სამსახურში ხშირად მოაქვთ Avon-ის კატალოგი. მეც, რა თქმა უნდა, ვათვალიერებ და რომ დავიწყებ, არ ვიცი გაჩერება – უამრავი რამ მინდება. რაც მომწონს ყველაფერს ვწერ ფურცელზე და შემდგომ ვცხრილავ ბიუჯეტს შესაბამისად. ნუ, გატყუებთ, იმაზე ბევრ ნივთს ვიწერ, ვიდრე ამის საშუალებას ჩემი ფინანსები მაძლევს – თანაც ყველაფერი საჭიროა. არადა ხარისხიანი კოსმეტიკა ძვირი ღირს…
Avon-ის პროდუქციით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. მართალია, ძვირადღირებულ ნაწარმთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ ბაზრობასა და სუპერმარკეტებში გამოფენილ საქონელს ბევრად სჯობს.
იანვრის შუა კვირას გამოწერილი ნაკრები მომივიდა და მეც გადავწყვიტე, ახალი პროდუქცია დამეტესტა, ხოლო აქამდე შეძენილის შესახებ ჩემი უკვე არსებული მოსაზრებანი თქვენთვის გამეზიარებინა.

2. დღის კრემი;
3. ტონიკი;
სამივე პროდუქტი კამელიის ჩაის ექსტრაქტით არის გაჯერებული.
მიუხედავად იმისა, რომ სახის მოვლის უამრავი საშუალება მოიპოვება ჩემს ბუდუარში, არასდროს მისარგებლია დღისა და ღამის ყოველდღიური კრემებით. ამიტომ გადავწყვიტე შემეტყო, თუ რა ეფექტს მომცემდა მათი სისტემატიური გამოყენება.
ჩემი სახის კანი კომბინირებულია, უფრო ცხიმიანობისაკენ იხრება. შესაბამისად, კატალოგში მოვიძიე ცხიმიანი კანის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც მშრალ ადგილებზეც იზრუნებდა. ამ საცხებს გადავაწყდი:
დღის კრემი – აშრობს T ზონას და ამასთან ტენიანობას უნარჩუნებს ლოყის მიდამოებს;
ღამის კრემი – აბალანსებს, ანოტივებს და სიგრილეს ანიჭებს კანს;
კამელიის ხის ფოთლები მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და მინერალებით, რომლებიც ამცირებენ ზედმეტი ცხიმის წარმოქმნას.
ეს ყველაფერი ის არის, რაც მჭირდებოდა – ბონუსად – დღის კრემი მზის ულტრაისფერი სხივებისაგან დამცავ კომპონენტსაც შეიცავს (SPF 15).
რაც შეეხება ტონიკს, მისი გამოყენება დილა-საღმოს არის რეკომენდებული და ზედმეტი ცხიმის მოშორებასთან ერთად, კანის ფერსაც აბალანსებს სხვადასხვა ზონებში.
უკვე თითქმის ერთი კვირაა რაც ამ პროდუქტებს ვხმარობ და შედეგი აშკარად სახეზეა – კანი უფრო გლუვი გახდა. რატომღაც მეჩვენება, რომ ცხიმიანობამ კლების ნაცვლად იმატა; შეიძლება, ეს სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია. ამდენი რამ სახეზე არასდროს წამითხიპნია. ძირითადად, მაკიაჟის მოსაშორებელ სითხეებს და ლოსიონებს ვხმარობდი.
ძალიან მომწონს ის, რომ ჩემი შენაძენი სახის კანის ფერსაც აბალანსებს. ტონალურ კრემს ვერ ვიყენებ, რადგან ხმარებიდან მეორე დღესვე მაყრის.

2. შინდისფერი (Deluxe) ტუჩსაცხი ;
3. ჰიგიენური ტუჩსაცხი აღმდგენი ეფექტით.
თავიდან, მეგონა, რომ გამონაყარი ბაზრობაზე შეძენილი უხარისხო პროდუქციის ბრალი იყო. მაგრამ რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს ნაწარმი, მაინც მიღიზიანებს კანს. Avon – ის ტონალური კრემი დასატესტად შევიძინე და დღეს ის დედაჩემის განკარგულებაშია. კონსულტაცია კოსმეტოლოგთანაც გავიარე, რომელმაც დაასკვნა, რომ გამონაყარი იმ სურნელოვანი კომპონენტების ბრალია, რომელსაც კრემი შეიცავს. დიაგნოზი – ალერგია. არადა, ცხოვრებაში არაფერზე მქონია ალერგია, მით უფრო სურნელებზე. ასეც რომ იყოს, მაშინ სახის მოვლის სხვა საშუალებები რატომ არ ვნებს ჩემს სახეს?
რაც შეეხება ტუჩსაცხს, არც მათი დიდი მომხმარებელი ვიყავი, რადგან ვთვლიდი, რომ არ მიხდებოდა. ძირითადად – დამცავ და აღმდგენ ბალზამებს ვიყენებდი (შეას კარაქითა და ვიტამინების კომპლექსით). თუმცა, ბოლოს გადავწყვიტე გამებედა და არ ვნანობ. შინდისფერი მიხდება.
მაგრამ თავად საცხი, ცოტა არ იყოს მშრალი გამოდგა. ერთი კარგია რომ ზეთოვანი ფენა არ გაღიზიანებს, მაგრამ დამსკდარ ტუჩებზე ფერი ცოტა ცუდად ჯდება. გამოსავალი მარტივია! ჯერ დამცავი გადაისვა, ხოლო შემდგომ – ფერის შემცველი საცხი.
მუქი შინდისფერი ტუჩსაცხი ნელ-ნელა გადადის, რაც თავიდან არ მომეწონა. მაგრამ შემდეგ, უფრო ნატიფ იერს აძლევს ტუჩს და ნაკლებად გამომწვევი ხდება – ბუნებრივად მიმზიდველი.
როგორც კი შემდეგი თვის კატალოგი ჩამივარდება ხელთ, ვაპირებ სხვა ფერის ტუჩის საცხებიც გამოვიწერო და ვნახო, როგორ მომიხდება.
თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
არ მიხდება საცხები, ძალიან თხელი ტუჩები მაქვს :(
კიდეც რომ არ გაძლევდეს ალერგიას, ამინც არ არის კარგი იაფფასიანი ტონალური(( მე ყოველთვის აფთიაქში ვყიდულობ და ყოველთვის ანტიალერგიულს, იმის მიუხედავად, რომ ალერგიული არ ვარ. ერთი-ორჯერ სანამ ხელფასს ავიღებდი ცოტა დაბალფასიანი ვიყიდე და ვერ გამოვიყენე მაინც, ასე რომ აზრი არ აქვს.
სულ ავონს ვხმარობ და ძალიან კმაყოფილი ვარ მე პირადად.
dikoo the 20 wels zemot romelia ver metyvi? mec vici ro solutionsis mazebs aqeben magram sxvadasxva asakistvisaa perebis mixedvit.
2 წელია ამის პროდუქციას ვხმარობ და კმაყოფილი ვარ. ფასთან შედარებით ხარისხი უკეთესია.
მეც შენნაირი კანი მაქვს ფაქტობრივად და მეც კომბინირებულ კრემსა და ტონიკს ვხმარობ. ჩემი დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ მაგ ხაზის ღამის კრემი ცოოტათი აძლიერებს ცხიმის გამოყოფას, მაშინ როცა დღის კრემი იდეალურად უმკლავდება. ამიტომაც გირჩევ დღის კრემი იხმარო მარტო, + ხანდახან ტონიკი. შედეგი უკეთესი გექნება :)
რაც შეეხება ტონალურს, რამდენიც მოვსინჯე მანდ, ყველაზე მეტად ეგ სახის კანის დამამშვიდებელი ტონალური მომეწონა + არ ყვირის, კანიც ბუნებრივ ელფერს იძენს და საღამოს არაგაღიზიანებულია )) ოღონდ მე ქვიშისფერს ვხმარობ. თუმცა ერთს აღვნიშნავ, ეგ მშრალი კანისთვის განკუთვნილი ტონალური კრემია, ამიტომაც შესაძლოა მაგ მიზეზით არ მოგეწონა შენ.
ალერგიას რაც შეეხება, არ ვარ კოსმეტიკაზე ალერგიული, ამიტომაც ამაზე ვერაფერს ვიტყვი.
მაგ ხაზის ტუჩსაცხი კი გამომშრალია ცოტა, კი. საერთოდ ეგ ე.წ. თინეიჯერული ხაზია ეივონში, ამიტომაც ფასებიც დაბალია და ხარისხიც უფრო ცუდი აქვს.
მე ეივონის ტუჩსაცხებიდან moisture seduction-ის ხაზს გირჩევდი. extra lasting-ის ხაზიც კარგია. ასევე ახლახანს რომ შემოვიდა perfect kiss ეგეც ძალიან მომეწონა.
და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტად მომწონს ეივონის სამკაულები, ნამდვილად ღირს მათი შეძენა :)
პ.ს. ისე, მილა იოვოვიჩის სუნამო მაქვს ეივონში რომ არის ის, ბუნებრივია გაუხსნელი თავის შეფუთვაში და თუ ვინმეს სურვილი ექნება მივყიდი, მე ეგ სუნი არ მომწონს :)
ტონალურს რაც შეეხება, ფორებს რომ ხურავს, ალბათ ეგ არ მოსწონს ჩემს კანს. რამდენადაც, არასდროს არაფრის მიმართ არ ვყოფილვარ ალერგიული. :)
სამკაული ერთხელ გამოვიწერე მეგობრისათვის. თან საქველმოქმედო აქცია იყო – სერტიფიკატი მოჰყვებოდა ცუნამის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე მყიდველის სახელზე თითო ხის დარგვის ^_^.
რომელსაც არ აწერია წლოვანება, ის ნებისმიერი ასაკის კანს უხდება, ხოლო 35+ და 45+ ებს კონკრეტულად აწერიათ ზედ…
მახსოვს ეგ, მწვანე იყო :))
მე უფრო ბეჭდების გამოწერა ვიცი ხოლმე, თუმცა სამაჯური, საყურეები და ყელსაბამიც გამომიწერია. ჩანთებსაც არა უშავს ფასის კვალობაზე
ძალიან მაშინებს, სახეზე იაფასიანი მაკიაჯი გამოყენება,ამიტომ ვცდილობ ან აფთიაქში ან სპეციალურ მაგაზიაში ვიყიდო.. ღამის თევამ , და დაძაბულმა თავებმა რომელიც კითხთ იყო გამოწვეული ,აშკარად თვალის ირგვლივ ნაოჭები გამიჩინა, რჩევაც ვერავის მომცა რა გამეკეთბინა,თან ვერ ვიპოვე 25 plus კრემი დამატენიანებელი. ჩემით მივაგენი yver roches მივაგენი,ძალიან კმაყოფილი ვარ . 40 ლარი დამიჯდა 10 მილიგრამიანი რომელიც,ასევე შეიძლება გამოიყენო მიმიკურ ნაოჩის საწინააგმდეგოდ. შუბლზე და ტუჩების გვერდძე,და ეს გამოცდილება მინდა გაგაიზიაროთ ,მინიმურ 2 თვე გეყობათ,და შედეგი ვნახე 10 დღეში, სხვათაშორის სუნამებიც და სხვა კოსმეტიკაც რეალურ ფასებშია აქვთ განსხვავებით , ici parisa – სა და სხვა ბრენდები მიერ შემოთავაზებული პროდუქტისა,სადაც ზემოთ დახასიათებული კრემი 120 ლარი გირდა . გისურვებთ სიმამაზესა და ჯამთელობას
AVON-is produqciis xarisxianoba metad ara damajerebelia.