ფრჩხილების კვნეტა ერთ-ერთი ყველაზე არაესთეტიური ქმედებაა. ამ ჩვევის არაჰიგიენურობაზე რომ არაფერი ვთქვა, კვნეტა ფრჩხილებსაც დიდ ზიანს აყენებს: აფუჭებს ფრჩხილის ფორმას და სტრუქტურას, მოკვნეტილი ფრჩხილი ადვილად იქერცლება და მათ, ვისაც ეს პრობლემა ბავშვობიდან აქვთ, მოზრდილ ასაკში უფორმო, არამიმზიდველი ფრჩხილები უყალიბდებათ. ალბათ დამეთანხმები, ქალისთვის მოვლილი ფრჩხილები მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კია, ამ ჩვევის გამო კი ალბათ ფრჩხილის მოვლაზე და ესთეტიურობაზე საერთოდ ვერ ზრუნავ და ვერც კი აცნობიერებ, ისე იფუჭებ სულ ახლახან გაკეთებულ მანიკურს. თუმცა, მინდა განუგეშო, ფრჩხილების კვნეტა ნამდვილად არ არის 21-ე საუკუნის პრობლემა, რადგან მის თავიდან ასაცილებლად უამრავი, თან არც თუ ძვირადღირებული საშუალება არსებობს, რომელიც შეგიძლია ახლავე შეიძინო.
უბრალოდ დააკლიკე სასურველი პროდუქტის ფოტოს და შეიძინე Amazon-ზე.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფრჩხილების კვნეტა ისეთივე ჩვევაა, როგორიც, მაგალითად, სიგარეტის მოწევა, დროთა განმავლობაში გაუაზრებელ მოქმედებად იქცევა.
პირველი და ყველაზე ეფექტური საშუალება „მავალა სტოპ“ ფრჩხილის ლაქია. ლაქს ამაზრზენი გემო აქვს და რიგ შემთხვევებში გულის რევასაც იწვევს, შესაბამისად არათუ ფრჩხილის მოკვნეტა, არამედ თითის პირში ჩადებაც კი აღარ მოგინდება. ეს საშუალება საკმაოდ ეფექტურია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად გსურს გათავისუფლდე ამ მავნე ჩვევისგან.
შემდეგი პროდუქტი გახლავს ლაქი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ჩვეულებრივ ლაქზე, ზემოდან. გემო რამდენიმე დღეს ძლებს და არაა აუცილებელი ყოველ დღე ახალი ფენის წასმა. არ იწვევს ღებინებას. ამ ლაქის გამოყენება მამაკაცებსაც შეუძლიათ, ფრჩხილზე წასმისას ის შეუმჩნეველია.
კიდევ ერთი მშვენიერი პროდუქტი ფრჩხილიკვნეტიობისგან გასათავისუფლებლად ეს საშუალებაა. ლაქი წასმისას ფრჩხილს ყვითელ ტონალობას აძლევს. მთავარი იარაღი აქაც გემოა, თუმცა არ იწვევს ღებინებას. აუცილებლად უნდა წაისვა კვირაში ორჯერ. როგორც მომხმარებლები წერენ, შედეგი გარანტირებულია, რადგან ასეთ საშინელ გემოს ვერავინ უძლებს. ამასთანავე, ეს ლაქი ფრჩხილებს ზრდაში ეხმარება, რაც მოკვნეტილი და გაფუჭებული საფარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
და ბოლოს, განსხვავებული პროდუქტი – ფრჩხილების კვნეტის საწინააღმდეგო კრემი. კრემს არ აქვს წიწაკის არომატი, არ იწვევს პირის წვას, მაგრამ ხელების პირთან მიტანა ნამდვილად არ მოგინდება ამაზრზენი გემოს გამო, რომელიც ხანგრძლივად რჩება პირის ღრუში. კრემი უძლებს რამდენჯერმე ხელის დაბანასაც. როგორც მწარმოებელი ამბობს, შედეგი გარანტირებულად დგება (ანუ აბსოლუტურად გიქრება მავნე ჩვევა) 10-14 დღიანი გამოყენების შემდგომ.
► აქვე დავამატებ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო პროდუქტს, რომელიც მშობლებს დააინტერესებთ. ეს პროდუქტი იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც ცერა თითის წოვის ჩვევა აქვთ.
არ დაგავიწდეს! მთავარია გინდოდეს მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა და ყველაფერი გამოვა!
ლამაზი ფრჩხილები და მოვლილი ხელები გარშემომყოფებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენის გარანტიაა!
ფსიქოლოგია არ დაგავიწყდეთ …
როგორ გადავაჩვიე მე პირადად ჩემი 5 წლის გოგო ფრჩხილების კვნეტას?
ძალიან მარტივად …
ერთ დღესაც, ბაღიდან მოსულს, მაგიდაზე დავადებინე ორივე ხელი და შევახედე ფრჩხილებზე. ვთხოვე თვითონ აღეწერა რას ხედავდა … შემდეგ კი ავუხსენი, რომ ფრჩხილებდაჭმული არცერთ ბიჭს არ მოეწონებოდა, რომ გოგო ლამაზი უნდა იყოს და ა.შ. …
და პრობლემაც მოიხსნა … 100%-ით!
mamachemmac ase gadamachvia :D
20 წლის ბიჭი ვარ და ვერაფრით ვერ გადავეჩვიე, როცა გარეთ ვარ ან სადმე მივდივარ არასდროს ვიკვნიტავ , მაგრამ სახლში თუ ვზივარ და ტელევიზორს ვუყურებ ან კომპიუტერს აი მაგ დროს უცებ მოვიკვნიტავ ხოლმე და რო გამახსენდება რო არუნდა მოვიკვნიტო უკვე გადაჩმული მაქვს ხოლმე მთელი თითები და თან ისე საშინლად და იმხელაზე ვიკვნეტ რო ტკივილები მაქვს მერე არვიცი რისი ბრალია ალბათ რაღაცაზე რო ვიძაბები გადავერთვები ხოლმე ფრჩხილების ჭამაზე
და სად იყიდება „მავალა სტოპ?
მეც ეგ მაინტერესებს სად ვნახო ,,მავალა სტოპ”?