თვითშეფასება უცნაური რამაა. შეუხედავი არსებები შეიძლება თავს დედოფლად გრძნობდნენ, ხოლო “მის მსოფლიო” ღამით საკუთარი არასრულყოფილების გამო სასთუმალსა და ბალიშს ასველებდეს.
ბედის ირონიაა, მაგრამ მართალია, რომ თავდაჯერებულობა (ან მისი ნაკლებობა) ყალიბდება მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩვენდამი სხვა ადამიანების (მშობლების, დედმამიშვილების, ზემდგომთა, გარშემომყოფთა და ა.შ.) დამოკიდებულებისა და მიდგომის შესაბამისად.
თვითშეფასების შეცვლა შესაძლებელია და ამის ძალა მხოლოდ ჩვენ შეგვწევს – იმ გადაწყვეტილებებითა და ნაბიჯებით, რომელთაც ვდგამთ.
უპირველესად, საჭიროა დავადგინოთ, თუ სად არის დამარხული ძაღლის თავი!
ყველაფერი იმ ფსიქოლოგიური გზავნილების ბრალია (ან დამსახურებაა – ვისთვის როგორ), რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე გვაწვდიდნენ და ჩვენც ვიღებდით. ნეგატიურ მესიჯთა რაოდენობა უკუპროპორციულია თვითშეფასების ზრდისა. რაც მეტია მათი რაოდენობა – მით უფრო ნაკლებია ჩვენი თავდაჯერებულობა.
სინამდვილეში კი ყველა თანასწორია და დღეს შეუხედავი, შეიძლება ხვალ ულამაზესად მოგვევლინოს (გაიხსენეთ “მახინჯი იხვის ჭუჭულის” ზღაპარი). ამიტომ, ნუ მივენდობით სხვებს ამ საკითხში, რამდენადაც ისინი ცდებიან და ჩვენც, შესაბამისად, სიცოცხლის ბოლომდე სიცრუის გვჯერა.
თუ გსურთ თვითშეფასების ამაღლება, შესაძლოა შემდეგი რჩევები დაგეხმაროთ:
- აღიქვით ფაქტები სწორად.
შეეცადეთ რეალისტურად და დაბალანსებულად შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში რწმენის ნაკლებობას განიცდიან, ნეგატიური ჭრილიდან იმზირებიან; მეორენი – პირიქით, ცაში იყურებიან და ვარსკვლავების სილამაზის შეფასებისას ვერ ამჩნევენ მიწაზე არსებულ ტალახს. სხვებსაც ზემოთ აცქირებენ.
სიმართლე კი ისევე ცხადია, როგორც ის, რომ მედალს ორი მხარე აქვს – არავინაა სრულყოფილი.
- ეცადეთ ადამიანებისაგან პოზიტიური უკუკავშირი მიიღოთ იქ, სადაც შესაბამისია ან დრო იმ ადამიანებთან გაატარეთ, ვინც ამას თხოვნის გარეშე გთავაზობთ.
- არ დაჩაგროთ თავი. პატივი ეცით თავს და არ თქვათ უარი ქებასა და აღიარებაზე. როდესაც კომპლიმენტს გეუბნებიან – შეიფერეთ.
- არ შეეპუოთ იმ ადამიანების კომენტარებს, რომელთაც თქვენი თვითშეფასების დამდაბლება სურთ. არ მისცეთ სხვებს იმის უფლება, რომ თავი უღირსად ან უვარგისად გაგრძნობინონ. შესაბამისად, ან ირონიული ღიმილით “გაატარეთ”, ანდა სათანადო პასუხი გაეცით, რომ მეორედ მსგავსი რამ აღარ შემოგკადრონ.
დაიმახსოვრეთ, რაც არ უნდა თქვან სხვებმა (მაშინ, როდესაც თავადვე განიცდიან დაბალ თვითშეფასებას და ცდილობენ ამის თქვენზე გადმოტანას): იცოდეთ თავის ფასი. დაიჯერეთ საკუთარი ძალებისა და წინ, ბედნიერი მომავლისაკენ.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, ელოდეთ შემდეგ სტატიებს.
absoluturi cheshmaritebaa, dzalian momewona.<3
მერე PMS კი აღარ მექნებოდა…
"""""""""MERRY X-MAS'''''''''''''' Have a wonderful time on X-MAS Eve and Blessed New Year :)
სინამდვილეში კი ყველა თანასწორია და დღეს შეუხედავი, შეიძლება ხვალ ულამაზესად მოგვევლინოს—-ჩემზეა ნათქვამი ….ერთ დღეს ჯოჯოს ვგავარ,მეორე დღეს ვბრწყინავ… გაააჩნია საკუთარ თავს რამდენ დროს დავუთმობ:)
Me ase vityvi…
Rom yvela adamians tavisi silamaze, eshxi da pewi aqvs… ubralod arian adamianebi vinc satanado yuradgebas ar aqceven tavs, an ubralod garemoeba ar uwyobt xels yoveldgiurad salonshi gaiketon tma da makiaji.. shesabamisad tvlian rom arian ,,vigacaze” naklebi… rom tundac mis mezobel gogos ufro lamazi ,,cxviri” aqvs vidre mas… xshirad depresiamde miyavs adamians msgavsi fiqri da emocia… me minda vutxra absoliturad yvelas… ar arsebobs ,,sheuxedavi” adamiani… ubralod ufro metad gviyvardes sakutari tavi.. nu davigruzebit imis gamo rom chveni fexebi sheron stounis fexebivit grdzeli ar aris… rom podiumze gamsvlel gogoebs ufro lamazi tani aqvt da ase shemdeg. Damijeret yvela adamians aqvs nakli, shesabamisad aravin aris idealuri. Erti ram gaxsovdet.. mtavari iaragi da efeqti adamianze shtabechdilebis moxdenis aris – G I M I L I… rogorc ar unda gamoiyurebodet saxlidan gasvlisas chaixedet sarkeshi da sakutar tavs shemoudzaxet -,,me dges gushindeltan shedarebit fantastiurad gamoviyurebi”.. da ganagrdzet gza.. kmayofili saxe mudam sheinarchunet.. tavi magla awiet (nu exla arc ise magla rom fexi wamovkrat raimes) da tamamad gadadgit nabijebi.. tavi ise igrdzenit rogorc telemsaxiobebi witel xalichaze, rac mtavaria iyavit bunebrivebi da sakutar tavshi darwmunebulebi, radgan chven tu ar davijerebt sakutari tavisas, sxva ragato daijerebs chvensas…