“ბავშვის საპნით სახის დაბანა შეიძლება”, “გარუჯვისას კანი უფრო ლამაზია და გამონაყარი ქრება”, “არაფერი მოხდება თუ დღეს მაკიაჟის მოშორების გარეშე დავიძინებ, ძალიან დავიღალე და მეძინება”… მსგავი ფრაზები ალბათ ყველას გვითქვამს. ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ ეს ზუსტად ის შეცდომებია, რომლებიც ჩვენს სახის კანს აფუჭებს და დროზე ადრე აბერებს.
1. კანის მექანიკური გაღიზიანება
ეს ყველას გაგვიკეთებია. საძულველი აკნეს მოშორება ძალიან გვინდა, მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან მდგომარეობა შეიძლება გართულდეს, სახეზე შრამები დარჩეს ან აკნე კიდევ უფრო გამრავლდეს. უკეთესია, საერთოდ არ შეეხო და აცადო, სანამ თავისით მოშუშდება.
ალტერნატიული გამოსავალი სპეციალური ადგილობრივი საშუალებების ხმარებაა, (უმჯობესია ისეთის, რომელიც სალიცილის მჟავას შეიცავს), რომლებიც აფთიაქებში იყიდება. თანამედროვე საშუალებები სწრაფად ამცირებს გამონაყარს ზომაში და აქრობს სიწითლეს.
ზოგადად, აჯობებს სახის კანს არ შეეხო, თუ ხელი ახალი დაბანილი არ გაქვს.
2. სახის დაბანა მყარი საპნით
მყარი საპონი ტანის მოვლისთვისაა შექმნილი და არა სახის კანის. მისი ინგრედიენტები ბევრად უფრო ძლიერია და თითქმის მთლიანად აშორებს ბუნებრივ ცხიმებს, რის გამოც კანი უკიდურესად გამომშრალი ხდება. მყარი საპნის ნაცვლად უნდა გამოიყენო სახის დასაბანი გელები და ქაფები, რომლებიც ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც კანს კვებავს და ამშვიდებს.
3. მზისგან დამცავი საშუალებების უგულებელყოფა
არ აქვს მნიშვნელობა ტროპიკულ პლაჟზე ირუჯები, თუ მთაში სრიალებ თხილამურებით – ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი საშუალებები მთელი წლის მანძილზეა აუცილებელი: მზიან და ღრუბლიან ამინდში, ქარშიც და წვიმაშიც. ულტრაიისფერი გამოსხივება ყველა წვიმიან და ღრუბლიან ამინდში აღწევს შენამდე. მზის გამოსხივება კანის დაბერების ხელშემწყობი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორია. ამიტომ, თუ მზისგან დამცავი კრემის და ლოსიონების ხმარება არ გინდა, ისეთი თავის მოვლის საშუალებები და დეკორატიული კოსმეტიკა შეარჩიე, რომლის შემადგენლობაში მინიმუმ (SPF) 15 იქნება.
4. მაკიაჟის მოშორების გარეშე ძილი
ზოგჯერ იმდენად დაღლილი ხარ, რომ მაკიაჟის მოშორების გარეშე იძინებ. ამას ბევრი უარყოფითი შედეგი მოსდევს: მაკიაჟისგან და მკვდარი უჯრედებისგან დახშობილი ფორები და დიდი ალბათობით – გამონაყარი, აკნე. ამიტომ ყოველთვის როგორი დაღლილიც უნდა იყო, აუცილებლად მოძებნე ძალები სახის გასაწმენდად.
5. ზედმეტი გარუჯვა
გარუჯვის მოყვარულებს კანის ადრეულად დანაოჭების მეტი შანსი აქვთ , გარდა ამისა, მზის სხივების გავლენით შეიძლება გაჩნდეს პიგმენტური ლაქები და ყველაზე ცუდი – კანის კიბო. განსაკუთრებით მაშინ, თუ თეთრი კანი გაქვს.
ზოგჯერ სახის კანთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ამ მარტივი შეცდომების გამოსწორებითაც შეიძლება. იქნებ შენც უშვებ შეცდომას? ჯერ კიდევ არაა გვიან – გამოასწორო და ლამაზი, ჯანმრთელი კანით იამაყო.
"ალტერნატიული გამოსავალი სპეციალური ადგილობრივი საშუალებების ხმარებაა, (უმჯობესია ისეთის, რომელიც სალიცილის მჟავას შეიცავს), რომლებიც აფთიაქებში იყიდება. თანამედროვე საშუალებები სწრაფად ამცირებს გამონაყარს ზომაში და აქრობს სიწითლეს" —–უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ რა არის ეს "თანამედროვე საშუალებები"?
როგორ მოვიკითხოთ?
აკნე მუწუკების მოსაშორებელი ერთი ხალხური მეთოდი არსებობს. არ ვიცი ვის როგორ მოეწონება მაგრამ მე დავწერ… ერთხელ ერთი ქალბატონი მომიყვა ამ ისტორიას და არ დავუჯერე. მერე აღმოჩნდა რომ მართალია. მუწუკზე უნდა წაისვა მდოგვი. თავიდან დაგწვავს გაგიწითლებს სამაგიეროდ სამუდამოდ გიქრობს
მე მქონდა Biore-ს სახის საპონი სალიცილის სპირტით, აი ძალიან კარგი რამეა მართლა. ცხიმიანი კანი მაქვს და დილა-საღამოს ვიბანდი, რეკომენდაციას ვუწევ :) შეგიძლია ამაზონზე შეიძინო, თბილისში არ ვიცი სად იყიდება, http://www.amazon.com/Biore-Combination-Balancing-Cleanser-Ounce/dp/B006RFZ8NG/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1381236767&sr=8-3&keywords=biore+face+wash
მადლობა!
da ra metdiaa?
არსებობს გელები, ან კრემები, რომლებიც მხოლოდ პრობლემურ ადგილას, პირდაპირ აკნეზე უნდა წაისვა, უფერულებია და საერთოდ არ დაგეტყობა. მე ამას ვხმარობდი, სუფთა, მშრალ კანზე უნდა წაისვა ცოტა. http://www.amazon.com/Clinique-Solutions-Healing-Salicylic-Medication/dp/B00032ORCC
EVELINE-აც აქვს მსგავსი გელი, პატარა წუბიკში, აფთიაქში ვყიდულობდი ადრე, ახლა ვერ ვპოულობ ლინკს. AVON-საც აქვს მსგავსი: http://www.amazon.com/Avon-Clearskin-Blemish-Clearing-Treatment/dp/B004C6RTP2 და Clean and clear-საც http://www.amazon.com/Clean-Clear-Advantage-Treatment-Ounce/dp/B00027DDOQ
ხო, უმეტესობა კანს აშრობს, ამიტომ დასაწყისისთვის დღეში ერთზე მეტად ჯობია არ გამოიყენო. ეს ყველა წესით აფთიაქებში უნდა იყიდებოდეს ჩვენთანაც. აკნეს საწინააღმდეგო ადგილობრივი წასასმელი გელები/კრემები უნდა იკითხო.
დაახლოებით მსგავსი ბრუტალური მეთოდი ვიცი ტუჩზე გამოსული ჰერპესის მოსაშორებლად, მაგრამ ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს შეიძლება ძალიან ცუდ დღეში ჩავარდეს.
da ra metodiaa?
თუ ფორებიანი და გამონაყარისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ, ძალიან კარგია ქაფურის სპირტი, წაისვით პრობლემურ ადგილას და ზემოდა ცოტაოდენი სინტომიცინ+სტრეპტოციდის მალამოების ნარევი დაადეთ. ძალიან კარგია, ქაფური ფორს ავიწროებს და კანის აქერცვლაშიც დაგეხმარებათ :) წარმატებებს გისურვებთ:)
კანის კიბო, მელანომა, ნაოჭები.. გადარუჯვის რისკები.
ყველაზე სწრაფად მაკიაჟის მოუშორებლობა აისახება, მეორე დღესვე საოცრება მჭირს სახეზე :/
საპონი მე მგონი მაინც ინდივიდუალურია. საპონი ნაკლებად ვნებს, ვიდრე ის მითი, რომ სახის ხშირად დაბანა არ შეიძლება, მერე დადიან გაცხიმიანებული კანით და უკვირთ, რატომ აყრით შიგნიდან.
ასევე ძალიან კარგი საშუალებაა აკნეს მუწუკების გამონაყარის ჩასაცხრობად და მომენტალურად მოსაშუშებლად "ჯორდანი"-ს ფირმის ტალკი, რომელიც "ორიფლეიმი"-ს პროდუქციაა,ის ასევე საუკეთესოა ზაფხულში ფეხსაცმელებში ჩასაყრელად, ფეხმა რომ არ ისრიალოს სიცხეში გაოფლიანებისას (ანუ ოფლიოსგან იცავს ფეხის გულებს); საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი;
ყველა ამ შეცდომას ვუშვებ :)
yoveldge sapnit tu ar davibane saxe ise mayris xolme da ravici, cximiani kani ufro itans sapnit dabanas, mshralis ar sheidzleba xshirad
გამოცდილება ადასტურებს რომ მყარ საპონზე ზემოთ დაწერილი არ არის სიმართლე, კერძოდ, კუპრის საპონი საკმაოდ ეფექტურია ცხიმიანი კანისთვის და არც მეტიმსეტად აშრობს კანს.
აუცილებლად, აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ.
მადლობა პერწკლის რჩევებისთვის <3
საბავშო საპნით შეიძლება სახის დაბანა ?
სება მედის საპონზე რას იტყვით ?
სებამედის საპონი მე არ მომიხდა დაბანის შემდეგ მაყრიდა. სებამედს აქვს ძალიან კარგი სახის დასაბანი გელი როგორც ცხიმიანი ასევე მშრალი კანისთვის პსპ ში იყიდება. მე კმაყოფილი ვარ
აკნეზე დუაკის გელია ძალიან კარგი, აფთიაქებში იყიდება, დღეში ერთხელ უნდა გადაისვა
ერთადერთი, კანის გაღიზიანებას ვერ გადავეჩვიე :(
რაღაც გეშლებათ – spf 15 – საერთოდ არაა საკმარისი, მინიმუმ 30 მაინც უნდა იყოს.
მოლისანი იყიდეთ ამდენწვალებას ! მემქონდა აკნე აი საშინლად მთელ სახეზე, მოლისანი ვიყიდე, პირველ დღეს კანი გამიუხეშა მაგრამ გავაგრძელე სახის გაწმენდა და ახლა საერთოდ არმაქვს , მე გირჩევთ რავი. :)) MOLISAN.Ge
Molisanma araferi gvvishvela me da chems axloblebs ubralod daapatarava akne da datova ise,shemdeg isev gamichda akne