განსხვავება დეპილაციასა და ეპილაციას შორის:
დეპილაცია არის თმის ღერის მოშორება, რომელიც კანის ზედაპირზე მდებარეობს, ხოლო ეპილაცია – თმის ამოღება ძირიანად, რის დროსაც ხდება ფოლიკულის აპარატის დაზიანება. ეპილაციის შემდეგ თმა სამუდამოდ არ ქრება, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე აღარ შეგაწუხებთ.
მოდის ზაფხული და ეს მშვენიერია. ზამთრის პირველი სუსხი დაწყებული არც იყო, რომ მე თვალის დახუჭვაზე ისევ მცხუნვარე მზე და ზღვის ტალღები წარმომიდგებოდა, მაგრამ არ მინდა გამგზავრებამდე ორი დღით ადრე ისევ ჩემმა დაქალმა დამირეკოს ბედნიერი ხმითა და შემდეგი სიტყვებით –
“ახლა ლაზერულ ეპილაციაზე ჩავეწერე”.
ვინც ხვდება ჩემი იმ დღის ტრაგედიას, გილოცავთ, თქვენ იცით რა არის ლაზერული ეპილაცია, ვინც არა მინდა მცირე განმარტებითი ლექსიკონის სახით, პირადი რჩევებითა და ფორუმზე მოძიებული ცნობებით სწორად გათვალოთ საოცნებო ადგილას გამგზავრებამდე რამდენი დღე გაქვთ დარჩენილი და შესაბამისად რომელი პროცედურა იქნება თქვენთვის უფრო ეფექტური და რაც მთვარია – უსაფრთხო.
თმის მოცილების სხვადასხვა ხერხების დადებით და უარყოფით მხარეებზე უკვე იყო ჩვენ ჟურნალში სტატია, მაგრამ ახლა მინდა ცოტა უფრო სხვა კუთხით “გავიმეორო” ისინი.
თუ საქმე ბიკინის ზონის ეპილაციას ეხება აქ საქმე უფრო რთულადაა, სხვა ძირითად შემთხვევებში კი იცოდეთ:
ლაზერული ეპილაცია
შედარებით უმტკივნეულო და სწრაფი პროცედურაა. ლაზერის სხივი აღწევს თმის ფოლიკულის სიღრმემდე და ანადგურებს მას ისე, რომ არ იწვევს კანის მთლიანობის დარღვევას. გაცივების დინამიკური სისტემა კანს დამწვრობისა და დაზიანებისაგან იცავს.
უპირატესობა: პროცედურა სწრაფია და ამიტომ ტკივილსაც თითქმის ვერ ვგრძნობთ, განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს სხეულზე და რამდენიმე პროცედურაში თმა თითქმის აღარ ამოდის, თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია. პირველივე პროცედურიდან შეატყობთ რომ კანი გათეთრდა, ხოლო თმა განახევრდა, ამასთან ღია ფერის და რბილია.
ნაკლი: ლაზერული ეპილაციის შემგეგ ჩემი დაქალივით არ იფიქროთ, რომ თმა მაშინვე მოგშორდებათ, ამას ორ კვირამდე მაინც დასჭირდება. ესეც რომ არა მის შემდეგ არ შეიძლება მზის სხივებში ნებივრობა, რადგან ამას შეუძლია კანის დამწვრობამდეც კი მიგიყვანოთ. ზოგჯერ ლაზერული ეპილაცია უშედეგოა ქერა თმისთვის.
ელექტროეპილაცია
ელექტროეპილაციის პრინციპი გულისხმობს დენის თმის ბოლქვზე ზემოქმედებას, რის შედეგადაც თმა იწყებს ცვენას, შემდეგ კი აღარ იზრდება. თხელი წვერის მეშვეობით ელექტროდენი აღწევს კანის გარკვეულ სიღრმეში და იწვევს თმის ბუდის დაშლას. პროცედურა ხანგრძლივი და მტკივნეულია გაყუჩების გარეშე, თუმცა გაყუჩების (დაბუჟების) შედეგად კანი სივდება, პროცედურის შემდეგ რჩება წითელი წერტილები რომლებზეც სპეციალურ დამამშვიდებლებს ისვამენ. არის რისკი იმისა, რომ კანზე დარჩეს ნემსის კვალი, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოთ სპეციალისტი.
უპირატესობა: თმის სამუდამოდ მოცილების მეტი შანსი.
ნაკლი: დახარჯული დრო და ნერვები. დარჩენილი სიწითლე, დასიება და მომავალში კანზე პრობლემების გაჩენის რისკი.
ფოტოეპილაცია
დღეისთვის იგი ითვლება არასასურველი თმების მოშორების ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ საშუალებად. ამ მეთოდის გამოყენების პრინციპი ეფუძნება სხივური ტალღების თმაზე ზემოქმედებას. კანის შერჩეულ, დაახლოებით ხუთი კვადრატული სანტიმეტრის მოცულობის უბანზე სპეციალური მოწყობილობიდან დაასხივებენ სინათლის ხილულსა და მოკლე დიაპაზონის ინფრაწითელ სხივებს, რომლის ფოტონებიც თმის დაშლას იწვევს.
უპირატესობა: ეფექტურია სახისა და სხეულის ნებისმიერ ადგილზე, გამოიყენება ნებისმიერი სისქისა და ფერის თმის მოსაცილებლად.
ნაკლი: ფოტოეპილაციის შემდეგ თავი უნდა შევიკავოთ აეროზოლის ტიპის ლოსიონების, ოდეკოლონის, სუნამოების, სხვადასხვა სპირტისშემცველი ტონიკისა თუ პარფიუმერიის ხმარებისგან, რადგან ამ ყოველივემ შესაძლოა პიგმენტური ლაქები გაგიჩინოთ კანზე.
ელექტრო ეპილატორი

ამ მინიატურული ელექტროხელსაწყოს მოქმედება მარტივია: ე.წ. პატარა “პინცეტები” თმას ფოლიკულასთან ერთად წიწკნიან. შედეგი დიდხანს შენარჩუნდება თუ ვიხმართ თმის ზრდის შემამცირებელ საშუალებებს.
უპირატესობა: თუმცა მაინც ინდივიდუალურია, მაგრამ ეფექტი ერთ თვემდეც კი გრძელდება, ხოლო შემდეგ ამოსული თმა ბევრად სუსტია.
ნაკლი: ხანდახან თმა ბრუნდება, რაც დამატებით საზრუნავს ქმნის, ხოლო ბიკინის ზონაში ეს პროცედურა სულაც არ არის სასიამოვნო.
როგორ ავარიდოთ თავი თმის ჩაბრუნებას:
- სანამ თმის მოცილებას დავიწყებთ მივიღოთ თბილი აბაზანა;
- კარგად გავიხეხოთ კანი სკრაბითა და/ან უხეში ქისით.
თუ თმა მაინც ჩაბრუნდა:
კანი ჩაბრუნებული თმის გარშემო დაიმუშავეთ სპირტით, თმა კი უნდა ამოვიღოთ პინცეტით ან ნემსით, რომელიც შემდეგი გართულებების ასევე თავიდანვე დაამუშავეთ სპირტით. პროცედურის დაწყებამდე მიიღეთ ცხელი აბაზანა, რადგან რბილ კანზე ამის გაკეთება უფრო უმტკივნეულო და ეფექტურია. ფრთხილად ამოსწიეთ ნემსის წვერით თმის ღერი, მოკიდეთ მას პინცეტის პირი და ამოაძრეთ. შემდეგ კანი ისევ დაიმუშავეთ სპირტით, რომ არ შეიჭრას ინფექცია, ასევე კარგი იქნება თუ წაისვამთ ანტისეპტიკური მალამოს.
ბოდი შუგარინგი
სხეულიდან თმის მოცილების საკმაოდ ეფექტური და ამავდროულად იაფი საშუალებაა, რომელსაც გადმოცემით კლეოპატრაც იყენებდა.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: შაქარი, წყალი და ლიმონის წვენი.
მომზადების წესი:
ერთმანეთში აურიეთ 2 ჭიქა შაქარი, 1/4 ლიმონის წვენი, 1/4 ჭიქა წყალი და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. მასამ უნდა მიიღოს ყავისფერი შეფერილობა. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მიგეწვათ. კანის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად დაელოდეთ მიქსტურის ოდნავ შეგრილებას. შეგიძლიათ თავდაპირველად ხელის გულზე მოსინჯოთ მიქსტურის ტემპერატურა. შემდეგ გარკვეული მასა წაისვით სხეულის იმ ნაწილზე, სადაც გსურთ არასასურველი თმის მოცილება და გადაანაწილეთ ბლაგვი დანით. მოიმარაგეთ პატარა ბამბის ქსოვილი ან მკვრივი ქაღალდი და დააფინეთ საგულდაგულოდ წასმულ მასაზე. რამდენიმე წუთში დაკრული ქსოვილი აიფხრიწეთ თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით. დარჩენილი მასა შეგიძლიათ მომავალშიც გამოიყენოთ.
უპირატესობა: თმის ფესვიანად ამოღება და დროთა განმავლობაში თმის ზრდის ინტენსივობის შემცირება. ასევე შეფერილობაც შესაძლოა უფრო ღია გახდეს, თუმცა ესეც ინდივიდუალურია.
ნაკლი: მიქსტურის არევის შემთხვევაში შედეგი თითქმის არაა ეფექტური. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მასის ხელმეორედ გაცხელება გამოიწვევს მის გასქელებას.
დეპილაცია ცვილის მეშვეობით

ყველაზე ხშირად გამოიყენება ცხელი ცვილი. მას აცხელებენ მიკროტალღოვან ღუმელში ან ცხელ წყალში, შემდეგ ისვამენ თხელ ფენად და იშორებენ ქსოვილის ნაჭრით. თბილი ცვილი მოსახერხებელია იმით, რომ მისი გათბობა ხელის გულებითაც შეიძლება. იგი იყიდება სპეციალურ ფლაკონში “ბურთიანი” აპლიკატორით, რაც აიოლებს ცვილის თხელ ფენად წასმას. ცივ ცვილს უფრო ნაკლები ტემპერატურა სჭირდება, ხშირად მაშინვე ისმევა ქსოვილზე, ქაღალდზე ან პოლიეთილენის ზოლებზე.
უპირატესობა: ცვილი აშორებს თმას ფოლიკულთან ერთად, რისი წყალობითაც იძლევა ხანგრძლივ ეფექტს 3-4 კვირით.
ნაკლი: დამოუკიდებლად ცვილის თხელ ფენად წასმა საკმაოდ რთულია და ამ საქმის ცოდნას საჭიროებს. ამასთან, წასმისას უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად რომ კანი არ დაიწვათ. პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია და მის შემდეგ კანიც წითლდება.
კრემი დეპილაციისთვის
უბრალო, იაფი და უმტკივნეულო საშუალება თმის დაახლოებით ერთი კვირით მოსაშორებლად. დეპილაციის კრემებს შორის არის სხვადასხვა სახეობები: უნივერსალური, სახის, ბიკინის, იღლიის, ფეხისა და ხელისთვის და მგრძნობიარე კანისთვის. მათ ისვამენ კანის ზედაპირზე, აჩერებენ და შემდეგ სპეციალური შპატელის დახმარებით თმასთან ერთად იშორებენ.
უპირატესობა: სწრაფი და უმტკივნეულო მეთოდია. ამ კრემის გამოყენება პრაქტიკულად სხეულის ყველა ნაწილზე შეიძლება. უფრო ხანგრძლივ ეფექტს იძლევა, ვიდრე პარსვა. თუ პარსვიდან მეორე დღესვე ჩნდებიან მჩხვლეტავი თმები, დეპილაციის შემდეგ თმა ამოდის რბილი, მომრგვალებული თავით, რაც გლუვი და ნაზი კანის ეფექტს ქმნის. თმა ამოსვლას იწყებს 5-6 დღის შემდეგ.
ნაკლი: დეპილაციის კრემს აქვს ოდნავ უსიამოვნო, სპეციფიური სუნი მათ შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების გამო. ისინი შეიცავენ ქიმიურ კომპონენტებს, რომლებიც შლიან ზედაპირზე ამოსულ თმას. მგრძნობიარე კანის მქონეთათვის შეიძლება გამოიწვიოს მისი გაღიზიანება, ამიტომ წინასწარ ჩაიტარეთ ტესტი მგრძნობელობაზე. მწარმოებლები ცდილობენ შეამცირონ კრემის მავნე ზემოქმედება კანის მკვებავი და აღმდგენი ნივთიერებების დამატებით, ამიტომ შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი კრემები, რომლებიც შეიცავენ მცენარეულ ექსტრაქტებსა (ალოე ვერა, გვირილა) და ვიტამინებს (Е, С, D – პანტენოლი).
რამდენიმე რჩევა სწორი დეპილაციისთვის

- ძალიან მოსახერხებელი და ეფექტურია დეპილაციის წინ სპეციალური ხელსახოცებით კანის გაწმენდა, რომლებსაც ბევრი ფირმა გთავაზობთ დეპილაციის საშუალებებთან ერთად.
- გამოიყენეთ ლოსიონები დეპილაციის შემდეგ კანის აღსადგენად და თმის ზრდის შესანელებლად. ისინი ამშვიდებენ კანს და ახანგრძლივებენ დეპილაციის ეფექტს.
- დეპილაციის პროცედურის გაკეთება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში და მენსტრუაციიდან ერთი კვირის შემდეგ, რადგან მენსტრუაციამდე და მას შემდეგ კანი უფრო მგრძნობიარე ხდება და იხრება გაღიზიანებისაკენ ჰორმონების მომატების გამო.
- ყოველი მწარმოებელი ფირმა გთავაზობთ ინსტრუქციას დეპილატორის გამოყენებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული ინსტრუქციების დაცვა ყოველი კონკრეტული დეპილაციის საშუალებისათვის.
- აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი კანზე და დარწმუნდით, რომ მოცემული საშუალება არ გაგიღიზიანებთ კანს და არ მოგცემთ ალერგიას. ცნობილია, რომ დეპილატორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს 2-3 ხარისხის ქიმიური დამწვრობა, რის შედეგადაც კანზე რჩება შრამები მთელი ცხოვრების მანძილზე.
- არასოდეს გამოიყენოთ დეპილატორები წარბებისა და წამწამების ზონაში, ასევე დამწვარ ან დაზიანებულ კანზე. პირველ შემთხვევაში მოსალოდნელია ლორწოვანი გარსის სერიოზული დამწვრობა, ხოლო მეორეში – პრობლემის გაღრმავება.
ალექსანდრიტის ლაზერი მაქვს გაკეთებული და ძალიან ძალიან მტკივნეულიააა:((((((
aleqsandritis lazeri mtkivneulia? :D pirvelad mesmis
sxva epilaciis sashualebebtan shedarebit lazeruli epilacia umtkivneuloa, daje bikinis zonazec tavisuflad shesadzlebelia motmena.. :)
კი მართლა მკივნეულია, ჩემთვის არც არავის უთქვამს , გაგებულიც არ მქონდა რომ მწარე იყო. რო მივედი კინაღამ გავგიჯდი. არსებობს რაღაც კრემი ეპილაციამდე უნდა წაისვა, სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს .
კრემს ემლა ჰქვია.
saintereso statiaa, magram inpormacia mainc zedapirulia. lazeris bevri saxeoba arsebobe da iqneb erti statia mat shoris gansxvavebebze, mat naklsa daupiratesobebec dawerot:-))) magalitad: aleqsandridis lazeri upro efeqturia tu lalis, an dioduri da a.sh
გააჩნია სად იკეთებ. (ღრმა) ბიკინის ზონაზე ისეთი მტკივნეულია, მოკვდები, თუ არ გაიყუჩე))
cvili (y)
რა ტკივილს არ გაუძლებს ქალი სილამაისთვის :))
:D :D
zogadad tu icit lazeruli epilacia upro shedegis momcemia tu eleqtroepilacia (e.w. nemsi) ? (vici rom yvelaperi individualuria kanze da tmazea damokidebuli da a.sh.)
თუ დარღვევა არ არის თმა ადვილად შორდება,ასე დავიწყე ლაზერის კეთება მეც,ჯერ ანალიზები ავიღე და რომ დავრწმუნდი თმიანობა სხვა რამის ბრალი არაა მივაკითხე მედის…ტუჩი და ნიკაპი 8 8ჯერ გავიკეტე და არანაირი შედეგი,პირიქიტ თმა უფრო გახშირდა და გამუქდა…სამი თვეა ვიკეთებ ელექტრო ეპილაციას ჯამში გამომივიდა რომ 3 3 პროცედურა ჩავიტარე და მინდა გიტხრათ რომ თმა აღარ მაქვს არც ტუჩზე და არც ნიკაპზე…მტკივნეულობას რაც შეეხება ემლათი საკმაოდ ადვილად მიყუჩდება ზედა ტუჩი ნიკაპზე არასდროს არაფერი წამისვამს ძალიან მომწონს ეს პროცესი :))) არც გართულებები მოყვება,ნუ სიწითლე აქვს ერტი ორი დღე,ეს ლაზერსაც აქვს კანს გააჩნია :)
me gavikete elekrto da dzvlivs gamikra shramebi etkoba cudad gaaketa da tkven sad gaiketet?kargad akaetben raxan araferi gartuleba ar dagitova da mainctersebs magito
დიახ, მიანც ინდივიდუალურია ყველაფერი დაშედეგი არამარტო კანის და თმის ტიპზე, გენეტიკურ განწყობაზე და ჰორმონულ დისბალანსზეცაა დიდად დამოკიდებული…
თუ იცით რომელი უფრო ეფექტურია ფოტო თუ ლაზერული ეპილაცია?
მეც მაინტერესებს და ვერ გადამიწყვეტია, იქნებ მირჩიოთ… თან პრობლემური კანი მაქვს თმა მიბრუნდება და მიღიზიანდება ((
ბოდი შუგარინგი მტკივნეულიაა ? ან ეფექტი თუ აქვს ? : ))
გააჩნია სად იკეთებ, მე პირადად ფეხებზე საერთოდ არ მტკენია მაგრამ მუცელის თეთრი ხაზი საშინელება იყო, ისე ეფექტური არის დაახლ. ერთი თვე არ ამოსულა თმა, მერე ჩვეულებრივად იგივე რაოდენობის თმა წამოვიდა რაც მანამდე იყო
*მუცლის* :დ
namdvilad saintereso statiaa (y)
elektro epilaciis mere nanemesari da shesieba samudamod rcheba?:O
Me rogorc gamocdili kosmetologi ert rchevas getkvit. Me orive aparatze vmushaob, margram sakturi sashualebaaa nemsi. Kargad gaketebuliektro Epilacia ar shupdebaaa
Sad aketebt epilacias. misamarti mitxarit da pasebi. igliis epilacia da girs?
აუ იქნებ გვითხრა სად იკითებ?
kremi depilatoris xmarebas ar girchevt,tmas abrunebs da ufro uxeshi da xshiri amodis
sofii shegidzliat mitxrat sad aketebt epilacias?
mainteresebs romeli upro epekturia,lazeruli tu poto…ikneb specialistma mipasuxos?madloba cinascar.me viketeb lazeruls,magram dzalian akeben potolazers da vegar gaverkvie romeli upro shedegiania.
mec mainteresebs,vinmes tu akvs gaketebuli foto epilacia,shemomexmianet gtxovt,rogori shedegiania?????
me piradat dzalian ukmayopilo davrchi :( rom iketeb potoepilacia tmebi cviva daaxloebit 2 kviris mere, da meore procedura unda chairato daaxloebit 21 dghis mere, anu realurad epilacia-gaketebuli rchebi 1 kvira. moklet ravici me lazeruls vamjobineb, magis lodinis arc tavi maqvs da arc dro. pulis tyulad yraa meti araperi.
მე ადრე კრემს ვხმარობდი, მაგრამ ცოტახანში ტუჩზე დაყრა დამიწყო და ხიშტები ამოვიდა არ გირჩევთ, თუ 12 წელზე მეტის ხართ ან თორმეტის შეგიძლიათ ელექტროეპილაცია გაიკეთოთ,ძალიან მტკინვლეულია მაგრამ უსაფრთხოა ბაშვებისთვის :)
me gavikete lazeruli epilacia 2dgis cin,umtkivneulo namdvilad ar aris,magram eleqtro epilacias bevrad sjobs mag mxriv,shedegs davakvirdebi,jer ar vici ….
me minda gaviketo epilecia da romels mivrchevt?vvegar vxvdebi romeli gaviketo
gamarjobat! mainteresebs rom gavaketebt bodi shugarings ramdeni xani unda gavicherot?
მე გავიკეთე ერთხელ ეგ და დავიწვი ხელები :დდ ელექტროეპილაციაც მაქვს ბევრჯერ გაკეთებული (ნემსით) მაგრამ მტკივნეულია.ტანზე ახლა ეპილატორით ვიკეთებ….ჰოო დაა…ფრთხილად იყავი ბოდი შუგარინგზე :დდ
ნატალიში აქვთ კარგი ლაზერი, გაყინვის სისტემა აქვს ისეთი, რომ ლამის კროსვორდები შევავსე, ფეხებზე გავიკეთე. ასევე, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ ლოტუს გარდენის ლაზერული ეპილაციით, სპორტის სასახლის უკან. ასევე, ვინც ლაზერული ეპილაციის ტკივილს ვერ უძლებს, ძალიან კარგი გაგრილების სისტემით აქვთ ვაჟა-ფშაველას მეტროსთან მედიკალ-გრუპში
ალექსანდრიტის ლაზერი არის ყველაზე კარგი :) Formaში კავსაძეზე
ai ra mainteresebs, ukve ramdeni xania lazerul epilacias viketeb Nefertiti’shi, xoda ravici mainc sul mchirdeba gaketeba, es bolo periodi upro metad vidre adre, xoda mainteresebs lazeris bralia? uxarisxo aqvt, tu chemi bralia da rame daemartat chems hormonebs? -_- tqven sad iketebt lazeruls da ramdenad kmayopilebi xart tu gamogicdiat sxva lazerebi.
მაინტერესებს არის ისეთი საშუალება რაც სამუდამო მოშორებას უზრუნველყოფს?თანხას მნიშვნელობა არ აქვს
ელექტრო ეპილაცია
მე არ მომაშორა ბოლომდე ელექტრო ეპილაციამ… ახლა ლაზერს ვუკეთებ ..უკვე 7 ჯერ გავიკეთე და შედეგს კიდევ ვერ ვატყობ… თმებმა ცხოვრება მომიწამლა
მე მედში ვიკეთებ და კმაყოპილი ვარ ძალიან
ელექრტრო ეპილაცია მხოლოდ სახეზე შეილება?ანუ ფეხები ხელები შეილება?
:)))
ბიოეპილაციაზე თუ იცით რამე? როგორი ეფექტი აქვს ან სჯობია ლაზერულ ეპილაციას?
ლაზერი და ელექტროეპილაციებიდან ყველაზე უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის რომელია ხომ ვერ მეტყვით? :)
mgoni eleqtro epilacia aris yvelaze usafrtxo, magram mtkinvleulia :(
Yvelgan sheidzleba eleqtro epilacia magram didi dro daschirdeba dzalian . 50 wt schirdeba pirvelad gaketebisas ulvashs da fexebs dzalian bevri dro daschirdeba :/
მე მაინც ელექტროეპილაციას გირჩევთ რაც შეეხება ტკივილს არსებობს გამაყუჩებელი კრემიც და შეიძლება ადგილობრივი ანესთეზიაც გაკეთდეს სინჯის შემდეგ,,კარგ შედეგს იძლევა თუ თმას ჯერ ალკალაინ ვოშით ანუ ტუტე პილინგით მოვაშორებთ და შემდეგ დავიწყებთ ეპილაციას,,პირველად ამოდის ტერმინალური თმა, ბუსუსი ხელს არ უშლის ეპილაციას და ძალიან სწრაფად სახე მთლიანად სუფტავდება,ათი დღის შემდეგ კიდევ გაკეთდება ეპილაცია უკვეამოსულ სხვა თმებზე და ასე თანდათან, თუ დაგაინტერესებთ დამიკავშირდით ამ ნომერზე 595411473
ლოყებს ზედა მიდამოებზე მინდა ეპილაცია (ზედმეტად მაღლა გავიპარსე წვერი და თვალიდან 2 სმ-ით ქვემოთ ამოდის) და რამდენად უსაფრთხოა ლაზერი? ან თქვენ რომელ მეთოდს მირჩევდით, აქამდე ეპილაცია არასოდეს გამიკეთებია
vaime ukve agarfris agar mjera ra vqna agar vici,lazeruli epilaciidan dawyebuli nemsit damtavrebuli yvelaferi vcade ra vqna agar vicii,lazerulma sul damgupa,gia tma rac mqonda saxeze isic gamimuqaa :S
me 14 wlis viyavi ro daviwye epilaciebi,daaxlooebit 5-5 procedura damchirda,shublze,tuchze,bakebze.dzalian kmayopili var,axla 29 wli s var da 12 welia araperi momsvlia,metvitonac vistavle,iq sadac gavlamazdi da axla me valamazeb xalxs,ratqmaunda visac saertod unda gankurneba tmisgan.chemtvis warbebis gaketeba upro mtkivneuli iyo vidre epilacia.sworad unda shearchiot specialisti da kvelaperi kargad iqneba,xo rac sheexeba lazerebs,magit gankurnebuli aravin minaxavs.
ledi shegidzlia mitxra sad mushaobt qtveni mudmivi klienti gavxdebi :))
lali gvianiashvili shegidzliat mitxrat rogor dagikavshirdet ?
ukacravad saxeli shemeshala
axali razeruli epilacia roa germanidan shemosuli… sad unda shevidzino da ragirs ramdenad efequria?
Sofii shen mainc tkvi rogor dagikavshirde :(
მე როგორც მადლიერი პაციენტი ორ ექიმს ვურჩევ ყველას,ჩემს გინეკოლოგს თამარ უბილავას მედიქეაში და ჩემს კოსმეტოლოგს.სახე მომიკრიალა და არა მარტო.ეს ორი ადამიანია ჩემი გადამრჩენელი :) გინეკოლოგი დაგუგლეთ და მოძებნით.კოსმეტოლოგის ნომერს დავწერ რომ ყველა ყოს ჩემნაირად კმაყოფილი და მადლიერი.571 17 33 99.
მე ვიყავი ძალიან გაბანჯგლული.არც ლაზერმა მიშვველა და არც არაფერმა სანამ ერტ კაი გოგოს არ მივაგენი.არც ნაწიბური რჩება და არც გაღიზიანება. 557 17 33 99
ყველაზე ეფექტური ელექტრო ეპილაციაა !
Gamarjobat … Gogoebo ra mainteresebs… Erti kviraa gavukete lazeruli pexebze da shavi wertikebii gamichnda da mitxres gadatarebaze modioo da eg nelanela dagcvivdebaoo.. Ramdenad martaliaa an tu vinmes mogsvliat msgavsi ram?
ertma moxucma ukrainelma qalma maswavla tviton rogor icilebda tmas.sxvatashoris sufta fexi hqonda.me ver gavbede wasma ratomgac.
გამარჯობათ მაინტერესებს თუ შეიძლება დეპილაციის კრემის გამოყენება როდესაც კანი თეთრია გარუჯლი არ არის თუმცა ოდნავ მეწვის და ოდნავ ფერშეცვლილია. ხომ არ გამოიწვევს დამწვრობას?
Saxeze eleqtro epilacia dzalian epeqturia.isi-paris salonshi viketeb.sxva adgilebshi ki bio epilacia,axevit rom ketdeba.1-2welshi sul qreba titqmis tma.lazers aranairs ar girchevt,dzalian bevri ukuchveneba aqvs.sashishic aris,sakutari gamocdilebindan vambob!
arc gamiwitlda,arc shemishupda saertod reaqcia ar maqvs.isev isea saxeze tmac…xelze amovida is gaparsuli …ra xdeba ?damamshvide mitxari rame.. aleqsandritit rom gavikete xels rom vkidebdi cvivdeboda da es myarad dgas.ar cvivdeba. Ras metyvit??
ელექტროეპილაციის (ნემსით) შედეგს როცა 40-ს გადააცილდებით მაშინ ნახავთ, როგორც კანი მოშვებას დაიწყებს, ნაწიბურები მაშინვე იშენს თავს, არავი არ მოგატყუოთ, ნემსის კვალი რჩება, სანამ ახალგაზრდაა კანი არ ეტყობა, შემდეგ უკვე ვერაფერს უშველით. საკუტარ თავზე გამოვცადე
gamarjobat.ramdeni wlidan sheidzleba epilacis gaketeb
ელექტრო ეპილაციაზე ეფექტური არაფერია ყველაფერი გამოვცადე საკუთარ თავზე .
თან 1 საათი 10 ლარი ღირს სახში აკეთებს და ძალიან კმაყოფილი ვარ სახეზე ლაქებიც არ დამრჩენია გოგოებო ვისაც გაინტერესებთ ეს ნომერია 599 99 04 93
icit ra mainteresebs
samudamod minda movishoro arasasurveli tma da rogor?maswavlet
თმებმა სიცოცხლე გამიმწარა … 44 წლის ვარ და მთელი ცხოვრება თმების მოცილებაზე ვფიქრობ… ელექტრო ეპილაციის წყალობით წლების მანძილზე ვიკეთებდი მარტო ძალიან უხეში თმები მომაცილა, ხოლო შავი თხელი თმები ვერ მომაშორა… ბევრი სპეციალისტი გამოვიცვალე ყველა იჩემებს პროფესიონალობას მაგრამ პროფესიონალი არავინ არის… ახლა ალექსანდრიტის ლაზერს ვიკეთებ სახეზე, გავიკეთე 7 ჯერ მაგრამ ისეთ ადგილებში ამოვიდა სადაც მანამდე არ მქონია.. აღარ ვიცი ვის უნდა ვენდო და დავუჯერო
ალექსანდრიტის ლაზერს ორ დღეში მე_8 ედ ვიკეთებ…შედეგი ჯერ არ მაქვს , პირიქით სადაც არ მქონდა თმა იქ ამომივიდა მაგრამ ჯოუტად არ ვეშვები, რადგან ჯერ ერთი რაღაც დრო გაკეთებიდან გაკეთებამდე ბედნიერი ვარ სახეზე თმების გარეშე , მაგრამ როცა იწყებს თმა ამოსვლას იქვე მთავრდება ჩემი ბედნიერება , მერე მეორე… ვერ ვნახე თმის მოშორების სხვა რეალური ალტერნეტივა ,ვფიქრობ ვიყიდო რაღაც სახლის აპარატი ფოტოეპილატორი ან რამე , ფულს მაინც დავზოგავ სალონებში სიარულით.. მაგრამ ესეც ვერ შევარჩიე ,რომელი აპარატი გამომადგება ვერავინ ვერ მირჩევს.