ბოლო პერიოდში BB კრემებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. რა თქმა უნდა, ჩემნაირი ზარმაცი და მუდმივად დროის არ ქონის გამო უმაკიაჟოდ მოსიარულე ქალისთვის მისწრებაა მსგავსი, ყველაფერი ერთ ფლაკონში ტიპის კანის მოვლის საშუალება. როგორც BB კრემების მწარმოებელთა უმრავლესობა ირწმუნება, ამ ტიპის კრემი მრავალი მიმართულებით მოქმედებს: ატენიანებს და/ან კვებავს კანს, იცავს მზისგან (სხვადასხვა დონის SPF ფილტრი), ათანაბრებს სახის კანის ფერს (ტონალური კრემის ეფექტი), ფარავს/ასწორებს ნაოჭებს, და მოკლედ, გაბრწყინებული კანით და გასხივოსნებული სახეებით გვახარებს.
უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში მომიხდა რამდენიმე ტიპის BB კრემის გამოცდა საკუთარ კანზე, რომლის დამახასიათებელი ნიშნებია: პრობლემური T-ზონა, ღია ფერი, გამონაყარისკენ მიდრეკილება, კანის არათანაბარი ფერი, ანუ სტანდარტული სახის კანი, რომელიც ქალების უმრავლესობას ახასიათებს.
პირველად შევიძინე Garnier Miracle Skin Perfector (Light 02 ფერი, რადგან Medium-ი მუქად დაჯდა ღია ფერის კანზე). მწარმოებელი მპირდებოდა კანის 24-საათიან დატენიანებას, სახის კანის ტონალობის გასწორებას, ნაკლოვანებების დამალვას და გლუვი ზედაპირის შექმნას.
გამოყენებისას კრემის ფაქტურა აღმოჩნდა მსუბუქი, სწრაფად შეწოვადი, არ მქონია დღის განმავლობაში სიმშრალის შეგრძნება. სახის კანის ფერი ძალიან კარგად გაათანაბრა, მცირე გამონაყარი შენიღბა საშუალო დონეზე. ფასიდან გამომდინარე (8-10 ლარი) იმედები გაამართლა, ამიტომ ყოველდღიურად ვიყენებ.
მოგვიანებით ჩამივარდა ხელში Smashbox camera ready BB კრემი, რომლის ღირებულება ინტერნეტ მაღაზიებში 20-დან 35 დოლარამდე მერყეობს ფასდაკლებების და მოცულობის გათვალისწინებით. პროდუქტს გააჩნია 10 ტონალობა.
პირველივე ეფექტი, რაც გამოყენებისას შევამჩნიე, იყო კანის არაჩვეულებრივად გლუვი ზედაპირი, ჰაეროვანი ფორმულა უფრო ტონალურის შთაბეჭდილებას ტოვებს. გამონაყარი დაფარა სრულად, როგორც full coverage-ის შემთხვევაში ხდება. აშკარად ვიგრძენი განსხვავება Garnier-ისა და Smashbox-ის პროდუქტებს შორის.
Dior Nude BB Cream-ის ტესტერი მორიგი შენაძენისას შემხვდა. მისი ფასი 40-დან 80 დოლარამდე მერყეობს და გააჩნია 5 ტონალობა.
არ ვიცი რა საოცრებებს სჩადის პროდუქტი განგრძობითი და ხშირი მოხმარებისას, გარეგნული ეფექტები კი ნამდვილად კარგი აქვს: გლუვი კანი, გამონაყარის სრულყოფილი დაფარვა, ფერის და ტექსტურის გამძლეობა, მსუბუქი ფაქტურა და წასმის სიმარტივე საიამოვნოა მოხმარებისას. როგორც მწარმოებელი გვარწმუნებს, კრემი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და გამდიდრებულია მინერალური წყლის კომპონენტებით. კრემს მსუბუქი სურნელი დაჰკრავს, რომელიც თითქმის არ იგრძნობა.
Maybelline-ის Dream Fresh BB კრემი ასევე მიეკუთვნება შეღავათიანი ფასის მქონე პროდუქციას, მისი შეძენა თბილისში შეგიძლია 12-16 ლარის ფარგლებში. გააჩნია 5 ტონალობა.
დატენიანებული კანის შეგრძნება მთელი დღის განმავლობაში შემინარჩუნდა. საღამოსკენ მართალია, სახემ ფერი შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ ეს უფრო სტრესის, გადაღლილობისა და სიცივის ბრალი იყო, ვიდრე კრემის. გამონაყარი დაიაფარა საშუალო დონეზე, აშკარად საჭიროებდა დამატებით საფარს პუდრის სახით.
და ბოლოს, Clinique – ბრენდი, რომელიც სრულყოფილად მოვირგე ჩემს კანზე და არასოდეს მიცრუებს იმედს.
მისი BB კრემი სრულად შეერწყა ჩემი კანის ფერს და არ გაჩნდა გამოკვეთილი ხაზი ყელსა და სახეს შორის. დღის ბოლომდე არ გამჩენია კანის გაცხიმიანების პრობლემა, არც კანის დაჭიმულობის შეგრძნებას შევუწუხებივარ. ამ კრემს ახასიათებს გამორჩეული თვისება – Age defense – ასაკთან ბრძოლა. ალბათ ბრენდის ამოჩემება სუბიექტურია და სავსებით შესაძლებელია პროდუქტი, რომელიც ჩემი კანისთვის იდეალურია, სხვას არ მოეწონოს, მაგრამ ეს ის კრემია, რომელიც ჩემთვის შეუცვლელია ყოველდღიური მოხმარებისთვის.
მომავალში ვაპირებ, დავტესტო შემდეგი პროდუქტები: Skin 79, L’Oreal-ის Magic Skin beautifier, Lioele, Estee Lauder-ისა და dr. Brandt-ის BB კრემებს, რომლებსაც ძალიან კარგი გამოხმაურება აქვთ როგორც ინტერნეტ სივრცეში, ასევე ჩემ ირგვლივ, ნაცნობ-მეგობრებში.
ერთი მნიშნელოვანი რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგცე: რომელი კრემიც უნდა ამოირჩიო, მთავარია, ძილის წინ სახის გაწმენდა და მაკიაჟის მოშორება არ დაგეზაროს/დაგავიწყდეს, რადგან მაკიაჟით დაძინების შედეგებს შემდეგ უკვე ვერანაირი სახის კრემი ვერ აღადგენს და დაფარავს.
gamarjoba salo, sad sheidzine smashbox? an clinique sad shemidzlia shevidzino? cximiani kani maqvs da cota gamonayaric mawuxebs.
სალომე, ყველა პროდუქტზე დაწკაპუნებით გადახვალ ამაზონის ბმულზე, საიდანაც შეგიძლია ამ პროდუქტების შეძენა.
Me Garniers vxmarob, magram saxeze damatenianebeli kremis gareshe arasdros ar wamisvams.. daparvit kmayopili var, magrad chemi saxis kanidan gamomdinare sagamosken cotati vchreldebi xolme ((
sad ikidebaa?)))
http://www.amazon.com/Physicians-Formula-Super-Beauty-Medium/dp/B00AXRD8BS/ref=sr_1_19?ie=UTF8&qid=1387553427&sr=8-19&keywords=bb+cream+beauty+balm (მე ამას ვიყენებ და ძაან მომწონს )
BB კრემი იგივე ტონალურია ? მე Vichy-s ტონალურს ვიყენებ ზოგჯერ კმაყოფილი ვარ ზოგჯერ კიდევ კანს მიშრობს საშინლად და ვეღარ გავიგე რაა
garnies vxmarob,idealuria,bazrobazec aris da aftiaqebshic
Es dzalian kargia http://iciparis.ge/?m=2&brand=101&prod=902
tamo ragirs es?
თბილისში თუ შეგვიძლია შევიძინოთ რომელიმე,გარნიეს გარდა? გამოწერას რომ ავცდეთ :)
მეიბილაინი
http://iciparis.ge/?m=2&brand=101&prod=902
Ana Getashvili voulez-vous da ici paris aqvs diori da clinique
este louderi yvelaze cudi bb kremia rac minaxavs da gamisinjavs :))
და თმიანობის პრობლემის მხრივ რამდენად გამართლებულია? ხომ არ აუარესებს ამ პრობლემას?
tonalur kremebze ras ityvit?
მე მაქვს კლინიკის CC კრემი და გაგიზიარებთ გამოცდილებას :)
dzalian kargi BB kremia aseve MISHA BB CREAM<<:))) sul male chamomiva da shedegsac male gagacnobt..manamde GARNIER BB kremit vsargeblob da aseve kmayopili var..saertod uari vtkvi tonalurze. saxec dzalian chamiwyanrda..
arasodes momisinjavs BB Creamebi. mainteresebs romeli asakidanaa rekomendirebuli misi gamoyeneba? :)
აბსლუტურად ვეთანხმები მაკიაჟით დაძინების კატასტროფულად შეფასებას.
ერთადერთი, რასაც შეუძლია ჩემს სახეს კვალი დაატყოს გამონაყარის და სხვა უბედურებების სახით, არის მაკიაჟით დაძინება :/
me garnie shevidzine,
tqveni statiis rcheva gavitvaliscine da gaamartla namdvilad.
dzalian mouxda chems gamomshral kans.
chemi saxe didxans inarchunebs ertgvarovan pers da dzalian rbili da sasiamovnoa,verc vgrdznob tonaluri rom misvia.
didi madloba:)))
Isiparshi ragirs es bb kremi icis vinmem?
yvelaze kargi saxeze gamonayaris mosashoreblad aris game daibanet digtiarnoe milos saonit kargad tan saponi erti 2 wuti gaicheret saxeze aqafebis mere. gamonayarebsac aqrobs da saxesac zalian wmindavs. rac am sapnis xmareba daviwye mas mere aranair dush gels arc sxva rames agar vxmarob da tavsac digtiarnoes shampunit viban
maia eg romeli saponia shegizlia zustad mitxra
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B5%D0%B3%D1%82%D1%8F%D1%80%D0%BD%D0%BE%D0%B5_%D0%BC%D1%8B%D0%BB%D0%BE
Es rusuli warmoebaaa ?? Iqneba upro kargad agvixsna maia :* sityvaa gaugebari
asakobrivi shezgudvebi xo ar aq?
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B5%D0%B3%D1%82%D1%8F%D1%80%D0%BD%D0%BE%D0%B5_%D0%BC%D1%8B%D0%BB%D0%BE
Saponi saxis kanistvis dznelad shesarcheia,yvelatsvis gansxvavebulia amavdroulad isic minda avgnishno rom sapvnis gamoyenebas sjobs dasabani qafi gamoiyenot,piradad me GIG firmis dermoclears viyenen da dzalian kmayofili var,saxeze agarc gamonayari agar maqvs xolme da kanic dz kargad gamoiyureba)))
მე EVELINE BB კრემი – ბავშვის კანის ეფექტით მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ, არც ძვირია და ჩემს კანს უხდება.
ძალიან გთხოვთ მირჩიოთ იქნებ ცხიამიანი კანისთვის რომელი ბბ კრემი იქნება კარგი ? გამონაყარი არ მაწუხებს, უბრალოდ ტზონა მაქვს ცხიმიანი. მადლობა წინასწარ :)
xom ver metyvit romeli damatenianebeli kremia uketesi tonaluramde wasasmelad??
sad shemidzlia yidvaa?
SOSKIN_ ის CC კრემი გიხმარიათ.. თუ არა გირჩევთ სცადოთ, აი სამკურნალო და ტონალურის ეფექტის ერთიანობას ნამდვილად იგრძნობთ. :) განსხვავებული და საოცრად ეფექტური საშუალებააა..
sad sheidzleba eg cc kremi rom0 shevidzino?
https://www.facebook.com/560136820717804/photos/a.569208386477314.1073741831.560136820717804/666473656750786/?type=1&theater
ai es aris yvelaze efeqturi da naturaluri BB kremi,romelic mkvdari zgvis mineralebzea damzadebuli da arachveulebriv efeqts idzleva,shedzena shegidzliat tbilisi mall-shi karfuris win mdebare kioskshi an meore sartulze burger kingis eskalatortan magazia “seacret”-shi :)))
mati produqciit me dzalian kmayofili var
ცადეთ soskin -ის ტონალური კრემი იგივე bb კრემი, ორი ფერი აქვს,არაჩვეულებრივი სუნი,კარგათ ფარავს ნაკლვანებებს და ლაქებს, თან საკმაოდ მსუბუქია, პსპ ,ავერსი,ფარმასახშიც იყიდება
პ.ს ცხიმიან კანზე არაჩვეულებრივია -soskin
https://www.facebook.com/560136820717804/photos/pb.560136820717804.-2207520000.1402580843./608952619169557/?type=3&theater unikaluri
oriflame-s cc da avon-is bb კრემზე რა აზრის ხართ? მათი ფასი, 30მლ- 15 დან 30 ლარამდე მერყეობს. ვფიკრობ 2ვე ნორმალურია, რათქმაუნდა უკეთესი შემოთავაზება ბევრ სხვა ფირმას შეიძლება ჰქონდეთ, უბრალოდ მე გამიკვირდა, ამდენი ფირმის ჩამონათვალში ერთხელაც რომ არ გაიჟღერა ჩემს მიერ ზემოთნახსენებმა მწარმოებელთა სახელებმა. maybeliines pudri maqvs arausavs. სხვა ფირმები არასდროს დამიტესტავს. დამაინტერესა clinique-s bb კრემის ვერსიამ.
მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის რომელია უკეთესი?
Wavikitxe yvela zemoxsenebuli komentari. Sachiro da sasurveli informacia mivighe. Me viyeneb oriflame-is tonalur krems ‘The One’ da dzalian kmayofili var. Aseve dzalian kargia SOSKINI da BOURJOIS firmebic
gamarjobat,mainteresebs garnier-is kremi tu faravs siwitles saxeze,odnav anerviulebis drosac ki dzalian vwitldebi rac dzalian ar momwons
გამარჯობა, გარნიერის BB კრემი ვიყიდე რომელიც ერთი ტონით მუქი აღმოჩნდა ჩემ კანზე, მე ჩემი კანის ფერი მინდა ვინმეს მსგავსი პრობლემა ხომ არ გაქვთ ოღონდ ღია ფერზე? გავცვალოთ