იმაზე, რომ ფრჩხილები სტილის ნაწილია და შესაძლებელია სხვადასხვა ხერხით მათი გალამაზება და გამრავალფეროვნება, უკვე გესაუბრეთ.
ამ სტატიაში იმ ხელსაწყოებს დავამატებ, რომლებიც აქამდე არ მიხსენებია, თუმცა აუცილებელია მრავალფეროვანი და ელეგანტური მანიკურისთვის.
თუ რომელიმე პროდუქტი მოგეწონება, თამამად დააწკაპუნე ფოტოზე და ზუსტად იქ მოხვდები, სადაც რამდენიმე წამში შეძლებ ამ ხელსაწყოს უპრობლემოდ შეძენას.
პირველ რიგში, შეგახსენებ, რომ აუცილებელია ლაქის სწორად შერჩევა, როგორც საბაზისო ისე დამასრულებელი ფენისათვის, დანარჩენი კი გემოვნების და მონდომების ამბავია.
ახლა მოდურია სხვადასხვა ფორმის და ფერის მბრწყინავი ელემენტები მანიკურში. შეგიძლია ყოველ ჯერზე სხვადასხვა რაოდენობის და ზომის მბრწყინავი ფორმები დაიფრქვიო ფრჩხილზე.
ვფიქრობთ, შემოდგომის გახალისება ძალიან ადვილად შეიძლება ასეთი სტილის მანიკურით, თანაც არ დაგავიწყდეს სეზონის მოდური ტენდენციების გადამოწმებაც.
შემდეგი გაფორმება ე.წ. Caviar (ქევიარ) არტია. წვრილი, ფერადი ბურთულები მანიკურს მართლაც ძალიან უცნაურ იერს სძენს, თანაც ნებისმიერი ფერის ტანსაცმელს შეგიძლია შეუხამო. მართალია, მხოლოდ 2 დღე ჩერდება ფრხჩხილზე, მაგრამ იმდენად ორიგინალურია, რომ წვალებად ღირს.
მანიკურის მრავალფეროვნებისთვის არსებობს კიდევ ერთი და ყველაზე მარტივად მოსახმარი საშუალება. ესაა ფრჩხილის „სტიკერები“. სხვადასხვა ფორმისა და ზომის წებვადი ნახატები აბსოლუტურად მშრალ ლაქზეც შეგიძლია დაიწებო და არც დამასრულებელი ფენის გადასმას საჭიროებს. ასე რომ, მობეზრებული ფერი, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა ატარებ, უცებ გადახალისდება რაღაც ახალში.
ბოლო დროს ასე ტრენდული მეტალის სტიკერებიც არსებობს:
და ბოლოს, თუ იმდენად დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში, რომ შეგიძლია რთული მხატვრული ნიმუშები შექმნა ფრჩხილზე, გირჩევ ფუნჯების ძალიან კარგ სეტს. ამ ნაკრებში არის ყველა აუცილებელი და ორიგინალური ორნამენტის გამოსაყვანად საჭირო ფუნჯი. მართალია, მათ მოხმარებას დახელოვნება და ხელის შეჩვევა სჭირდება, მაგრამ გეტყვი, რომ შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებს.
არ დაგავიწყდეს – ადამიანების უმეტესობა ერთმანეთს ხელებზე უყურებს და ხშირად ზუსტად ამით აფასებს პიროვნებას, ამიტომ იქონიე ფრჩხილები აბსოლუტურ წესრიგში და გამოხატე საკუთარი თავი ორიგინალური ხერხით.
daprqvevebs da wvalebas kreatiuli manikuris ukve sakmaod didi da xarisxiai archevani aqvs am kompanias https://www.facebook.com/photo.php?fbid=476251162453589&set=pb.469400526471986.-2207520000.1380716826.&type=3&theater
მე თვითონ ვიხატავ არაჩვეულებრივად კბილის ჩხირით
მშვენიერია, გაგვიზიარეთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. მე მგონი ბევრს დაეხმარებით ამით : )
zalian martivia ubralod didi xania 15 weli mainc
aris rac amas vaketeb da miadvildebaaa