
სახლის პირობებში თმის შეღებვა არც ისეთი ძნელია ან ნებისმიერი ახლობელი ადამიანის დახმარებით, სახლში, საკუთარ აბაზანაში. ეს არც ისეთი რთული არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
საჭირო ნივთები
დასაწყისისთვის, მოიმარაგე ის ნივთები, რომლებიც თმის შეღებვის პროცესში დაგჭირდება:
- ძველი გაზეთები და ჟურნალები “სამუშაო ზედაპირის” დასაფარად. ძირითადად იმ მაგიდის, სადაც საღებავის მოთავსებას აპირებ.
- მაისური ან ხალათი, რომელიც არ დაგენანება, თუ საღებავით დაისვრება.
- ხელთათმანები.
- სპეციალური წაწვეტებულბოლოიანი სავარცხელი ფუნჯით – საღებავის თმაზე გასანაწილებლად. თუმცა, როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, კბილის რბილი ჯაგრისი გადასარევად ასრულებს ფუნჯის ფუნქციას.
- საბავშვო კრემი, ვაზელინი ან ნებისმიერი ცხიმიანი კრემი.
- სავარცხელი, მეჩხერი კბილებით და სახელურის მხარეს წვეტით, თმის ზოლებად დასაყოფად (მხოლოდ მაშინ, თუ სპეციალური, ბოლოში წაწვეტებული სავარცხელი არ გაქვს).
- თმის რეზინი ან ნებისმიერი დასამაგრებელი აქსესუარი, რომელიც ადვილად ირეცხება და სველ თმას კარგად ამაგრებს.
- პირსახოცი, რომლის დასვრაც არ დაგენანება.
- საათი, დროის დასანიშნად.
- იმ შემთხვევაში თუ შენს საღებავს თან საღებავის გამანაწილებელი კონტეინერი არ მოყვება, მინის, ფაიფურის ან პლასმასის განიერპირიანი ჭურჭელიც დაგჭირდება.
ფუნჯიანი სავარცხელი წაწვეტებული ბოლოთი, ხელთათმანები და პლასმასის თასი
შეღებვის პროცესი
საღებავის თმაზე წასმის თანმიმდევრობა ძალიან ინდივიდუალურია, მე იმ მეთოდს შემოგთავაზებ, რომლითაც მე ვიღებავ და ჩემი აზრით ყველაზე მოსახერხებელი და სწრაფია.
- პირველ რიგში წაისვი კრემი სახის და თმის გამყოფ კონტურზე, ყურებზე და კისერზე. ხელთათმანების ჩაცმა არ დაგავიწყდეს.
- გაყავი თმა შუაზე და შეღებვა დაიწყე შუა ხაზიდან. შემდეგ შუა ხაზის პარალელურად აიღე ზოლები, აი ისე, აფრიკულ ნაწნავებს როგორც აკეთებენ, შუბლის კიდიდან დაიწყე და უკან გადადი, კეფამდე.
აი, ასე იწყება შეღებვის პროცესი,ოღონდ გაშლილი თმით - საღებავის განაწილებას ჯერ თავის მარჯვენა მხარეს უნდა მორჩე, შემდეგ მარცხენა მხარეს, ან პირიქით.
- ადვილი რომ იყოს, როცა მარჯვენა მხარეს იმუშავებ, უკვე შეღებილი თმა მარცხნივ უნდა გადაწიო, რომ ხელი არ შეგიშალოს. მარცხენა მხარეს მუშაობისას თმას მარჯვნივ გადაწევ. ამით მაქსიმალურად აირიდებ თავიდან ყურების, კისრის და ტანსაცმლის დასვრას.
- უმჯობესი იქნება, თუ თმის შესაღებად გამზადებულ კულულს ხელისგულზე დაიდებ და ფუნჯს ისე წაუსვამ. თუ ასე არ იზამ, საღებავი თმის “არასაჭირო” ფენებზეც მოხვდება და თმის ზოლებად დაყოფა გაგიჭირდება.
- მას შემდეგ, რაც წინ და გვერდებზე საღებავის წასმას მორჩები, თმა კარგად დაამაგრე, რომ ხელი არ შეგიშალოს და კეფაზე გადაინაცვლე.
- ზოლები კეფაზეც უნდა გააკეთო, ოღონდ უკვე ვერტიკალური კი არა, არამედ ჰორიზონტალური. წასმას იწყებ კეფიდან და ჩადიხარ კისრამდე, შესაბამისად, უკვე საღებავწასმული თმა წინ და ზემოთ გადაივარცხნება.
- როცა საღებავს ყველგან წაუსვამ, ეცადე ნაზად დაივარცხნო, რომ საღებავი მთლიანად გადანაწილდეს. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უბრალოდ ისე დაამასაჟე, თითქოს შამპუნს იქაფებდე.
- დაინიშნე დრო, რომელიც ინსტრუქციაში გაქვს მოცემული.
რჩევები:
- საღებავი თავიდანვე თმის მთლიან სიგრძეზე გაანაწილე.
- განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე თმის კონტურს.
- არ წაისვა საღებავი წარბებზე, ეს ძალიან საშიშია.
- არ გაიჩერო საღებავი თმაზე იმაზე მეტი დროის მანძილზე, ვიდრე ეს ინსტრუქციაშია მითითებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებ უფრო ინტენსიურ ფერს და დაზიანებულ თმას.
ჩამობანვა
დათქმული დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანე გრილი წყლით იქამდე, სანამ წყალი გამჭირვალე არ გახდება, შემდეგ წაისვი კონდიციონერი ან ბალზამი, ის, რაც შენს საღებავს თან მოყვა. თუ არ მოყვა, მაშინ ის კონდიციონერი ან ბალზამი, რასაც რეგულარულად ხმარობ, გაიჩერე ერთი ან ორი წუთი და ჩამოიბანე.
რჩევა: არაა რეკომენდებული შეღებვამდე 24 საათის და შეღებვიდან 48 საათის მანძილზე შამპუნით თავის დაბანა.
es rchevebi xom sagebavis garekanze an instrukciis purcelzec ceria. ise gvarigebt titkosda chveni kveknis, ekonomikisa da samsaxurebis gadamkide 24 saati salonebshi visxedet. tavadac vicit , karga xania vaketebt(samcuxarod). problema isaa, rom kepaze tvalebi ar gvakvs torem tmebsac tavad shevichridit
გეთანხმებით, ზოგადი ინსტრუქციები წერია, მაგრამ ასე დაწვრილებით არა ))) მე ჯერ არ შემხვედრია ინსტრუქცია, სადაც ეწერებოდა, როგორ მოვახერხო და ყურები არ დავისვარო )))
Zi Ki კარგი, მანახე საღებავის ინსტრუქცია, სადაც ეს "გადმოქართულებული" სტატია წერია, ყველა რჩევა, ყველა მეთოდი და ყველა "ხრიკი" სათითაოდ და დეტალურად. და მოვიხდი ))) თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ამას ვერ მოახერხებ. )))
დასანანია, რომ ამ სტატიამ ვერ მოგხიბლათ, სამაგიეროდ ამ კატეგორიაში ნამდვილად ნახავთ რამე მოსაწონს: http://pink.ge/section/articles/love-sex/
მადლობა რომ შემოგვიარეთ <3
Zi Ki თქვენთვის არ მითქვამს :) <3
Zi Ki მადლობა : ))) არასწორად გავიგე ეტყობა. ))) კეთილი იყოს შენი პოსტი ჩვენს ჟურნალში :დ
კომპანია ;sisels ;აქვს იტალიური , ნატურალური სარებავები რომელშიც შ ე დ ის 16 ი ბალახეული სამკურნალო მცენარე. არჩევანი დიდია 116 ფერია.უწვალებლად ხელითაც კი შეგიძლიათ წაისვათ 35 წუთს გაიჩერებთ თავზე თმა შეღებილია.
პირველად რომ შევიღებე თმა როგორ ძალიან ვიწვალე, ნეტა თავიდანვე მცოდნოდა და ეს სტატია წამეკითხა
Tmis shegebvamde yurebze, shublze, kiserze …waisvamt chveulebriv vazelins ar daisvrebit.
tu vazelini ar gaqvt da daisvaret mashin dasvelebul bambaze sigaretis ferfli dayaret da dasvrili adgili ise gaiwmindet — good luck :)
Dasvtis dhrmtxvevashi limonis cvenit daasvelet bamba ds ise gaicmindet sauketeso sashvalebaa .
da shampuni rato ar sheileba? :X arada sul viban xolme shampunit shegebvis mere..