მუდამ ახალგაზრდა
ყოველთვის, ყოველთვის წაისვით მზის დამცავი კრემი ხელებსა და კისერზე, რადგან ესენი ისევე მნიშვნელოვანია როგორც თქვენი სახე და თან ყველაზე ადრე ეტყობა სიბერის ნიშნები.
ადვილად მისაღწევი ლამაზი ფრჩხილები
საკმაოდ გავრცელებული ფაქტია რომ ფრანგი ქალები ჭამენ ყველს, თხილეულს, ნიორსა და ხახვს, რადგან მათი ვიტამინები სასარგებლოა თმისა და ფრჩხილებისათვის.
როგორ ვუშველოთ გამომშრალ ხელებს სწრაფად
წაისვით ლიმნის ქერქი გამომშრალ ხელებზე. თავიდან აგეწვებათ, მაგრამ მაშინათვე დაგირბილდებათ.
როგორ განვაახლოთ კანი
ყოველ დილით, ფრანგი ქალები მცენარეულ წყალს ან ტონიკის იპკურებენ სახეზე, რათა გამოაღვიძონ და განაახლონ კანი.
შენი საიდუმლო დამატენიანებელი
შეურიეთ ერთმანეთს თქვენი მკვებავი და ტონალური კრემი და ისე წაისვით სახეზე. იგი ბევრად უკეთესია ნებისმიერ შეფერილ დამატენიანებელზე, თან მერწმუნეთ, ვერავინ შეამჩნევს.
როგორ ვუშველოთ სუსტ ფრჩხილებს
გაფცქვნილი და გაჭყლეტილი ნიორი ჩადეთ იმ მანიკურის ბოთლში, რომელსაც იყენებთ როგორც საფუძველს, მანამ სანამ ფერს გადაისვამთ. ეს პატარა სიბრძნე მართლაც გაგიმაგრებთ ფრჩხილებს.
ყველაზე ლამაზი თმისთვის
ინდიელი ქალები ლამაზი თმით არიან განთქმულნი. თმის ზეთების მასაჟი დიდ როლს თამაშობს ამაში. კვირაში ერთხელ, ისინი ქოქოსის, ზეითუნის ან ნუშის ზეთებს იზელენ თმაში. 5 წუთის განმავლობაში იმასაჟებენ თავს, იტოვებენ 10 წუთით და შემდეგ შამპუნით იბანენ.
მბზინავი კანი
ჩვენი დიეტა, სილამაზის რეჟიმის შემადგენელი ნაწილია. დროდადრო ერთ ჭიქა წითელ ღვინოს მივირთმევთ ჯანმრთელი ანტიოქსიდანტებისა და პოლიფენოლებისათვის. ასე რომ, ერთი ჭიქა ღვინით ადვილად მისაღწევია ჯანმრთელი ორგანიზმი და მბზინავი კანი .
თმის სწრაფი ზრდისთვის
ქოქოსის რძე თმას სწრაფად ზრდის. შეიზილეთ რძე თმის ძირებზე, გაიჩერეთ ერთი საათი და ჩამოიბანეთ.
ზეთოვანი თმის ნიღბების დიდი მოყვარული ვარ, ქოქოსი და ზეითუნი მართლაც და საუკეთესოა!
ტონალურში ყოველთვის ვურევ მკვებავ კრემს, უკეთესად ნაწილდება სახეზე და ეკონომიურიც არის :)))
აუცილებლად ვცდი ნიორსაც და ზეთის ნიღბებსაც:)
სად შეიძლება ქოქოსის რძე ვიშოვო?
<3
ქოქოსის რძე სად შევიძინოთ?
პასაჟის შესასვლელში, სადაც ტკბილეულობა იყიდება, იქ არის სექცია, სადაც ქოქოსის რძით დაწყებული სპერმაცევტით დამთავრებული ყველა კოსმეტოლოგიური საშუალების შემადგენლობა იყიდებაო, ჩვენმა ავტორებმა.
ასევე, იკითხეთ მწვანე აფთიაქებში, ან ჩვეულებრივ ცოცხალი ნაყოფის რძე გამოიყენეთ.
იმედია, დაგეხმარებათ რჩევა.
მე ვიყავი მსული, ვიკითხე ქოქოსის რძე მაგრამ არ ქონდათ, და თანაც თქვეს რომ დეფიციტია და კონკრეტულად თუ შეგიძძლიათ დამიზუსტედ სად იყიდება