ჰოლივუდის ვარსკვლავები უმაკიაჟოდ… რატომღაც, ეს ფრაზა უფრო უარყოფითთან ასოცირდება ხოლმე. ამ პოსტში წარმოდგენილი ყველა არა, მაგრამ რამდენიმე ფოტო ამ აზრს ნამდვილად შეგაცვლევინებს.
ჰაიდი კლუმი
ჰაიდი სუპერმოდელიდან ბუნებრივ დედად გადაიქცა. გერმანელი ლამაზმანი უმაკიაჟოდ 2013 წლის 17 აპრილს დააფიქსირეს. მაკიაჟზე დროის დაკარგვის ნაცვლად ჰაიდი დროს ოჯახთან ერთად ატარებდა.
დემი ლოვატო
დემიმ ეს უმაკიაჟო ფოტო თავადვე გამოაქვეყნა და თან ქალებს მაკიაჟის მოცილების, საკუთარი თავის რწმენისა და სიყვარულისაკენ მოუწონა.
ასე გააგრძელე დემი.
უმა თურმანი
მიუხედავად იმისა, რომ უმას პატარაც ჰყავს და მისი კარიერაც ჰოლივუდის ყურადღების ცენტრშია, ეს ამბავი სულაც არ ახდენს დიდ გავლენას მის სილამაზეზე. უმაკიაჟოდ უმა 2013 წლის 25 თებერვალს დააფიქსირეს.
Beyonce
ბიონსე არ გვიღიმის, მაგრამ შენც შენიშნავდი, რომ უმაკიაჟოდაც ისეთივე მშვენიერია, როგორც მაკიაჟით. უმაკიაჟოდ ბიონსე სუპერთასის რეპეტიციაზე შენიშნეს 2013 წლის 24 იანვარს ახალ ორლეანში.
ქეთი პერი
უმაკიაჟოდ ქეთი უბრალო კალიფორნიელ გოგონას ჰგავს. მომღერალი პაპარაცებმა საშობაო არადეგების დროს დააფიქსირეს ჰავაიში, სადაც ის თავის ბოიფრენდ ჯონ მაიერთან ერთად იმყოფებოდა. საზოგადოება შეჩვეულია მომღერალისგან ეპატაჟურ და კლასიკურ სამოსს, ამ ფოტოზე კი გაგიჭირდებათ იმის გარკვევა, რა აცვია ქეთის. იქნებ, პიჟამა?
ჯესიკა სიმპსონი
ჯესიკას ნამდვილად არაფერი აქვს სადარდებელი და მშვენივრადაც გამოიყურება უმაკიაჟოდ. მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მეორე ბავშვს ელის, მომღერალმა ეს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი თვალისმომჭრელი ღიმილი და სახის ფერი ძნელია, ვერ შენიშნო. ფოტო ჰავაური არდადეგების დროსაა გადაღებული. ფოტო ჯესიკამ თვითერზე გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლების მოწონებაც დაიმსახურა.
ჯესიკა ბელი
წითელ ხალიჩაზეც კი ჯესიკა ცდილობს, მინიმალური მაკიაჟით წარსდგეს. უმაკიაჟო ფოტო გასული წლის ოქტომბერშია გადაღებული, როცა მისის თემბერლეიკი შოპინგით იყო დაკავებული. ვერაფერს იტყვი, ჯესიკა მაკიაჟის გარეშეც მშვენივრად გამოიყურება.
მილა იოვოვიჩი
მილა ნამდვილად იმ ქალების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც უმაკიაჟოდ გაცილებით უკეთესად გამოიყურებიან, ვიდრე მაკიაჟით. 36 წლის ვარსკვლავის შეუდარებელი სახის კანი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში გასული წლის 25 სექტემბერს დააფიქსირეს. მილას წითელი ხალიჩის მაკიჟსაც ვერ დაუწუნებ, ის ყოველთვის მშვენივრად გამოიყურება.
ტაირა ბენქსი
თავად შეაფასეთ ტაირას უმაკიაჟო ფოტო, რომელიც 2012 წლის 12 სექტემბერსაა გადაღებული ვარჯიშსას.
კეიტი ჰოლმსი
კეიტის ბუნებრივ მაკიაჟს ყველანი შეჩვეულნი ვართ, თუმცა უმაკიაჟო სახისა და წაბლისფერი თმის კომბინაცია, როგორც ხედავთ, არცთუ ლამაზად გამოიყურება. თუმცა, იქნებ სტრესის ბრალია? უმაკიაჟო ფოტო ხომ ტომ კრუზთან გაყრამდე რამდენიმე კვირით ადრეა გადაღებული.
შერონ სტოუნი
შერონი ბოლოს და ბოლოს ნამდვილი ასაკის ჩვენებასაც იწყებს. პაპარაცებმა 54 წლის ვარსკვლავი მეგობრებთან სადილის დროს დააფიქსირეს ლოს-ანჯელესში.
Rihanna
ამ ფოტოებს კომენტარი ნამდვილად არ სჭირდება. შემდეგი.
ლეიტონ მისტერი
ლეიტონის უმაკიაჟო სახის კანი ნამდვილად კარგი საჭირაო საბაბია ჰოლივუდისათვის.
ჯენიფერ ლოურენსი
ამბობენ, რომ დატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა ჯენი ძალიან დაღალა…
კლერ დეინსი
ნუ გაგვიღიმებ, კლერ. რაც მთავარია, შენი სახე უმაკიაჟოდაც მშვენიერია.
ელ მაკფერსონი
თავად შეაფასეთ. მგონი არცთუ ცუდად გამოიყურება, არა?
თინა ფეი
თინა მძიმე მაკიაჟს საერთდ არ ატარებს, თუმცა ეს ორი ფოტო ნამდვილად მოწმობს მის ბუნებრივ სილამაზეზე.

ასეთი მაკიაჟით მეც ვარსკვლავს ვემსგავსები:P ციდან მოწყვეტილს:D
ლეიტონს რას უწუნებთ? მგონი პირიქით, ძალიან კარგი კანი აქვს
ლეიტონი <3
mec ase vfiqrob, araferi aqvs dasawuni da sachorao :)
rihanna mainc kaiaa :))
ლეიტონიი ულამაზესიააა ისეთი ნაკვთები აქვს ყველაფერი უხდება მაკიაჟიც და უმაკიაჟოდ ყოფნაც :D
დანარჩენები მახინჯები არიან :D
auu demii yoveltvis lamaziaaa,, is ertadertii varskvlavia visac makiaji xom uuxdeba da uxdebaa,, magram amave dross umakiajodac brwyinvaleaa <3 <3 <3 <3 <3 yvelaze lamazi da sayvareli varskvlaviii <3 <3 yvelaze metad miyvarss <3 <3 <3
demi :3
რამხელა სხვაობაა…ოხ ეს მაკიაჟი,არადა როგორ იდეალურად ლამაზები ჩანან ეკრანზე.თურმე ნურას უკაცრავად :))
demi da rihanna yvelaze lamazebia arian makiajis gareshe
ლეიტონს ძალიან კარგი კანი აქვს კრიალა, დემი ძალიან ლამაზია უმაკიაჟოდ ბიონსე კიდე უმაკიაჟოდ ლამაზია თქვენ უბრალოდ ცუდი ფოტო შეარჩიეთ რიანა კიდე უმაკიაჟოდ არ მომწონს სხვა ფოტოებიც ვიცი სადაც არაა ისეთი კარგი… ჰაიდი კლუმი ელამს რატო გავს?? მილა ულამაზესა ^_^
და ლოურენსის სხვა ფოტო ვერ დადეთ?ეგ ძველი სურათია აშკარად თორე ეხლა სადაა ეგეთი გასუქებული?
დემი ლოვატო მგონი საერთოდ არ საჭიროებს მაკიაჟს. და თუ მაინცდამაინც, უფრო მსუბუქი მოუხდებოდა. ძალიან საყვარლად გამოიყურება. ისე ქართველი ვარსკვლავების ფოტოებიც კარგი იქნებოდა რომ დაგედოთ ეგეთ პონტში :)
rihanna ulamazesia makiajitac da umakiajodac <3 ubralod saocrebaa es gogo <3
kety perry <3 vgijdebi masze
ლეიტონი ფორევერ..<3 ძალიან ლამაზი და ამასთანავე ძალიან საყვარელი