, რაც ზოგიერთ ექსპერიმენტს თან ახლავს და მინდა, მორალურად მზად იყოთ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ.
1. სვირინგი
სვირინგები არსებობს სხვადასხვა ტიპის:
- სამედიცინო
- კოსმეტიკური
- ხალხური ხერხით დატანილი
- პროფესიონალური
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სახის სვირინგს დაიტანთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ სვირინგის გაკეთების შემდეგ მზეზე დიდი ხანი გაჩერება არ შეიძლება, რუჯზე საუბარიც ზედმეტია.
სვირინგის გაკეთება უმტკივნეულო თითქმის არასოდეს არის, მის გაკეთებამდე კი დალევა და გამაყუჩებლის მიღება არ შეიძლება. ამასთანავე, რამდენიმე წელიწადში ერთხელ სვირინგს აუცილებლად დასჭირდება საღებავის გადატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად იგივე შეგრძნებები გექნებათ, რაც სვირინგის პირველად გაკეთებისას.
2. დრედები
არ დაიჯეროთ თუ ვინმე გეტყვით, რომ დრედების მოვლა არ არის აუცილებელი. არც ის დაიჯეროთ, რომ დრედებს არ იბანენ ან ის, რომ ძალიან კომფორტულია.
დრედებს მოვლა სჭირდება, იმაზე მეტადაც კი ვიდრე ჩვეულებრივ თმას. შესწორება, გალამაზება და გაბლანდვა – ვერ აგიღწერთ, რამდენი დრო უნდა ამას. ამასთანავე უნდა დაემშვიდობოთ ჩვეულებრივ შამპუნებსა და ბალზამებს, თმის ნიღბებს და თმის მოვლის სხვა საშუალებებს.
დრედები მძიმეა და დასველების შემდეგ ძალიან, ძალიან ძნელად შრება. ჩვეულებრივ თმაზე ბევრად მალე იკიდებს სუნს, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი რჩება.
მათი გაკეთება საკმაოდ მტკივნეულია, ფრიად ძვირი სიამოვნებაა და ძალიან დიდი დრო მიაქვს (10 საათი და მეტი).
3. ქიმიური დახვევა
იმის გარდა, რომ მინიმუმ 1 თვე დახვევამდე თმა არ უნდა შეიღებოთ და არაფერი ქიმიური არ მიაკაროთ, არსებობს ქიმიურად დახვევის შემდგომი უსიამოვნო მომენტებიც.
დასახვევი წამლის ზემოქმედების შემდეგ თმას სჭირდება დამატენიანებელი, ბალზამი, ნიღაბი, სპეციალური შამპუნი და ძალიან სერიოზული მოვლა.
დახვევის შემდეგ ბოლოები გაყოფას იწყებს, რაც არც ისე მალე, თუმცა აუცილებლად ხდება. ბოლოების გაყოფის წინააღმდეგ არსებობს სხვადასხვა დამატენიანებლები და ამასთანავე ეს ბოლოები თვეში ერთხელ უნდა მოიჭრათ.
უნდა დაივიწყოთ თმის უთოების და ცხელი ბიგუდების შესახებ, ეს ხელსაწყოები დახვეულ თმას აშრობს და კიდევ უფრო ცუდ დღეში აგდებს, ისევე როგორც თმის ლაკი და სხვა საშუალებები ალკოჰოლის შემცველობით.
4. პერმანენტული მაკიაჟი
ნუ გარდა იმისა, რომ ტკივილის ატანა მოგიწევთ, პროცედურა სახის არეში (ანუ ყველაზე მგრძნობიარე და მტკივნეულ ადგილას) ტარდება, არსებობს კიდევ უამრავი მინუსი.
პირველ რიგში, ასეთი მაკიაჟის გაკეთებიდან მინიმუმ 1 თვე რუჯი უნდა დაივიწყოთ. თუმცა ამის შემდეგაც არაა რეკომენდებული მზეზე დიდი ხნის გატარება (აქ სოლარიუმიც იგულისხმება).
შესაძლოა დროთა განმავლობაში თქვენი მაკიაჟი არათანაბრად გაუფერულდეს, გამოვა რომ ცალ თვალზე უფრო მკვეთრად გისვიათ “ფანქარი” ვიდრე მეორეზე.
კიდევ, არსებობს საშიშროება, რომ საღებავი, რომელიც სახეზე გაქვთ დატანილი, რეაქციაში შევა სხვადასხვა თავის მოვლის და ჰიგიენურ საშუალებებთან და ერთ დღესაც თქვენი ალისფერი ტუჩები გახდება იასამნისფერი, ან – ლურჯი.
ამასთანავე თუ ვიზაჟისტმა სწორად ვერ შეგირჩიათ სტილი, მოგიწევთ არც ისე კარგად გამოიყურებოდეთ 3-დან 5 წლამდე პერიოდის განმავლობაში.
ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები დიდად ვერ შეგაშინებდათ, უბრალოდ მეტად მომზადებული იქნებით შემდეგი ექსპერიმენტისთვის და გირჩევთ არც გადაიფიქროთ. უბრალოდ მანამდე მოიძიეთ ყველანაირი ინფორმაცია და კარგად გაერკვიეთ, რას უნდა ელოდოთ ექსპერიმენტისგან.
თმის ქიმიური დახვევა მინდა წლებია და სულ ბოლო მომენტში ვჩერდები.
არც კი გაიფიქრო
ხო ეგრე მაშინებენ ხოლმე, და მეც ვშინდები.
არადა როგორ მინდა ხვეული თმები …
მაგრამ მალე მომბეზრდებოდა ალბათ.
მეც მაგ დღეში ვარ, ჩემი ნახევრად ხვეული და ნახევრად სწორი თმები ნერვებს მიშლის, მაგრამ ქიმიური დახვევაც ვერაფრით გადამიწყვიტავს, მეშინია სულ მთლად არ ამიფეთქდეს თმები :)
მე მომწონს შენი თმები სულ სწორს ჯობია
აქედან მარტო სვირინგი მინდოდა, გავრისკე, ტკივილს გავუძელი(თუმცა ძალიან არც მტკენია) ეხლა ბედნიერი ვარ :D :D :D
ცოტათი რომ წამოვა სიგრძეში შენი საკუთარი თმა აი მაშნ ნახე საშინელება:დ ძირები სწორი და დაბლა დაკუწკუწებული რო იქნება:დ
საბოლოო ჯამში მიიღებთ იმას რაც მე დამემარტა ქიმიურმა დახვევამ რამის ქაჩალი განხადა
სვირინგზე მეც მეფიქრება ხანდახან
დავამატებდი პირსინგის გაკეთების ექპერიმენტს,რომელსაც იმდენი მოვლა ჭირდება რომ ბოლოს ინანებ რატომ გავიკეთეო :D
qimiurad daxveva pirdapir jojoxeTia :@ ar girchevt gamelotdebit momavalshi
პერმანენტულ მაკიჟზე ვერ დაგეთანხმებით-მე ტავად გავიკე ცნობილ კლინიკაში. ფერი მდგრადია მხოლოდ 6-7თვე,მერე უფერულდება. არავითარი 3-5წელი არ ძლებს.
კარგად გაკეთებულ სვირინგს არ სჭირდება წლების მერე გადატარება
ნებისმიერ სვირინგს სჭირდება წლების მერე გადატარება : ) კანი კვდება ფერი ხუნდება : )
პერმანენტული მაკიაჟი არის აქედან ყველაზე მიუღებელი ჩემთვის , მერე ტილიანი დრედები :
რა საინტერესოა, სტერეოტიპები როგორ ჩნდება : )))) მქონდა დრედები თუმცა ტილები არ შემენიშნებოდა და ბევრი დრედებიანი ადამიანი გყავთ გარშემო?? და ყველას ტილები ჰყავს?? :)))
2 matgans vicnob, da orives tilebi yavs :D stereotipebs rac sheexeba, piradi azris gamoxatvis ufleba yvelas aqvs ;)
სვირინგის გაკეთება სულაც არ არის ისეთი მტკივნეული როგორც აქ არის აღწერილი :))
tu kargad dagixveven ratopmacs ara mkonda gaketebuli kimiuri daxveva da dzalian kargad nu cota boloebi icveba magram sheiscoreb da egaa
ramdeni xania swiringi maqvs da odnavadac ar mawuxebs zagarsac mshvenivrad vigeb ^^ da sxvatashoris feri axlac zustad igive aqvs ^^
dzalian bevri vicine :D:D:D ubralod arian adamianebi visac mowont da visac ara. :)) tu ar mogwont da arasdros gaiketebt iset ragacas rasac ver sheechvevit gthovt nu wert rom es cudia da shvamac ar unda gaiketos:)))
დრედებს რაღას ერჩიან
ქეთი ძვირფასო ეს ყველა ექსპერიმენტი ჩემს თავზე გამოვცადე )))) ასე რომ ყველაფერი რეალური და გამოცდილებიდან გამომდინარეა : )
shen gaaaqvs sviringii???? :)
დიახ, მაქვს
მქონდა ქიმიურად დახვეულიი თმა დაა როგორ ვინანე ვერ წარმოიდგენთ ჯერ დახვეული არ მომწონდა მერე თმები მწყდებოდა გადავრჩი გამელოტებას არავის არ გირჩევთ თან მოსაბეზრებელია ეხლა ტატუ გავიკეთე არ ყოფილა მტკივნეული მაგრაამ რაღაც მომბეზრდასავით თან მომწონს თან არაა და მოშორება მინდა …
4 sviringi maqvs da arcerts ar vnanob, piriqit sheidzleba kidev erti ori davimato :)))
აქედან მარტო Tatto-ზე მიფიქრია :)
kimiuri daxveva martla amelotebs naxevar tavze tma agar mkonda miuxedavad amisa meoredac gavikete :)))) dzalian momcons daxveuli tmaa magram aravis ar urchev 2-3 tvis gamo 2-3 celi inanebt
სვირინგთან დაკავშირებით აშკარად ძალიან დილეტანტური მოსაზრებაა :)) სხეულის 70% მოხატული მაქვს და აქ ჩამოთვლილ/აღწერილთაგან არაფერია მართალი :))
Sofii, me ahlahan gavikete sviringi da am statiashi mocemulma informaciam damabnia, ver mivhvdi ratom ar sheizleba garujva?
kanis gagizianeba moyveba tu sityvaze sagebavi gafermkrtaldeba?
sviringis gaketeba mec dzalian minda mara meshinia dro ro gava mombezrdeba :)
sviringi minda magram iset adgilze chemebma ro ver naxon magram ro damchirdes gamochena movaxerxo da rame ideebi ar gaqvt? :))))
ლესია, რათ გინდა ისეთი სვირინგი, რომელიც არ გამოჩნდება? :)))) თან შენებს თუ დაელაპარაკები გაგიგებენ.. აი მე მაგალითად გავიკეთე და მერე ვანახე მამაჩემს და რომ გითხრა გადაირია თქო მოგატყუებ, მაგრამ არც დიდად ესიამოვნა. :D შეეგუა, სხვა რა გზა ქონდა. თან ტატუ მაშინაა ლამაზი, როცა ჩანს <3
Sviringi gavikete 2 clis cin da dzaan bednieri var dgemde :)) ise momcons :)) qimiuradac mqonda daxveuli tma. Sharshan gavikete martshi da boloebi jer kidev mexveva dabanis mere :)) dzalian scori tmaq maq da dzalian mdzime amastanave da araprit ar memorchileba mara qimia dzaan mouxda..tan damcvaric ar mqonda saertod da boloebis gayopamde ar mivsuovar imito ro periodulad vichridi xolme dzaan cotas. Mokled me qimiis dzaan kmayopili var :))
Hom ver metyvit ratom ar sheizleba sviringis/tattooagis shemdeg garujva? Kani gagiziandeba tu ubralod feri wauva (me sul ahlahan gavikete, magitomac mainteresebs) ^_^
ძალიან სწორი თმა მაქვს, ამიტომ ქიმიურად უკვე მეორედ დავიხვიე თმა (შუალედი მქონდა 2 წელი) და უზომოდ კმაყოფილი ვარ ;) მინდა გითხრათ, რომ დახვევის შემდეგ რამოდენიმეჯერ შევიღებე კიდევაც და რამოდენიმეჯერ სალონშიც გავისწორე, არ ვუჩივი არანაირ თმის დამწვრობას. ბოლოჭამიები მანამდეც მქონდა ხოლმე აქა-იქ როგორც ყველას და არ გამხშირებია ისევ ისეა ოდნავ )) ცოტა ხნის წინ ფრანგული მელირება გავიკეთე და აღფრთოვანებული ვარ ჩემი თმის ფერით და ტალღოვანი დალალებით ))) ვიყენებ ჩვეულებრივ შამპუნს, რასაც სწორი თმის ქონის დროს ვიყენებდი და ვერ მივმართავ დამატებით ბალზამებს და ნიღბებს დროის უქონლობის გამო. ყველა მეუბნება, რომ ხვეული თმა ბევრად უფრო მიხდება და მეც ძალიან მომწონს. ასე რომ არ არის გამორიცხული 2-3 წლის შემდეგ მესამედაც დავიხვიო თმა ქიმიურად ;) ასე რომ თუ არ გამოცადეთ ვერც მიხვდებით მოგიხდებათ თუ არა, თმა დაზიანდება თუ არა ))) მთავარია ხარისხიანი წამლით გაიკეთოთ.
შემიძლია მიგასწავლოთ :*
სხვათაშორის ჩემმა მეგობარმა გაიკეთა და გადაიხადა ორი იმდენი რაც მე და მთელი თმა ისე დაეწვა, შესაჭრელი გაუხდა :( ასე რომ ნუ გაიკეთებთ ბრმად და იქნებით ისეთივე კმაყოფილი, როგორც მე :*
mec minda da sad gaviketo mirchie ;)
tu sheidzleba misamarti momtcere sad gaikete qimiuri daxveva. madloba
მისამართი ან ნომერი თუ გაქვს მითხარი გთხოვ :** და თანხაცც რამდენი სჭირდება გრძელ თმას
ra sisulelea.. sualc ar aris dredebis movla iseti sashineli procesi rogorc aq aris agwerili. chveulebrivi shampunit vibandi da imaze gvian chuchyiandeboda vidre normaluri tma :D arc autanlad mdzime ar yopila da arc dzalian mtkivneuli ar aris misi gaketeba.. zogadad dredebis gaketebis dzalian bevri sashualeba arsebobs da xerxic… namdvilad ar aris skalpis adzroba sachiro dredebis gasaketeblad :D 6tve mqonda da aseti koportuli “pricho” cxovrebashi ar mqonda :D :D siamovnebit gaviketeb isev ^_^ movlas rac sheexeba tavidan chirdeba daaxloebit sami tve isic maximum… mere namdvilad ar aris sachiro sistematiuri sworeba ^_^
ძალიან მინდა დრედების გაკეთება, მაგრამ ვინმე კომპეტენტურის რჩევები მინდა რაღაცებში, რომ წინასწარ ვიცოდე :)))
sviringi kargia tu specialists shevarchevt sami magar specialisttan gavikete meotxe ki araspecialisti gamodga da fexe sshinlad damawera kaligrafiaar damevasa furcelze magrad daxata magram ver gadaitan da exla washla 60 mijdeba sxivebit da tanjvis atanac momiwevs..
Sopo mec dzalian minda da gtxoov salonis saxeli da misamarti dawere) winaswar madloba)