ლიმნიანი ჩაი ძალიან გემრიელი დასალევია შემოდგომის გრილ ამინდებში. მაგრამ იცოდით, რომ ლიმნიანი ჩაის “დალევა” ჩვენს თმასაც ძალიან მოსწონს? ან რა კავშირშია მამაკაცის ბოქსიორის ტრუსები და ქალის თმა? ამ სტატიაში თავმოყრილია თმის მოვლის ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ სასარგებლო რეცეპტები და რჩევები.
მაიონეზი
აბურდული კულულების დასამორჩილებლად ¼ ჭიქა მაიონეზს დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი ევკალიპტის ზეთი და ახალდაბანილ თმაზე 10 წუთით გაიჩერეთ.
პიტნა
დაიტანჯეთ ცხიმიანი თმის ბანვით? ჩააგდეთ პიტნის რამდენიმე ღერი წყალში, ადუღეთ, გადაწურეთ და პიტნიანი წყალი დაუმატეთ იმ შამპუნს რომელსაც ხმარობთ. 2:1 შეფარდებით ისე, რომ შამპუნი უფრო მეტი იყოს, ვიდრე წყალი და ჩვეულებრივ დაიბანეთ თავი.
ნარევი კვირაში ერთხელ უნდა განახლდეს.
ლუდი
3/4 ჭიქა ლუდი ადუღეთ იქამდე, სანამ 1/4 -მდე არ შემცირდება, გააციეთ და დაუმატეთ 1 ჭიქა შამპუნი, რომელსაც ხმარობთ.
ლუდში შემავალი ცილები აღადგენს დაზიანებულ თმას და იცავს შემდეგი დაზიანებებისგან.
აბრეშუმის ბალიშის გადასაკრავი
ძილის დროს თმა რომ არ აიწეწოს, გაიჩეჩოს და ფორმა არ დაკარგოს, იხმარეთ აბრეშუმის პალიშის გადასაკრავები.
თმის ვარცხნა დიდხანს
ბებიებისგან ალბათ გსმენიათ, რომ ყოველ საღამოს თმა დიდხანს უნდა ვივარცხნოთ თუ გვინდა ლამაზი თმა გვქონდეს. ეს სიმართლეა. ჯაგრისის ასი გადასმის შემდეგ კანის ცხიმი თანაბრად ნაწილდება თმის ღერებზე, კვებავს და აჯანსაღებს მას.
შტოშის წვენი
განსაკუთრებით წითელთმიანებისთვის: გადაივლეთ თმაზე დაბანის მერე შტოშის წვენი, თმის ხასხასა ფერისთვის.
ტანის ლოსიონი
წაისვით დამატენიანებელი ლოსიონი თმის კონდიციონერის მაგიერ იმისათვის, რომ თავის კანი დაატენიანოთ.
ზეითუნის ზეთი
თუ ურჩი, ხვეული თმა გაქვთ ვარცხნილობის გაკეთების წინ კრემს/მუსს და სხვა საშუალებებს სულ ცოტა ზეითუნის ზეთი შეურიეთ, ზეთი თმას დაარბილებს, მორჩილს გახდის და ბზინვარებასაც მიცემს.
ჩაი და ლიმონის წვენი
საუკეთესო საშუალებაა ცხიმიანი თმისთვის. ლიმონი ამცირებს ცხიმის გამოყოფას და ამასთანავე არ არღვევს კანის pH ბალანსს. შავი ჩაი და ლიმონის წვენი 1:1 შეურიეთ და დაბანის მერე გადაივლეთ.
აუ რა მარტივი და კარგი რჩევებიაა ♥.
zalian kargi rchevebia:)))))
მე ძაალიან ხშირი და მოცულობითი თმა მაქვს.. ინტერნეტში ჩემი თმისთვის ვერაფერი აღმოვაჩინე .. იქნებ მირჩიოთ რამე
ძალიან კარგი რჩევებია, თან ადვილია მათი გამოყენება<3
მადლობა პერწკლი :*
ვეცდებით სამომავლოდ ^_^
me dabanis win visvam maionezs, mshrali tma maqvs da dzalian kmayopili var, dzmarsac vivleb xolme dabanis mere da chinchris naxarshsac, es rchevebic momewona, didi madloba :)
რაც მთავარია, უნდა ისარგებლოთ ხის კბილებიანი სავარცხლით ;)
dzalian sasargeblo rchevebia , madlobt.
dzalian txeli tma makvs da ikneb rame sasargeblo dadot chemi tmistvisac
A, da E vitaminebi zetovani struqturit sheurie abusalatinis zetshi da dabanamde naxevari saatit adre sheizile tmebshi ,shedegi ert tveshi iqneba . me vcade da gaamartla.
თუ ურჩი, ხვეული თმა გაქვთ ვარცხნილობის გაკეთების წინ კრემს/მუსს და სხვა საშუალებებს სულ ცოტა ზეითუნის ზეთი შეურიეთ, ზეთი თმას დაარბილებს, მორჩილს გახდის და ბზინვარებასაც მიცემს.
bzinvarebis ra mogaxsenoot da gadazetili namdvilad iqnebaa… :)
ლიმნიანი არა,ლიმონიანი.წერა ისწავლეთ.
მემგონი წერა შენ გაქვს სასწავლი
me mcviva sashinlad am shemtxvevashi ras mircheevt?? dz momwons tqveni gverdi da mosazrebebi :) :)
talgovani tma maqvs da ikneb mirchiot rame damasworebeli efeqtit?
თმის გაყოფილ ბოლოებს არაფერი შველის? :(
ისეთი არაფერი იცით თმა რო დაიხვეს?
tmis bolebi meyofa (((((((( mishvelet