კბილის ფერი საკმაოდ პრობლემატურია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხშირად მიირთმევს ყავას, მწეველია და სტომატოლოგს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში აკითხავს. ალბათ დამეთანხმებით, თანამოსაუბრის ღიმილი განსაკუთრებულად სასიამოვნო გვეჩვენება, როცა მას ლამაზი, მოვლილი და ბუნებრივად თეთრი კბილები აქვს.
საქართველოში კბილების გათეთრების პროცედურა რამდენიმე მეთოდის გამოყენებით თითქმის ყველა სტომატოლოგიურ კლინიკაში კეთდება, თუმცა ამჯერად მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ყველაზე პოპულარულ ZOOM მეთოდზე, ანუ გელის გამოყენებით კბილის ფერის კორექციაზე.
პროცედურა მარტივია: სტომატოლოგი ამოწმებს პირის ღრუს სიჯანსაღეს, ახდენს რბილი ქსოვილების იზოლირებას, კბილებზე ათავსებს გელს და ანათებს სპეციალურ ჰალოგენურ ნათურას, რომელიც ჟანგბადს გამოყოფს. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა კბილის ფერი 4-8 ტონით გაღიავდეს, რაც მთავარია, მინანქრის დაზიანების გარეშე. აღნიშნული პროცედურის ფასები სტომატოლოგიურ კლინიკებში 200 ლარიდან იწყება.
მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკურად 100%-ით ჯანსაღი კბილები მაქვს, მაინც ხშირად ვსტუმრობ სტომატოლოგს გაწმენდის პროცედურისთვის. თუმცა, რადგან მწეველი ვარ და ყავასაც ხშირად მივირთმევ, ერთი წლის წინ გადავწყვიტე, მეცადა გათეთრების პროცედურაც და ერთ-ერთ კლინიკაში ZOOM სისტემაზე ფასდაკლებით ვისარგებლე.
მართალია, შედეგი მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო იყო, თუმცა:
- სტომატოლოგმა წინასწარ არ შეამოწმა ჩემი პირის ღრუ;
- გამოიყენა ჩვეულებრივი კაპები რბილი ქსოვილის დაცვის გარეშე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ღრძილების ქიმიური დამწვრობა მივიღე და შემდეგ 5 დღის განმავლობაში ვმკურნალობდი.
ამ არც თუ სასიამოვნო გამოცდილების მიღების შემდეგ, გადავწყვიტე, ინტერნეტ-გამოძიება ჩამეტარებინა და ზუსტად გამეგო პროცედურის სწორი წარმართვისთვის საჭირო წესები. საბოლოოდ, აღმოვაჩინე, რომ უკეთესი შედეგის მიღწევა სახლის პირობებშიც შეიძლებოდა.
რა დაგვჭირდება?
1. სპეციალური გელი
კარბამიდის პეროქსიდის შემცველი გელი, რომლის შეძენაც ამაზონზე საკმაოდ მარტივად და იაფად შეგიძლიათ, შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი სიძლიერის გელი. ამ ეტაპზე მე ყველაზე ძლიერს – 44%-იანს ვიყენებ, თუმცა დასაწყისისთვის 22%-იანის გამოყებით დაიწყეთ.
მნიშვნელოვანია: გელი არ უნდა იყოს დამზადებული მჟავაზე, შეარჩიეთ გელი, რომლის სახელწოდებაშიც მითითებულია “Carbamide Peroxide”.
2. კაპები
კაპები, რომელშიც გელს მოათავსებთ და კბილებზე დაიმაგრებთ. საუკეთესო ვარიანტია სპეციალურად თქვენი პირის ღრუსთვის დამზადებული კაპების გამოყენება, თუმცა მათი შეძენაც ძალიან იაფად ამაზონზე შეგიძლიათ. მე კაპებს არ ვიყენებ, რადგან მათ გარეშე ბევრად უკეთეს ეფექტს ვიღებ, თუმცა შეგიძლიათ, მაინც სცადოთ.
3. ლურჯი შუქი
ეხმარება და აუმჯობესებს გელის მოქმედებას.
პროცესი:
ნაბიჯი 1. პროცედურის დაწყებამდე რბილი ჯაგრისით მსუბუქი მოძრაობებით გაიხეხეთ კბილები.
ნაბიჯი 2. დაიცავით ღრძილები ჩვეულებრივი ბამბის გამოყენებით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დაუცველ ღრძილებზე გელის მოქმედებამ შესაძლოა მათი ქიმიური დამწვრობა გამოიწვიოს.
ნაბიჯი 3. ყურის ჩვეულებრივი ჩხირების გამოყენებით გელის მცირე რაოდენობა დაიდეთ კბილების ზედაპირზე, ან გელის მცირე რაოდენობა მოათავსეთ კაპებში.
ნაბიჯი 4. ჩართეთ ლურჯი შუქი და მოათავსეთ პირის ღრუში ისე, რომ თანაბრად ანათებდეს ყველა კბილს.
ნაბიჯი 5. დაელოდეთ 20 წუთი პირველი პროცედურის დროს, შემდეგში პროცედურის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია სურვილის მიხედვით. შეეცადეთ არ გადაგეყლაპოთ გელი დიდი რაოდენობით.
ნაბიჯი 6. პირის ღრუ თბილი წყლით გამოირეცხეთ. არავითარ შემთხვევაში არ გაიხეხოთ კბილები პროცედურის შემდეგ.
ნაბიჯი 7. 2 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ საკვების, სასმლის მიღებისგან და მოწევისგან, ან მიიღეთ მხოლოდ თეთრი ფერის საკვები/სასმელი.
შესაძლებელია პროცედურამ გამოიწვიოს მგრძნობელობის ოდნავი მატება, რომელიც მეორე დღეს გაივლის. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე. თუ აღგენიშნებათ მგრძნობელობის ძლიერი მომატება, შეწყვიტეთ პროცედურის ჩატარება დროებით. კურსის გამეორება დასაშვებია ერთი თვის შესვენებით.
წარმატებებს გისურვებთ!
Didi madloba Gvanci, ra unda gkitxo, me didad chaxeduli ar var kbilebis gatetrebis teknologiebshi, ise gaimgia rom vinc kbilebs itetrebs klinikashi (ar vici metods ra kvia, ai hollywood smile-s ro edzaxian) mere ar echmevat araperi citeli, arc yava da arc sigareti. sheni metodit ro gavitetro saxlshi kveba da moceva chveulebriv sheidzleba???? yavaze uars ver vityvi, verc citel alubalze pamidorze d amarcyvze :D didi madloba cinascar
შოკო, არაფერზე უარის თქმა არ არის საჭირო. უმჯობესი იქნება გათეთრების პროცედურიდან 2 საათის განმავლობაში არ დალიო ყავა, მერე რამდენიც გინდა. ეს მეთოდი დაახლოებით არის ის, რასაც ZOOM-ს ეძახიან. თუ ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც საჭიროა ორი კვირის განმავლობაში, შესამჩნევი შედეგი გექნება.
დიდი მადლობა, საინტერესო სტატიაა. ეფექტი რამდენ ხანში აქვს? 2 კვირაში დაახლოებით რამდენი ტონით თეთრდება? ამ პროცედურამდე კბილების ზოგადი გაწმენდა (ქვებისგან და ა.შ.) რეკომენდირებულია თუ არა?
ექიმის გარეშე მაინც არ მგონია რეკომენდირებული იყოს სახლის პირობებში გათეთრება
თეო, კბილების გაწმენდა ყოველთვის შეგიძლიათ, თუმცა თუ ჯერ გაიწმენდთ და შემდეგ გაითეთრებთ, ეფექტი უფრო თვალსაჩინო იქნება. ეფექტი პირველივე გამოყენებისთანავე აქვს. 2 კვირაში კბილები თეთრდება მინიმუმ 3 ტონით, გააჩნია თავდაპირველ ფერს.
ლელა, სტატია სტომატოლოგთან კონსულტაციის შემდეგ დაიწერა. რა თქმა უნდა, თუ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცავით, რაც მითითებულია, შესაძლოა გავნოთ, თუმცა იმაზე უარესი მაინც არ მგონია დაგემართოთ, რაც მე სტომატოლოგთან გათეთრებისას, რაზეც ზემოთ ვყვები:)
es sachiro nivtebi sad iyideba?
მითითებულია, ამაზონზე : )
amazon.com-ze, linkebic xom mititebulia, ubralod daakliket surats da pirdapir ik moxvdebit sadac sachiroa :)
kariesian kbils upro daazianebs albat xo? absoliturad jansagi unda iyos piris gru
პროცედურა ტარდება მაქსიმუმ წინა 8 კბილზე, თუმცა სასურველია, ყველა კბილი ჯანსაღი იყოს, ან იმკურნალოთ და შემდეგ ჩაიტაროთ გათეთრების პროცედურა, თუ ნამდვილად კარიესია.
rac aucilebelia piris gru unda iyos mowesrigebuli radganac tu kariesi aqvt gamatetrebeli geli aatkiebt kbils :))) tu es geli ar atkiebs???
აუცილებლად:) თუმცა გააჩნია რამდენპროცენტიანია გელი და რა ეტაპზეა კარიესის განვითარება.
mec mainteresebda ucxoelebs saidan aqvt aseti tetri kbilebi da am sashualebas vedzebdi. madloba postistvis. gamoviwer da chem tavze gamovcdi. imedia gaamartlebs :))
იმედია გამოგადგებათ <3
gatetrebidan 1 tve kariesebis mkurnaloba ar sheidzleba. : )
am proceduramde kbilebis gacmenda aucilebelia, aba, nadebiani kbilebi gavitetrot? : ) :D
es procedura saxlis pirobebshi da mit umetes stomatologis konsultaciis gareshe, yovlad daushvebelia. garda amisa, is sashualebebi, romlebsac tvitneburad archevt amazonze da shemdeg iyenebt shesadzloa arc tu ise uvnebeli iyos da grdzilebis damwvroba am ukuchvenebebtan shedarebit kanfetkaa. sanam qimiurad gaitetrebdet kbilebs, aucilebelia meqanikuri wmenda, qvebisa da nadebis moshoreba da rac yvelaze mtavaria, kimiuri gatetrebis shemdeg yovlad daushvebelia yava, sigareti, feradi sasmeli (kokakola, fanta, wveenebi da a.sh. ) amyvelafris shesaxeb eqimma unda gaafrtxilos pacienti da unda misces mititebebi. mravaljeradi gatetreba ki isedac dzalian did safrtxes uqmnis kbilis qsovilebs da momavalshi am formit gatetrebuli kbilebi dzalian did problemebs moitans.
sinamdvilesi, araa rekomendebuli yavis, sigaretis da feradi sakvebis migeba. am formit kidev im sashualebis propaganda, romlis shemadgenloba, chvenebebshi da ukuchvenebebshi bolomde ar xart gacnobierebuli, ubralod ar sheidzleba.
თამუნა, დიდი მადლობა დამატებითი ინფორმაციისთვის. სტატია დაიწერა სტომატოლოგთან კონსულტაციის შემდეგ. თქვენი რეკომენდაციები აბსოლუტურად გამართლებულია, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მოწევას თავს არავინ დაანებებს მხოლოდ იმის გამო, რომ კბილები გაითეთრა. კბილების გათეთრების მეთოდს ძირითადად მწეველები მიმართავენ საკმაოდ ინტენსიურად და ე.წ. ZOOM სისტემით გათეთრების მეთოდი უსაფრთხოდ ითვლება სწორად გამოყენების შემთხვევაში, არასწორად გაკეთებული კი ყველაფერი მავნეა. რა თქმა უნდა, ყველა პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუმცა ჩემი აზრით, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც სტომატოლოგის სკამზე ჩატარდეს აღნიშნული პროცედურა, რადგან თუ სწორად გავაკეთებთ, სახლშიც არანაკლებ შედეგს მივიღებთ, სტომატოლოგებთან კი ფასები დაუჯერებლად გაბერილია.
ამ აპარატის გამოყენების შემდეგ კბილებს მგრძნობელობა ხომ არ მომატებია?
თავდაპირველად შეიძლება მოიმატოს მგრძნობელობამ. თუ შეგაწუხათ, რამდენიმე დღე დაისვენებთ და შემდეგ განაგრძობთ.
ძალიან მაგარ სტატიებს წერთ, მადლობა გამომადგება
2 კვირიანი კურსის შემთხვევაში რამდენი ცალი გელის გამოწერა დამჭირდება?
http://www.amazon.com/Remineralization-Gel-Remineralizing-Sensitivity-Whitening/dp/B004VEZ1LY/ref=pd_bxgy_hpc_img_y
aww დიდი მადლობა <3
10 მ.გრამიანი გელი გეყოფათ დიდხანს, დაახლოებით 3-4 ორ-კვირიანი კურსისთვის.
დაპლომბილ კბილს ალბად არაპერი ეშველება და უფრო შესამჩნევი გახდება :((
Ukana kbilebi daplombili maqvs.. me rogorc vici gatetrebis shemtxvevashi plombs ar ecvleba peri da zoomis shemtxvevashic egre iqneba xo?
დიახ, ასეა.
dzalian magari statiaa da male vcdi am yvelafers ^_^
da ramdenjer unda gaviketot es procedura?
წაიკითხეთ სტატია.
stomatologiurshi es procedura 300 lari jdebaa da amazonze gaskdes 50 dolari ar giiirs?
Диди ханиа минда амазонидан гамовицеро маграм вера да вер икнеб дамехмарот• феисбукзе момцерет
ak ar iyideba asetii?
gogonebo ver metyvit kbilebi romel klinikashi gavitetroo? arc vewevi da arc yavas vsvm minda lamazi tetri kbilebi mqondess
da ra jdeba usafrtxo kbilis gatetreba ise rom emali ar damiziandess
ფასები ამ მეთოდისთვის სხვადასხვაა და 300 ლარიდან იწყება ერთი პროცედურის ღირებულება.
პირველად ვითეთრებ და უნდა დავიწყო 22%-იანით ხო? 3-4 კვირა უნდა ვიხმარო 22%-იანი? თუ 22%-იანიც უნდა შევიძინო და 44%-იანიც და ვთქვათ 2 კვირა ვიხმარო 22%-იანი და შემდეგ დარჩენილ დროს 44%-იანი?
თათა, ჯერ შეიძინე 22%-იანი და რომ მორჩები, მერე შეგიძლია 44-იანზეც გადახვიდე.
გოგონებო მე გამოვიწერე და რადგანაც ორსულად ვარ არ ვიკთებ. თუ ვინმეს გნებავთ დაწერეთ და შეგეხმიანებით. 3 ცალი 10მგ გელი მაქვსს. და LED Accelerator Light – Professional
ანა მე შევიძენ, თუ უკვე სხვამ არ იყიდა. კაპებიც ხომ არ გაქვს?
zoom-is metodit gatetrebas utoldeba chvenit gaketebuli es procedura? da ramdenixani sheidzleba am epektis shenarchuneba?
gamarjobat mainteresebs am gelit tu shesadzlebelia rom es geli wavisva kbilebze da shemdeg aparatit http://www.amazon.com/gp/product/B0068OK7V4/ref=oh_aui_detailpage_o00_s00?ie=UTF8&psc=1?
გვანცა, თუ შეგიძლია შემეხმიანე , რამდენიმე კითხვა მაქვს :)
mtkivneulia es procesi netav ?
zan minda kbilebis gatetreba da ra jdeba xom ar icit ?
შესაძლებელია გსმენიათ ულტრაბგერითი გათეთრების შესახებ, ასევე ლაზერული და “Zoom” გათეთრების პროცედურების შესახებ. ამ სახელწოდებათა უმრავლესობა მოფიქრებულია მარკეტინგული გათვლებისათვის. გირჩევთ, მხოლოდ გამოცდილი, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული კბილის მათეთრებელი საშუალებების გამოყენებას, ისეთების როგორებიცაა Crest ან Procter & Gambel, ან თუ მეტი დრო და ფული გაქვთ დახმარებისათვის სპეციალისტს მიმართოთ. დაწვრილებით აქ: http://www.crest.ge/#!rogor-mushaobs/vro4q